თბილისი:
მანჩესტერი:
6-05-2016, 22:09
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2566,
კომენტარები: 17
ვერატი იბრაჰიმოვიჩს კლუბში დარჩენისკენ მოუწოდებს
"მუდმივად მოვუწოდებ დარჩენისკენ, მაგრამ არასდროს მპასუხობს" - ვერატი
ვერატი იბრაჰიმოვიჩს კლუბში დარჩენისკენ მოუწოდებს
34 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მიმდინარე სეზონში, საფრანგეთში გამორჩეულია - 44 გატანილი გოლი 47 მატჩში. შვედ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს "პსჟსთან" კონტრაქტის ვადა ეწურება და მას შესაძლებლობა ექნება თავისუფალი აგენტის სტატუსის გამოყენებით მისით დაინტერესებული კლუბებიდან ერთ-ერთს შეუერთდეს. უკვე რამდენიმე თვეა, იბრაჰიმოვიჩის მომავალს ლონდონის "არსენალს" და განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.

მარკო ვერატი ამბობს, რომ ის თანაგუნდელს დარჩენისკენ მოუწოდებს, თუმცა უშედეგოდ: "მუდმივად მოვუწოდებ დარჩენისკენ, მაგრამ არასდროს მპასუხობს. გადაწყვეტილებას ფეხბურთელი და კლუბი იღებს, ის არჩევანს მალე გააკეთებს. რა თქმა უნდა, მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც გვინდა რომ კლუბი არ დატოვოს, მას საოცარი სეზონი ჰქონდა, იბრაჰიმოვიჩზე ძლიერი აქ არავინ მეგულება".

იბრაჰიმოვიჩს გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს, მედიის აზრით, შვედი ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შანსი ბევრად გაიზრდება.

წყარო: dailystar.co.uk
ახალი ამბები, ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
7 მაი 2016 04:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
shen modi veratii
0
№12
ავტორი: s.a.b.a
7 მაი 2016 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
liga 1 magari camorcenili liga uecveli waves tu ara da ikon iq liontan da monakostan
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 მაი 2016 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ მინდა და არც მგონია, რომ იბრაგიმოვიჩის ტრანსფერი შედგეს winked
0
№14
ავტორი: ikeoni
7 მაი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
იმედია გადმოვა
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2016 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
იბრას რა წამოუვლის თვითონაც არ იცის
0
№16
ავტორი: JuanMata
7 მაი 2016 18:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბებერია, მაგრამ ახლაც კი ბევრ ახალგაზრდა შემტევს ერთი თავით აღემატება, გინდაც ტექნიკით და გინდაც შესრულებით.
უფასოდ მოდის თუ მოვიდა და რავი რატომ არ უნდა გინდოდეს დარწმუნებული ვარ 15-20 გოლს გაიტანს თავისუფლად.
0
№17
ავტორი: de gea1
9 მაი 2016 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
თვითონ ვერატი უნდა იყიდონ ამ ****კოებმა ძალიან მაგარი ფეხბურთელია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top