თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2752,
კომენტარები: 14
რუნი: "ნახევარდაცვა ჩემი მომავალია"
კაპიტანი თავისი ახალი როლით ბედნიერია.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, რომელიც "ბორნმუთთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მიაჩნია, რომ ნახევარდაცვაში თამაში მისი მომავლის პერსპექტივაა.

რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" მე-100 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს კიდევ ორი გოლის გატანაში დაეხმარა, მატჩი 3-1 დასრულდა, "იუნაიტედი" კი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

როცა ჰკითხეს, მისი როლის შესახებ, უეინმა უპასუხა: "ვფიქრობ, ხანდახან შენს კარიერაში არჩევანი უნდა გააკეთო და ამჟამად ჩემთვის უკეთესია სიღმეში თამაში.

ახლა ოდნავ განსხვავებული იქნება ინგლისის შემთხვევაში, ჯერ კიდევ კაპიტანი ვარ. მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მომდევნო სეზონში, ნახევარდაცვაში ვხედავ ჩემს თავს".


სამშაბათს მოგებული მატჩის შემდეგ "წითლებმა" მეხუთე ადგილი გაინაღდეს, უეინი კი მოხარულია იმით, თუ როგორი რეაქცია გამოავლინეს მისმა თანაგუნდელებმა კვირას გადადებულ მატჩზე.

"დღეს რთული მატჩი გვქონდა კვირას მომხდარი ამბებიდან გამომდინარე და უკვე ვიცოდით, რომ მეოთხე ადგილი დაკარგული გვქონდა. დღეს კი მოედანზე რომ გამოვდიოდით, უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ამას ჩვენზე გავლენა არ უქონია, რადგანაც შაბათს დიდი მატჩი გველის და ამ მატჩისთვის კარგი განწყობა გვჭირდებოდა.

ვფიქრობ, კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ, კომფორტული. ამ მატჩის მოგება გვჭირდებოდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის ბოლო მატჩისთვის და ფინალამდე მუხტისთვის".


მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი მხოლოდ ამ მიზეზით გაუშვა ხელიდან, რუნი ახლა მხოლოდ ფინალურ მატჩზე ფიქრობს.

"რა თქმა უნდა, ასეთი კალიბრის გუნდმა, ასეთი ისტორიით, უმაღლეს ტურნირებზე უნდა ითამაშოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერ ვაკეთებთ, მაგრამ ახლა შაბათის მატჩისთვის თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. იმედი მაქვს, სეზონს მაღალ ნოტაზე დავასრულებთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
18 მაი 2016 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეეჰ 10:0 რომც მოიგოთ ჩემთვის სეზონი უკვე ძალიან დაბალ ნოტაზე დასრულდაა გუნდს რომელსაც მანჩეტსერი ჰქვია ყოველთვის უნდა თამაშობდეს მსოფლიოში ყველაზე პრეტიჟულ ჩემპიონთა ლიგაზე მაგრამ ჩვენ მე-4 ზეც კი ვერ გავედით რამდენი დასანანი მარცხი ვიწვნიეთ ოლდტრაფორდზე უბრალო სასირცხვილო სეზონი იყოო ყველამ თავზე გადაგვიარაა დაა ამის მერეე რომელ მაღალ ნოტაზე ლაპარაკობთ ინგლისის თასზეე??? ვისღა უკვირს მანჩეტერისგან თასი აგერ ლეტერმა პრემიერ ლიგა მოიგო და 10 ქულით გაუსწრო მე-2 ადგილს და თასი მაღალი ნოტაა როცა ლიგის მიღმა ხარრ.
0
№2
ავტორი: ჩესტერ
18 მაი 2016 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
Opaa memgoni gveshvela ahahahaha :) rao liverpulis erti fani aq shemozvra da exa mexvewebian iqaurebi gadio avepetke biwebi..
0
№3
ავტორი: shotkin
18 მაი 2016 12:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
არა რა ნახევარაცვა რუნის ადგილი გუნდში წესით აღარ უნდა იყოს ამის ნახვეამცველობას ჯობია კაი ნახევარმცველი ვიყიდოთ
0
№4
ავტორი: ჩესტერ
18 მაი 2016 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
Lvs fanebmaa miiges ukve.. DELE ALI WILSHIRE kai wyvili iqneboda ara? roneys totivit gvyavdes pativi vcet zamenaze gamogvadgeba aseti forvardi
0
№5
ავტორი: de gea1
18 მაი 2016 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ძალიან ატორმუზებ რუნი ჯობია წახვდე
0
№6
ავტორი: ikeoni
18 მაი 2016 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ar ******ii ligas manchesteris gareshe
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
18 მაი 2016 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
eh runi dacva naxevardacva sheteva yvelaferi sheniyavi wuxel
0
№8
ავტორი: JuanMata
18 მაი 2016 15:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იანგზე ძაან მაგარი პასი გააკეთა, ცოტა ფორმაში ჩადგომა და ძველი სისწრაფის დაბრუნება უნდა.
0
№9
ავტორი: Esi
18 მაი 2016 16:42
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რუნიიი love
0
№10
ავტორი: PLANeta
18 მაი 2016 17:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
რუნიმ დაიკიდა ფორვარდობა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top