"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდებმა, ეშლი ფლეთჩერმა და ჯეიმს უილსონმა, რომლებიც არენდით "ბარნსლისა" და "ბრაიტონში" ასპარეზობენ, უკანასკნელ მატჩში გოლების გატანა მოახერხეს.
უილსონი "ბრაიტონსა" და "დერბის" შორის დაპირისპირებისას, მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და დამატებით მე-5 წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1). ახლა, "ბრაიტონს" "ბარნლის" მსგავსად მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაზე ასპარეზობისთვის, მხოლოდ სეზონის ბოლო მატჩში, "მიდლსბროს" წინააღმდეგ გამარჯვება მართებს.
რაც შეეხება, ეშლი ფლეთჩერს, რომელიც "ბარნსლიში" ასპარეზობს, "კოლჩესტერის" წინააღმდეგ დაპირისპირებაში, მან დუბლი გაიფორმა. 57-ე წუთზე ახალგაზრდა ინგლისელმა ანგარიში გაათანაბრა, მე-80 წუთზე კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა სტუმრებმა დამატებით დროში გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს. "ბარნსლი" მე-6 ადგილზე იმყოფება, პლეი-ოფში გასასვლელად კი უკანასკნელ ტურში, პირველ ადგილოსანი "უიგანის" დამარცხება მართებს, რომელმაც ჩემპიონშიპის საგზური უკვე მოიპოვა.