თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 14:51
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2422,
კომენტარები: 17
თასის ფინალისთვის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია
ინგლისის თასის ფინალურ შეხვედრას გამოცდილი და ავტორიტეტული არბიტრი განსჯის.
თასის ფინალისთვის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია
ინგლისის თასის ფინალს, რომელიც 21 მაისს "უემბლის" სტადიონზე გაიმართება და ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "კრისტალ პალასი" დაუპირისპირდება, მარკ კლატენბურგი განსჯის. ეს ინფორმაცია ინგლისის მსაჯთა კომიტეტის თავჯდმომარემ, კეიტ ჰაკეტმა გაასაჯაროვა:

"ყველა არბიტრი არ არის მზად ასეთი მატჩებისთვის.

სტატისტიკით, ის არბიტრები, რომლებიც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებენ და ნაკლებ პრობლემას წარმოშობენ, საუკეთესოები არიან. ასეთები არიან: კლატენბურგი, დინი, ტეილორი და ოლივერი, დანარჩენები კი არასტაბილურები არიან და არასანდოები ასეთი რანგის მატჩებისთვის."


კომენტარი თავად მარკ კლატენბურგმაც გააკეთა:

"ნამდვილად არ ველოდი. ჩვეულებრივ ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ ხოლმე, როდესაც დადგინდება ამა თუ იმ მატჩის არბიტრის ვინაობა, ამჯერად კი ინგლისის ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკეს და მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა.

ვფიქრობ, ყველა არბიტრი, რომელსაც ჯერ კიდევ არ უმსაჯია ინგლისის თასის ფინალი, ყოველ სეზონში მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაიმსახუროს "უემბლიზე" მატჩის განსჯის უფლება.

სეზონის სტარტზე ჩემი ამოცანა სწორედ იქ მოხვედრა იყო და ძალიან გახარებული ვარ, ეს უდავოდ დიდი პატივი და მიღწევაა."


მიმდინარე სეზონში მარკ კლატენბურგმა "იუნაიტედის" 4 შეხვედრა განსაჯა, მათგან 2 ფრედ დასრულდა ხოლო 2-ში "წითლებმა იმარჯვეს.

ასევე ცნობილია ვინ იქნებიან მისი ასისტენტები: ჯონ ბრუქსი, ენდრიუ ჰალიდეი და მეოთხე არბიტრი ნეილ სუარბრიკი.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
28 აპრილი 2016 19:57
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არ გვანერვიულებს, იმედია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: Esi
28 აპრილი 2016 20:43
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ჩვენიანია love
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
28 აპრილი 2016 20:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია კარგად იმსაჯოს
0
№14
ავტორი: stepno
28 აპრილი 2016 22:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Chventvis kai fexiaq amas
0
№15
ავტორი: LASHQARA
29 აპრილი 2016 03:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ესმევასება მაგრამ ჰოვარდ ვები მევასება მაგრად love
0
№16
ავტორი: AkkRed
29 აპრილი 2016 11:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარკს უყვარს მანჩესტერი და მანჩესტერსაც თავის მხრივ უყვარს მარკი, ასე რომ კრისტალი აქ ზედმეტია
0
№17
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 10:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ეგ თასი მოვიგოთ და რას დავეძებ wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top