თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2481,
კომენტარები: 14
ვან გაალი: "ლესტერისთვის" უფრო ადვილია, ვიდრე "იუნაიტედისთვის"
ჰოლანდიელი ორი კლუბის შესაძლებლობებს ადარებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ მისთვის უფრო რთულია "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ფეხბურთელის შეძენა, ვიდრე კლაუდიო რანიერისთვის "ლესტერ სიტის" დონის მოთამაშის პოვნა.

ვან გაალი, რომელსაც "იუნაიტედში" შერეულად წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა აქვს, ამბობს, რომ მოლოდინი გაცილებით დიდია, როცა "იუნაიტედი" ინტერესდება ფეხბურთელით, ვიდრე მაშინ, როცა "ლესტერის" კალიბრის გუნდი ცდილობს ფეხბურთელის შეძენას.

ჰოლანდიელს "იუნაიტედზე" დაბალი დონის გუნდებით ტიტულის მოგების გამოცდილება უკვე აქვს- 2009 წელს მან "აზ ალკმაარით" ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო.

მისი გამოცდილების საფუძველზე კი ამბობს, რომ დაბალი დონის გუნდებში უფრო უადვილდებოდა ფეხბურთელის შეძენა, ვიდრე "იუნაიტედში", სადაც 200 მლნ. ფუნტზე მეტი დახარჯა.

"აზ-ს" და "ლესტერის" მსგავს კლუბებს ფეხბურთელის შეძენა უფრო უადვილდებათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბისთვის კი ამის გაკეთება გაცილებით რთულია.

უფრო მეტი უნდა გადაიხადო, უნდა მისცე თანხა სკაუტებსაც და მერე თავის მხრივ ფეხბურთელსაც.

ფეხბურთელის შეძენაზე უფრო მეტი ზეწოლა ხდება, ხოლო ფეხბურთელისთვის, რომელმაც კარგად უნდა ითამაშოს, შედარებით ნაკლები ზეწოლაა. ასე რომ, ეს დიდ სხვაობას გვაძლევს.

თუმცა "ლესტერ სიტისა" და "აზ-სგან" ფანტასტიკურია დიდი კლუბების დამარცხება.

რანიერისა და მისი ფეხბურთელების მოქმედება ფანტასტიკურია, რადგან ვალდებულები არ არიან, რომ ყველა თამაში მოიგონ, თუმცა იგებენ.

მჯერა, წლის ბოლოს ჩემპიონები გახდებიან",
- განაცხადა ვან გაალმა.

მაგრამ ვან გაალი არ აპირებს რანიერის შეგირდებისთვის "ოლდ ტრაფორდზე" ზეიმის მოწყობას.

"ჯერ კიდევ პირველ ხუთეულში ვართ, შარშან პირველ ოთხეულში ვიყავით, ასე რომ, განსხვავება ქულებშია და ჩემი აზრით, "ჩელსისგან" დიდად არ განსხვავდება.

ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის საკითხი დგას. მეოთხე ადგილი კარგია, მესამე ადგილზე გასვლა მიზნის მიღწევას უკვე ნიშნავს. მაგრამ ფინალიც გვაქვს, რაც დამატებითი მატჩია.

არა მგონია, თქვათ, რომ მაღალ დონეზე ვერ ვთამაშობდით. მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩები გვქონდა და ასევე ფანტასტიკური მატჩებიც, მაგრამ ცუდებიც იყო, რა თქმა უნდა.

ვფიქრობ, ყველა გუნდმა ითამაშა ცუდი მატჩი, "ლესტერმაც" ასევე, მაგრამ მათ მოიგეს ეს ცუდი მატჩი".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
1 მაი 2016 13:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სადღაც წავიკითხე, ვენგერს უნდოდა მარეხის ყიდვა მაგრამ ნახევარ მილიონიანი ფეხბურთელი გულშემატკივრებს ვერ აკადრაო და მაგიტომ არ მიიყვანაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: gela-manchesteri
1 მაი 2016 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ეს კაცი ყ ლის შვილია მაგარი და ეს თუ დატოვეს ახალი სეზონიდან მე ცავალ გუნდიდან ვაბშე არც მანჩეს ფანი ვიქნები და არც ფუდბოლის
0
№13
ავტორი: hemi
1 მაი 2016 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
არა მგონია, თქვათ, რომ მაღალ დონეზე ვერ ვთამაშობდით. მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩები გვქონდა და ასევე ფანტასტიკური მატჩებიც, მაგრამ ცუდებიც იყო, რა თქმა უნდა.

კაი ერთი ფანტასტიკური მატჩი კი არა ამ ორ სეზონში რო არ დამეძინა ისეთი მარტო 3-4 თამაში იყო
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 20:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რას ლაპარაკობს თვითონაც არიცის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top