თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3304,
კომენტარები: 16
"მე გადაშლილი წიგნი ვარ, რომელსაც ლეგენდები და მედია ერთნაირად კითხულობენ"
ლუი ვან გაალი კრიტიკოსებს არ უფრთხის და თავის შესაძლებლობებისადმი რწმენას ინარჩუნებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის ირგვლივ არსებული მთელი სპეკულაციები აბრაზებს, მაგრამ ეს მისი შესაძლებლობებისადმი რწმენაში ხელს ვერ შეუშლის.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელს მთელი სეზონის განმავლობაში აკრიტიკებენ გუნდის არასანახაობრივი სათამაშო სტილისა და ცუდი შედეგების გამო, მის ერთ-ერთ უდიდეს კრიტიკოსად კი "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი პოლ სქოულზი გვევლინება.

ვან გაალი თვლის, რომ სქოულზის - აწ უკვე BT-ს ექსპერტის - აზრები დიდ გავლენას ახდენს "იუნაიტედის" გულშემატკივრებზე.

"რა თქმა უნდა, ჩემ ირგვლივ ექვსი თვის განმავლობაში აგორებული მთელი ეს ჭორები მაბრაზებს. ეს ბევჯერ, ბევრჯერ გამომავლინე.

თქვენ მეკითხებით, თუმცა ჩემი პასუხი უკვე იცით! რიტორიკაა, მე ვფიქრობ.

მე უკვე გამომავლინე, მე ყველასთვის გადაშლილი წიგნი ვარ.

უკვე ვთქვი, თუმცა მედიის შეტევის - და არა მარტო მედიის, არამედ ლეგენდებისა და სხვა ადამიანების - მიუხედავად ჯერ კიდევ აქ ვარ.

მე მჯერა ჩემი თავის. მჯერა "მანჩესტერ იუნაიტედის". მჯერა ჩემი ფეხბურთელების.

იმედი მაქვს, ყველა ჩემსავით დაიჯერებს, ასე უფრო ადვილი იქნება",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან გაალს ასევე მიაჩნია, რომ ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში პოსტიდან მისი გათავისუფლება ედ ვუდვორდის მხრიდან სიტყვის შეუსრულებლობა იქნება.

64 წლის სპეცილისტისთვის უკვე ცნობილია, რომ მისი თანამდებობა უსაფრთხო ხელშია და ვუდვორდის მხრიდან მას გაძევება არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს სახელს აქტიურად უკავშირებენ "წითელ ეშმაკებს".

"ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ვუდვორდის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენაც კი, თუმცა ამის სავსებით რეალური შესაძლებლობა არსებობს.

Sunday People-ის ჟურნალისტი სტივ ბეიტსი კი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ვუდვორდმა ვან გაალს არაერთხელ უთხრა, რომ გუნდში არავითარი ცვლილება არ იგეგმება.

"მე გადაშლილი წიგნი ვარ, რომელსაც ლეგენდები და მედია ერთნაირად კითხულობენ"


"წითლებს" ჯერ კიდევ აქვთ ოთხეულში მოხვედრის შანსი- თუ "მანჩესტერ სიტი" დამარცხდება "ლიბერთი სტედიუმზე", ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" მოუგებს "ბონმუთს", მეოთხე პოზიციას სწორედ "წითელი ეშმაკები" დაიკავებენ.

თუმცა უახლოეს კვირებში ვან გაალმა არაერთხელ დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონში მის ყოფნა/არყოფნაზე გავლენას ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობა ვერ მოახდენს.

"მე ვგრძნობ, რომ აქ ვიქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იტყოდი იმას, რაც ვთქვი. მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ვერასდროს გამოიცნობ, რა შეიძლება მოხდეს და ეს აქამდეც გამოჩნდა.

ვგრძნობ, რომ ვრჩები, თორემ ამას არ ვიტყოდი. თუმცა, ფეხბურთში ესეც შეიძლება შეიცვალოს",
- აგრძელებს ლუი.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა არ ისურვა დადასტურება ან უარყოფა იმისა, თითქოს მას შეეშალოს ხელი რენატუ სანჩესისთვის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაში.

და თუ ასე მოიქცა, ეს თავისთავად არის დასტური იმისა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გავლენა "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენებზე.

"უნდა დამიჯეროთ, თუ მე აქ ვარ, ესე იგი, მე ვხელმძღვანელობ. ასე რომ არ იყოს, წავიდოდი - დამიჯერეთ!

ყოველ კლუბში, სადაც მიმუშავია, ასე ვიქცეოდი. ჰკითხეთ "ბაიერნს", "ბარსელონას" და ჰოლანდიის ფედერაციას.

თუ ფეხბურთელს ვერ ვყიდულობთ, ყოველთვის ჩემი ბრალია, მაგრამ მედიასთან ამის განხილვას არ ვაპირებ, ვწუხვარ. ამას ჩემს ხელმძღვანელობასთან, სკაუტებთან განვიხილავ, რადგან თუ თქვენ მოგიყვებით, ბევრ გულშემატკივარზე გავლენას მოახდენს".


"მე გადაშლილი წიგნი ვარ, რომელსაც ლეგენდები და მედია ერთნაირად კითხულობენ"


"ყველას აქვს თავისი შეხედულება და ასე არ შეიძლება. კლუბს სატრანსფერო დეტალების გაცხადებით ვერ მართავ. შეუძლებელია".

სხვათა შორის, ვან გაალს სჯერა, რომ ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში მას წარმატებული სეზონი ექნება.

"ვფიქრობ, წარმატება აღიბეჭდება თვითმხილველ მამაკაცთა და ქალთა თვალებში.

თუ იმის მოლოდინი გაქვს, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონი უნდა გახდეს, იმედგაცრუებული დარჩები. თუმცა, თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით ან ტიტულს მოვიგებთ, მე კმაყოფილი ვიქნები.

თუმცა ზოგიერთი ან ბევრი გულშემატკივრის თვალში ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩემპიონატის მოგება სურთ".


წყარო: mirror
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
15 მაი 2016 14:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
ნამდვილად არაა საკმარისიი
0
№12
ავტორი: LASHQARA
15 მაი 2016 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
ამას რამეს უმალავეენ ??? ფეხბურთში გამარჯვებული ბურთს ვინც დიდხანს აკონტროლებს ის ხო არ გონიაა?? რეებს ბოდიალობს ეს ყ-ლის მასტერი wink am
0
№13
ავტორი: JuanMata
15 მაი 2016 15:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას არ აქვს პრეტენზია, არც ეპლზე არც ლიგაზე.

ჩემპიონობაზე უკვე აღარც ვსაუბრობთ, მაგრამ 4-ეულში ვერ მოხვედრაც თუ არ შეაცვლევინებთ აზრს და თასის ფინალში გასვლა უკვე წარმატებად ითვლება, ე.ი. დღეს მანჩესტერს აქვს ისეთივე ამბიციები, რაც კრისტალ პალასს, ან რამე მსგავს საშუალო დონის გუნდს.

მე-4 ადგილზე გასვლაზე რომ საუბრობს, და რეალურად შანსი რომ მინიმალურია, ფრთხილად იყოს, მე-7 ადგილზე გასვლის შანსიც გვაქვს, ასეთი არასტაბილური გუნდისგან არაა გამორიცხული ბორნმუთთან წააგოს.
0
№14
ავტორი: hemi
15 მაი 2016 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აუ რა არ არი ეს არსად წამსვლელი როგორც ჩანს და ერთ წელში საჩხერის ჩიხურას დავემსგავსებით ამან თასი თუ მოიგო ვაფშე შეიძლება კიდე გაუხანგრძლივონ კაროჩე რა ხელმძღვანელობა ფულს აკეთებს და ყველაფეღი ცენზურაზე კიდისთ
0
№15
ავტორი: snatch77
15 მაი 2016 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
გადაშლილი კი ხარ , ოღონდ წიგნი არა troll
0
№16
ავტორი: stepno
16 მაი 2016 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გახვედი სიროოოოო 4 ეულსი ვერ მოხვდიი რაღა გინდაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top