თბილისი:
მანჩესტერი:
4-05-2016, 15:59
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2950,
კომენტარები: 14
"წითლები" არენდით: უილსონმა და ფლეთჩერმა გაიბრწყინეს
იჯარით წასულმა "იუნაიტედის" ახალგაზრდებმა გოლების გატანა მოახერხეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდებმა, ეშლი ფლეთჩერმა და ჯეიმს უილსონმა, რომლებიც არენდით "ბარნსლისა" და "ბრაიტონში" ასპარეზობენ, უკანასკნელ მატჩში გოლების გატანა მოახერხეს.

უილსონი "ბრაიტონსა" და "დერბის" შორის დაპირისპირებისას, მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და დამატებით მე-5 წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1). ახლა, "ბრაიტონს" "ბარნლის" მსგავსად მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაზე ასპარეზობისთვის, მხოლოდ სეზონის ბოლო მატჩში, "მიდლსბროს" წინააღმდეგ გამარჯვება მართებს.



რაც შეეხება, ეშლი ფლეთჩერს, რომელიც "ბარნსლიში" ასპარეზობს, "კოლჩესტერის" წინააღმდეგ დაპირისპირებაში, მან დუბლი გაიფორმა. 57-ე წუთზე ახალგაზრდა ინგლისელმა ანგარიში გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა სტუმრებმა დამატებით დროში გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს. "ბარნსლი" მე-6 ადგილზე იმყოფება, პლეი-ოფში გასასვლელად კი უკანასკნელ ტურში, პირველ ადგილოსანი "უიგანის" დამარცხება მართებს, რომელმაც ჩემპიონშიპის საგზური უკვე მოიპოვა.

ვიდეოები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
5 მაი 2016 01:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
და მერე ლუის დააბრალებენ, ახალგაზრდებს შანსს აძლევსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: snatch77
5 მაი 2016 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
უილსონ hi2
0
№13
ავტორი: stepno
5 მაი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კი აშკარად იმსახურებს უოლსონი შანს
0
№14
ავტორი: de gea1
9 მაი 2016 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
როცა გუნდი აწყობილია მაშინ უნდა გყავდეს ესეთი ახალგაზრდები და არა მაშინ როცა გუნდს აწყობ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top