ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ მისთვის უფრო რთულია "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის ფეხბურთელის შეძენა, ვიდრე კლაუდიო რანიერისთვის "ლესტერ სიტის" დონის მოთამაშის პოვნა.
ვან გაალი, რომელსაც "იუნაიტედში" შერეულად წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა აქვს, ამბობს, რომ მოლოდინი გაცილებით დიდია, როცა "იუნაიტედი" ინტერესდება ფეხბურთელით, ვიდრე მაშინ, როცა "ლესტერის" კალიბრის გუნდი ცდილობს ფეხბურთელის შეძენას.
ჰოლანდიელს "იუნაიტედზე" დაბალი დონის გუნდებით ტიტულის მოგების გამოცდილება უკვე აქვს- 2009 წელს მან "აზ ალკმაარით" ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო.
მისი გამოცდილების საფუძველზე კი ამბობს, რომ დაბალი დონის გუნდებში უფრო უადვილდებოდა ფეხბურთელის შეძენა, ვიდრე "იუნაიტედში", სადაც 200 მლნ. ფუნტზე მეტი დახარჯა.
"აზ-ს" და "ლესტერის" მსგავს კლუბებს ფეხბურთელის შეძენა უფრო უადვილდებათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბისთვის კი ამის გაკეთება გაცილებით რთულია.
უფრო მეტი უნდა გადაიხადო, უნდა მისცე თანხა სკაუტებსაც და მერე თავის მხრივ ფეხბურთელსაც.
ფეხბურთელის შეძენაზე უფრო მეტი ზეწოლა ხდება, ხოლო ფეხბურთელისთვის, რომელმაც კარგად უნდა ითამაშოს, შედარებით ნაკლები ზეწოლაა. ასე რომ, ეს დიდ სხვაობას გვაძლევს.
თუმცა "ლესტერ სიტისა" და "აზ-სგან" ფანტასტიკურია დიდი კლუბების დამარცხება.
რანიერისა და მისი ფეხბურთელების მოქმედება ფანტასტიკურია, რადგან ვალდებულები არ არიან, რომ ყველა თამაში მოიგონ, თუმცა იგებენ.
მჯერა, წლის ბოლოს ჩემპიონები გახდებიან", - განაცხადა ვან გაალმა.
მაგრამ ვან გაალი არ აპირებს რანიერის შეგირდებისთვის "ოლდ ტრაფორდზე" ზეიმის მოწყობას.
"ჯერ კიდევ პირველ ხუთეულში ვართ, შარშან პირველ ოთხეულში ვიყავით, ასე რომ, განსხვავება ქულებშია და ჩემი აზრით, "ჩელსისგან" დიდად არ განსხვავდება.
ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის საკითხი დგას. მეოთხე ადგილი კარგია, მესამე ადგილზე გასვლა მიზნის მიღწევას უკვე ნიშნავს. მაგრამ ფინალიც გვაქვს, რაც დამატებითი მატჩია.
არა მგონია, თქვათ, რომ მაღალ დონეზე ვერ ვთამაშობდით. მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩები გვქონდა და ასევე ფანტასტიკური მატჩებიც, მაგრამ ცუდებიც იყო, რა თქმა უნდა.
ვფიქრობ, ყველა გუნდმა ითამაშა ცუდი მატჩი, "ლესტერმაც" ასევე, მაგრამ მათ მოიგეს ეს ცუდი მატჩი".