თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2016, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2099,
კომენტარები: 14
ლინგარდი: "აპტონ პარკის" ატმოსფერო არ გვაშინებს"
ჯესი ლინგარდი მატჩის წინ.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდი აცხადებს, რომ მას და მის თანაგუნდელებს "აპტონ პარკისადმი" გამახვილებული ყურადღება არ აშინებთ.

"ჩაქუჩები" "ბოლეინ გრაუნდზე" 1904 წლიდან ასპარეზობენ, დღეს კი იქ უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებენ, რამეთუ მომდევნო სეზონში გუნდი "ოლიმპიურ სტადიონზე" ითამაშებს.

აღმოსავლეთ ლონდონურ კლუბთან დაკავშირებული თითოეული პირისთვის ემოციური დღე იქნება, ლუი ვან გაალის გუნდისთვის კი არანაკლები, რადგანაც გამარჯვების შემთხვევაში "იუნაიტედი" მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს. ლინგარდი აღნიშნავს, რომ ფეხბურთელები ყველაფერს იღონებენ ისეთივე შედეგის მისაღწევად, როგორსაც გასულ თვეში ინგლისის თასის მეოთხედფინალურ მატჩში მიაღწიეს.

"ეს არის მატჩები, რომლებშიც ფეხბურთელს ყოველთვის გსურს მონაწილეობა, მეტად დაძაბული მატჩები. მზად ვართ. ამისთვის ბევრი ვივარჯიშეთ.

მენტალურად მზად უნდა იყო "აპტონ პარკისადმი" მიპყრობილი ყურადღებისათვის და ვიცით, რომ იქ დიდებული ატმოსფერო იქნება. მაგრამ არაფერს მივცემთ ჩვენი კონცენტრაციის გაფანტვის საშუალებას ამ დღეს, რადგანაც საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რაც სამი ქულის აღებას გულისხმობს",
- განაცხადა ინგლისელმა.

ლინგარდმა ვან გაალის ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ სრულ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.

"სეზონის შესახებ ფიქრობ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და მეც სწორედ ამაზე ვფიქრობ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგაში ჩემს პირველ სეზონში 30-ზე მეტი მატჩის ჩატარება სიგიჟეა!

აქ მოსახვედრად ბევრი შრომა დამჭირდა, ახლა კი ასე გაგრძელება და მომდევნო ორ მატჩსა და ფინალზე კონცენტრაციაა საჭირო".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: კანტონა
10 მაი 2016 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ლინგარდი როგორ უნდა იყოს მანჩესტერ იუნაიტედისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ეს აქ საერთოდ არ უნდა იყოს
0
№12
ავტორი: gaga1987
10 მაი 2016 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
შე დოუმთავრებელო კაცო შე, შე მოდღლაზულო კაცო, შე შე შე ტფუი
0
№13
ავტორი: hemi
10 მაი 2016 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აუფ ამან თუ თქვა დაეჯერება, რატო გვყავს ასეთი ყვერები ძირითადში და ვაფშე გუნდში
0
№14
ავტორი: Mufc7
10 მაი 2016 21:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მალე დაიწყოს რა, დამელია სული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top