თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2088,
კომენტარები: 20
დავიდსი: "იუნაიტედს" გაუმართლა, რომ ვან გაალი ჰყავს"
ედგარ დავიდსი თანამემამულეს იცავს.
დავიდსი:
"აიაქსისა" და "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარცმველი, ედგარ დავიდსი ლუი ვან გაალის დამცველთა ბანაკს შეუერთდა და განაცხადა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ზედგამოჭრილი ადამიანია.

"მე ვთვლი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ნამდვილი ღვთის წყალობაა ისეთი მწვრთნელის ყოლა, როგორიც ლუი ვან გაალია. მასთან ერთად მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა, რამეთუ ზუსტ მითითებებს გაძლევს და მისი ხელმძღვანელობით ფეხბურთელი ყოველთვის იზრდება და ვითარდება.

ვიცი, რომ ვან გაალს კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი დარჩა, მაგრამ ამ სეზონში ჯერ კიდევ აქვს ინგლისის თასის მოგების შანსი. ამასთან ერთად, ახალგაზრდებთან შესანიშნავად მუშაობს. ტომას მიულერის შესახებ ვან გაალის გამოჩენამდე არასდროს მსმენოდა, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგივე ხდება "მანჩესტერ იუნაიტედშიც". გასულ სეზონში ვინმემ რამე იცოდა მარკუს რეშფორდის შესახებ?

როცა ვან გაალი "იუნაიტედს" დატოვებს, ახალ მწვრთნელს მყარ ფუნდამენტს დაუტოვებს, როგორც ამას სხვა კლუბებში აკეთებდა",
- განაცხადა დავიდსმა M.E.N.-თან ინტერვიუში.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Roma14
29 აპრილი 2016 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მეც მგონია რო ვან გალიი კიდე ერთი წელი უნდა დარჩეს და შემდეგ გიგზი. არამგონია გიგზე უკეთ ვინმე იცნობდეს უნაიტედს. კარგით რა ზიდანს ანდეს რეალი და გიგზს უნაიტედში შანსი არ უნდა მისცენ?
0
№12
ავტორი: ikeoni
29 აპრილი 2016 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ვნახოთ რა იქნებაა
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აპრილი 2016 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს კარგად მობერებულა უკვე wink
0
№14
ავტორი: de gea1
29 აპრილი 2016 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
ეს სულ გამოYლევდა
0
№15
ავტორი: lefty
29 აპრილი 2016 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ციტატა: Roma14
მეც მგონია რო ვან გალიი კიდე ერთი წელი უნდა დარჩეს და შემდეგ გიგზი. არამგონია გიგზე უკეთ ვინმე იცნობდეს უნაიტედს. კარგით რა ზიდანს ანდეს რეალი და გიგზს უნაიტედში შანსი არ უნდა მისცენ?

+1
0
№16
ავტორი: GeorgeBest
29 აპრილი 2016 23:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ მევასებოდა არადა love
0
№17
ავტორი: RojoDiablo
30 აპრილი 2016 01:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ადრე მეც ვიცავდი, მაგრამ ახლა შევიცვალე პოზიცია. არ მომწონს ამის მიდგომა საქმესთან და რა ვქნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: JuanMata
30 აპრილი 2016 02:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: scholes
ვანგაალი<მოურინიო
მოურინიო პორტუ ჩელსი ინტერი რეალი
ვანგაალი აიაქსი ალკმაარი ბარსელონა ბაიერნი ჰოლანდიის ნაკრები მანჩესტერი ვანგაალი < მოურინიო
გაშლილი ფუტბოლი < ავტობუსი

გამოცდილება<
სანახობრივობა<სხვარკა
ჯენლტმენი<ყველაფრის მკადრებელი
მარსიალის მყიდველი <დიეგო კოსტას მყიდველი და დიდი გულშემატკივარი
მოურინიო უკულტურო ყველაფრის მკადრებელი ტრადიციების მქონე ადამიანი და ეგეთ კლუბის მწვრთნელი

ვანგაალის ნიშა ათეულობით მსოფლიო დონის ბავშვების აღმოჩენა მოურინიოს ნიშა ავტობუსია


1) შეიძლება 4 გუნდი ჰყავდა მოურინიოს, მაგრამ ამ ოთხ გუნდში ორი ლიგა დადო (თან პორტუთი და ინტერით) და ოთხივე ქვეყანის ჩემპიონი გახდა.
2) გაშლილ ფუტბოლს რას ეძახი? ნახევარი საათი რომ აგორავებენ ბურთს დაცვიდან ნახევარდაცვაში, მერე მეკარე.
ამის სანახაობრივი თამაში არც მანჩესტერში მინახავს და არც ჰოლანდიის ნაკრებში, ჰოლანდიის ნაკრებს რობენი ათრევდა, ახლა მანჩესტერს მარსიალი ათრევს, მწვრთნელის გავლენას გუნდზე ვერ ვხედავ, მოურინიოს სანახაობრივი და სწრაფი, შემტევი თამაში მინახავს.
3) რაც შეეხება მარსიალს და რეშფორდს, კიბატონო ორივე მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ რეალურად შეხედე, მარსიალი იყიდა ბოლო წამებზე უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და რეშფორდი იმიტომ ათამაშა, რომ სხვა თავდამსხმელი აღარ იყო გუნდში. დიეგო კოსტას ყიდვის შანსი, რომ ჰქონოდა, რეშფორდის სახელიც არ გვეცოდინებოდა.

გადაავლეთ თვალი რამდენი გოლი აქვს მოურინიოს გუნდებს წლის ბოლოს გატანილი და რამდენი აქვს მანჩესტერს ბოლო ორ წელიწადში.

მოურინიო ავტობუსს თუ აყენებს აყენებს ბარსელონასთან და ბაიერნთან, რომელთან თამაში ბევრად შედეგიანია კონტრშეტევებით.


შეიძლება მაურინიოს კლოპი მერჩივნა, მაგრამ ვან გაალის სვარკა თამაშის ყურება, მაგისი წუწუნის და უაზრო გამართლებების მოსმენა, ჩემპიონშიპის გუნდებთან წაგების მერე უკვე ყელშია, მესამე წელს გგონიათ რამე განსხვავებული იქნება? სხვა გუნდები გაძლიერდებიან და მაჩესტერი ჩავა მე-10 ადგილზე.

ვან გაალს დაჟე მოიესი ჯობდა. ღირსეულად იბრძოლა ლიგაზე და შანსიც გვქონდა ბაიერნთან. ეს ცსკა-თან ფრის სათამაშოდ ჩავიდა.

მაურინიომაც შეიძლება ვერაფერი უშველოს გუნდს (ვან გაალს მაინც აჯობებს), ამ კაცის ყურება აღარ შეიძლება. მატყუარაა, ამპარტავანი კვერცხია, კრიტიკას ვერ იტანს და არასდროს შეცდომას არ აღიარებს, მაგის გარდა ყველაფრის ბრალია გუნდის ჩავარდნა.
0
№19
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 10:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
რეალურად რომ ვუყუროთ ვან გაალს ტრამვების გამო მოუწია იმ ახალგაზრდების აღმოჩენა თორემ რუნის რომ ტრამვა არ მიეღო სულ არ გვეცოდინებოდა რაშფორდი ... ან შოუს რო ტრამვა არ მიეღო სულ არ გვეცოდინებოდა ფოსუ მენსა ... და ვაი რომ ვიცით ვინაა ლინგარდი !! sad ერთი გოლი გაუვარდა და მარჯვენა ფლანგს არ მოაცილა ტიპმა
0
№20
ავტორი: stepno
30 აპრილი 2016 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ედგარ გენძრევინება შენ მგონიი ეხლა derpstare
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top