"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ მის ფეხბურთელებს მცირე ტიტულებრივი გამოცდილება აქვთ.
"ლესტერ სიტისთან" მატჩის წინ ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონებით დაკომპლექტებული არ არის.
ვან გაალმა აღნიშნა, რომ დე ხეა - რომელმაც ტიტული 2012/13 წლებში მოიგო - არასდროს ყოფილა ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო ხუთ-გზის ჩემპიონების, უეინ რუნისა და მაიკლ კერიკის მედლების რაოდენობა შეამცირა. "ფეხბურთელები, რომლებიც ახლა თამაშობენ, ჩემპიონები არ არიან. არა მგონია, მატეო დარმიანი ან დავიდ დე ხეა ოდესმე ჩემპიონი გამხდარიყო, ასე რომ, არ ვეთანხმები შეკითხვას, რომელსაც მისვამთ.
მემფის დეპაი პსვ-ში გასულ წელს გახდა ჩემპიონი, ასე რომ, არც ისე ბევრია... რუნი, კერიკი, ისინი ერთხელ იყვნენ ჩემპიონები ან შეიძლება მეტჯერაც.
მაგრამ ყოველთვის უნდა გადახედო სიტუაციას, თუ სად იმყოფება კლუბი და როცა ამას შეხედავ, ჩანს, რომ გარდაქმნის პერიოდში ვართ. როცა მწვრთნელად მნიშნავდნენ, სწორედ ამაზე ვთანხმდებოდით", - განაცხადა ვან გაალმა.
ლუიმ აღნიშნა ასაკობრივი ზღვარიც, რომელიც მას კლუბის ჩაბარებისას ერგო და ცხადყო, რომ მაშინ რეორგანიზაცია გარდაუვალი იყო. "როცა მოვედი, ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი გვყავდა 32-33 წელს გადაცილებული, ასეთ დროს კი არჩევანი და სხვა მოთამაშეების ყიდვა გიხდება, სელექციაში კი ბევრი ახალი ფეხბურთელი არ იყო.
ასე რომ, ეს გარდაქმნის პროცესია და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ვიბრძვით, გარდა ამისა, ინგლისის თასზე ჯერ კიდევ ვთამაშობთ, ასე რომ, რაღაცისთვის ვიბრძვით და ასეც უნდა მოვიქცეთ, იმედი მაქვს, "ლესტერს" დავამარცხებთ".