თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2016, 22:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2970,
კომენტარები: 19
ვან გაალი: "რეშფორდი "ვესტ ჰემისთვის" დავასვენე"
მარკუს რეშფორდის არყოფნის მიზეზი გადაღლილობაა.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ არ ითამაშა "ნორვიჩ სიტისთან" შეხვედრაში მარკუს რეშფორდმა.

თინეიჯერმა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში სრული მონაწილეობა მიიღო და გამომდინარე იქიდან, რომ რეშფორდი მხოლოდ 18 წლისაა, ვან გაალმა მისი დასვენება გადაწყვიტა, რადგანაც, მისი აზრით, რეშფორდი გადაიღალა. ენტონი მარსიალის ტრავმის ფონზე თავდამსხმელის პოზიციაზე უეინ რუნი მოგვევლინა.

"მატჩებში ხედავდით, რომ მარკუსი ვეღარ აკეთებდა იმას, რასაც საწყის მატჩებში. თავიდან ამის უარყოფას დააპირებ და მასაც ეტყვი, მაგრამ მერე დაფიქრდები, გადაღლილობა ხომ არ არის მიზეზიო. ასე რომ, იმედი მაქვს, ეს ორი დღე მას სტიმულს მისცემს მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რადგანაც წინ "ვესტ ჰემთან" მატჩია, რაც ადვილი არ არის.

სამშაბათს მატჩი რომ არ გვქონდეს ჩასატარები, დღეს არ დავასვენებდი, მაგრამ ახლა მხოლოდ ორი დღე გვაქვს ფორმის აღდგენისთვის. ამ ფეხბურთელებისთვის ეს ძალიან ცოტაა"
, - განაცხადა ვან გაალმა.

ვან გაალს მიაჩნია, რომ უეინ რუნიმ დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი და არ შეცდა, როცა მარსიალის პოზიციაზე ადნან იანუზაი არ ათამაშა, რომელმაც 21-წლამდელთა გუნდში პარასკევს ერთი ტაიმი ითამაშა.

"ადნანმა გუშინ ერთი ტაიმი ითამაშა და ეს პირველი ტაიმი მეორე გუნდში ჩაატარა. თავდამსხმელად მას ვერ დავაყენებდი, ასე რომ, რუნის უნდა აეღო ეს ვალდებულება და თავი კარგად გაართვა, რამეთუ ფანტასტიკური პასი მისცა ხუან მატას. უეინ რუნი ჩვეულებრივ ნომერი 10-ის პოზიციაზე თამაშოს, ასე თუ ისე."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
8 მაი 2016 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1560
დაასვენა თითქოს ფუფუნების დროა ეხა, ვაი შენი ჩამომთრევი და არ გამშვები მოვტყ ან
0
№12
ავტორი: deqstera
8 მაი 2016 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
Saerto jamshi gamartlebuli gamovida, blindi-marciali-reshfordi dasvenebulebi xvdebian shemdeg match's romelic Sam dgeshi uwevs RAC didi pliusia... Ubralod darmianis travma texavs....

Mitumetes blinds fizikuri ortabrdzolebi uchirs da cerols dasvenebulebi shexvdeba
0
№13
ავტორი: glory28
8 მაი 2016 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
იმედია ვესტჰემთან მოვიგებთ და ვან გალი თავს საგინებელს არ გაიხდის ისედაც საგინებელია მგრამ მიანც ხვალ არსენალის იედზე ვართ
0
№14
ავტორი: pere
8 მაი 2016 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: Malboro463
ციტატა: pere
ხვალ თუ სიტიმ ვერ მოიგო, ვესტ ჰემთან მატჩი გადაწყვეტს ჩვენს ოთხეულში შესვლა არ შესვლას

არსენალი რისი მომგებია

ხოიცი იმედი ბოლოს კვდებაა
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
8 მაი 2016 02:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
არსენალმა მინიმუმ ფრე უნდა ითამაშოს
0
№16
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2016 08:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვესტ ჰემთან დასვენებას ნორვიჩთან დასვენება სჯობდა. სწორი გადაწყვეტილება იყო, რას ერჩით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მაი 2016 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ადნანს ისე ეღადავა გუშინ რამის გუნდიდან გააქცია ბიჭი wink
0
№18
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2016 13:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთავარია დღეს სიტიმ წააგოს და უმოტივაციო ვესტ ჰემი ბევრად ადვილი დასამარცხებელი იქნება
0
№19
ავტორი: de gea1
9 მაი 2016 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ეს კაცი არის ცენზურა, რა რეშფორდი დაასვენე ხოარ გძმარავს?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top