თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2016, 19:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2501,
კომენტარები: 17
ვან გაალი: "ფეხბურთელებს მცირე ტიტულებრივი გამოცდილება აქვთ"
ლუი ვან გაალის მორიგი შეცდომა თუ შეგირდების დაუფასებელი შრომა.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ მის ფეხბურთელებს მცირე ტიტულებრივი გამოცდილება აქვთ.

"ლესტერ სიტისთან" მატჩის წინ ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონებით დაკომპლექტებული არ არის.

ვან გაალმა აღნიშნა, რომ დე ხეა - რომელმაც ტიტული 2012/13 წლებში მოიგო - არასდროს ყოფილა ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო ხუთ-გზის ჩემპიონების, უეინ რუნისა და მაიკლ კერიკის მედლების რაოდენობა შეამცირა.

"ფეხბურთელები, რომლებიც ახლა თამაშობენ, ჩემპიონები არ არიან. არა მგონია, მატეო დარმიანი ან დავიდ დე ხეა ოდესმე ჩემპიონი გამხდარიყო, ასე რომ, არ ვეთანხმები შეკითხვას, რომელსაც მისვამთ.

მემფის დეპაი პსვ-ში გასულ წელს გახდა ჩემპიონი, ასე რომ, არც ისე ბევრია... რუნი, კერიკი, ისინი ერთხელ იყვნენ ჩემპიონები ან შეიძლება მეტჯერაც.

მაგრამ ყოველთვის უნდა გადახედო სიტუაციას, თუ სად იმყოფება კლუბი და როცა ამას შეხედავ, ჩანს, რომ გარდაქმნის პერიოდში ვართ. როცა მწვრთნელად მნიშნავდნენ, სწორედ ამაზე ვთანხმდებოდით",
- განაცხადა ვან გაალმა.

ლუიმ აღნიშნა ასაკობრივი ზღვარიც, რომელიც მას კლუბის ჩაბარებისას ერგო და ცხადყო, რომ მაშინ რეორგანიზაცია გარდაუვალი იყო.

"როცა მოვედი, ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი გვყავდა 32-33 წელს გადაცილებული, ასეთ დროს კი არჩევანი და სხვა მოთამაშეების ყიდვა გიხდება, სელექციაში კი ბევრი ახალი ფეხბურთელი არ იყო.

ასე რომ, ეს გარდაქმნის პროცესია და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ვიბრძვით, გარდა ამისა, ინგლისის თასზე ჯერ კიდევ ვთამაშობთ, ასე რომ, რაღაცისთვის ვიბრძვით და ასეც უნდა მოვიქცეთ, იმედი მაქვს, "ლესტერს" დავამარცხებთ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri
1 მაი 2016 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: RojoDiablo
როცა მოვიდა, ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ ისტორიას კარგად იცნობდა. ამას კიდე ისიც არ სცოდნია, დე ხეა როდიდან გვყავს გუნდში.

მაგარი ყ ლე კაცაა ძმაო ეს
0
№12
ავტორი: Mike
1 მაი 2016 01:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ციტატა: General

+1
მოიესიც ეგრე არ იყო? ამის დონემდე ვერა, თუმცა ყველა პატივს სცემდა, ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა აქ რო წამოვიდა

არა ანუ იმას ვიძახი, რომ მოიესი არ იყო ძმაო ესეთი მასხარა და კლოუნი რა, ძაან სუსტი იყო მარა ესეთი არაადეკვატური არ იყო. სასწაულ რაღაცეებს იძახის და + წარმოდგენა არ ქონია არაფერზე რორც გაირკვა
0
№13
ავტორი: shotkin
1 მაი 2016 02:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Mike
ციტატა: General

+1
მოიესიც ეგრე არ იყო? ამის დონემდე ვერა, თუმცა ყველა პატივს სცემდა, ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა აქ რო წამოვიდა

არა ანუ იმას ვიძახი, რომ მოიესი არ იყო ძმაო ესეთი მასხარა და კლოუნი რა, ძაან სუსტი იყო მარა ესეთი არაადეკვატური არ იყო. სასწაულ რაღაცეებს იძახის და + წარმოდგენა არ ქონია არაფერზე რორც გაირკვა



გეთანხმებით და მოიესი რო დარჩენილიყო აქამდე შეიძლება რაღაცა ექნა და გუნდი შეეკრა ცუდი ტრენერი არიყო უბრალოდ ამხელა კალიბრის გუნდს ვერ აუღო ალღო 1 სეზონში ))) ამის ფონზე მიკვირს იმას რატო არაცალეს !!
0
№14
ავტორი: PLANeta
1 მაი 2016 12:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
რუნისთან და კერიკთან მაინც რა გინდა derpwhy
0
№15
ავტორი: Best 7
1 მაი 2016 12:47
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Van Gaal out!
0
№16
ავტორი: GeorgeBest
1 მაი 2016 13:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს სადაც იყო თითქმის ყველგან ესეტი სახელი დატოვა
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
2 მაი 2016 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რეებს ლაპარაკობს სულ გაგიჟდა :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top