ლუი ვან გაალი კრიტიკოსებს არ უფრთხის და თავის შესაძლებლობებისადმი რწმენას ინარჩუნებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის ირგვლივ არსებული მთელი სპეკულაციები აბრაზებს, მაგრამ ეს მისი შესაძლებლობებისადმი რწმენაში ხელს ვერ შეუშლის.
"წითელი ეშმაკების" მწვრთნელს მთელი სეზონის განმავლობაში აკრიტიკებენ გუნდის არასანახაობრივი სათამაშო სტილისა და ცუდი შედეგების გამო, მის ერთ-ერთ უდიდეს კრიტიკოსად კი "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი პოლ სქოულზი გვევლინება.
ვან გაალი თვლის, რომ სქოულზის - აწ უკვე BT-ს ექსპერტის - აზრები დიდ გავლენას ახდენს "იუნაიტედის" გულშემატკივრებზე.
"რა თქმა უნდა, ჩემ ირგვლივ ექვსი თვის განმავლობაში აგორებული მთელი ეს ჭორები მაბრაზებს. ეს ბევჯერ, ბევრჯერ გამომავლინე.
თქვენ მეკითხებით, თუმცა ჩემი პასუხი უკვე იცით! რიტორიკაა, მე ვფიქრობ.
მე უკვე გამომავლინე, მე ყველასთვის გადაშლილი წიგნი ვარ.
უკვე ვთქვი, თუმცა მედიის შეტევის - და არა მარტო მედიის, არამედ ლეგენდებისა და სხვა ადამიანების - მიუხედავად ჯერ კიდევ აქ ვარ.
მე მჯერა ჩემი თავის. მჯერა "მანჩესტერ იუნაიტედის". მჯერა ჩემი ფეხბურთელების.
იმედი მაქვს, ყველა ჩემსავით დაიჯერებს, ასე უფრო ადვილი იქნება", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
ვან გაალს ასევე მიაჩნია, რომ ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში პოსტიდან მისი გათავისუფლება ედ ვუდვორდის მხრიდან სიტყვის შეუსრულებლობა იქნება.
64 წლის სპეცილისტისთვის უკვე ცნობილია, რომ მისი თანამდებობა უსაფრთხო ხელშია და ვუდვორდის მხრიდან მას გაძევება არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს სახელს აქტიურად უკავშირებენ "წითელ ეშმაკებს".
"ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ვუდვორდის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენაც კი, თუმცა ამის სავსებით რეალური შესაძლებლობა არსებობს.
Sunday People-ის ჟურნალისტი სტივ ბეიტსი კი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ვუდვორდმა ვან გაალს არაერთხელ უთხრა, რომ გუნდში არავითარი ცვლილება არ იგეგმება.
"წითლებს" ჯერ კიდევ აქვთ ოთხეულში მოხვედრის შანსი- თუ "მანჩესტერ სიტი" დამარცხდება "ლიბერთი სტედიუმზე", ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი" მოუგებს "ბონმუთს", მეოთხე პოზიციას სწორედ "წითელი ეშმაკები" დაიკავებენ.
თუმცა უახლოეს კვირებში ვან გაალმა არაერთხელ დაადასტურა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონში მის ყოფნა/არყოფნაზე გავლენას ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობა ვერ მოახდენს.
"მე ვგრძნობ, რომ აქ ვიქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იტყოდი იმას, რაც ვთქვი. მაგრამ საფეხბურთო სამყაროში ვერასდროს გამოიცნობ, რა შეიძლება მოხდეს და ეს აქამდეც გამოჩნდა.
ვგრძნობ, რომ ვრჩები, თორემ ამას არ ვიტყოდი. თუმცა, ფეხბურთში ესეც შეიძლება შეიცვალოს", - აგრძელებს ლუი.
"იუნაიტედის" მწვრთნელმა არ ისურვა დადასტურება ან უარყოფა იმისა, თითქოს მას შეეშალოს ხელი რენატუ სანჩესისთვის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაში.
და თუ ასე მოიქცა, ეს თავისთავად არის დასტური იმისა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს გავლენა "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენებზე.
"უნდა დამიჯეროთ, თუ მე აქ ვარ, ესე იგი, მე ვხელმძღვანელობ. ასე რომ არ იყოს, წავიდოდი - დამიჯერეთ!
ყოველ კლუბში, სადაც მიმუშავია, ასე ვიქცეოდი. ჰკითხეთ "ბაიერნს", "ბარსელონას" და ჰოლანდიის ფედერაციას.
თუ ფეხბურთელს ვერ ვყიდულობთ, ყოველთვის ჩემი ბრალია, მაგრამ მედიასთან ამის განხილვას არ ვაპირებ, ვწუხვარ. ამას ჩემს ხელმძღვანელობასთან, სკაუტებთან განვიხილავ, რადგან თუ თქვენ მოგიყვებით, ბევრ გულშემატკივარზე გავლენას მოახდენს"."ყველას აქვს თავისი შეხედულება და ასე არ შეიძლება. კლუბს სატრანსფერო დეტალების გაცხადებით ვერ მართავ. შეუძლებელია".სხვათა შორის, ვან გაალს სჯერა, რომ ინგლისის თასის მოგების შემთხვევაში მას წარმატებული სეზონი ექნება.
"ვფიქრობ, წარმატება აღიბეჭდება თვითმხილველ მამაკაცთა და ქალთა თვალებში.
თუ იმის მოლოდინი გაქვს, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონი უნდა გახდეს, იმედგაცრუებული დარჩები. თუმცა, თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდებით ან ტიტულს მოვიგებთ, მე კმაყოფილი ვიქნები.
თუმცა ზოგიერთი ან ბევრი გულშემატკივრის თვალში ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩემპიონატის მოგება სურთ".წყარო:
mirror