"აიაქსისა" და "იუვენტუსის" ყოფილი ნახევარცმველი, ედგარ დავიდსი ლუი ვან გაალის დამცველთა ბანაკს შეუერთდა და განაცხადა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ზედგამოჭრილი ადამიანია. "მე ვთვლი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ნამდვილი ღვთის წყალობაა ისეთი მწვრთნელის ყოლა, როგორიც ლუი ვან გაალია. მასთან ერთად მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა, რამეთუ ზუსტ მითითებებს გაძლევს და მისი ხელმძღვანელობით ფეხბურთელი ყოველთვის იზრდება და ვითარდება.
ვიცი, რომ ვან გაალს კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი დარჩა, მაგრამ ამ სეზონში ჯერ კიდევ აქვს ინგლისის თასის მოგების შანსი. ამასთან ერთად, ახალგაზრდებთან შესანიშნავად მუშაობს. ტომას მიულერის შესახებ ვან გაალის გამოჩენამდე არასდროს მსმენოდა, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგივე ხდება "მანჩესტერ იუნაიტედშიც". გასულ სეზონში ვინმემ რამე იცოდა მარკუს რეშფორდის შესახებ?
როცა ვან გაალი "იუნაიტედს" დატოვებს, ახალ მწვრთნელს მყარ ფუნდამენტს დაუტოვებს, როგორც ამას სხვა კლუბებში აკეთებდა", - განაცხადა დავიდსმა M.E.N.-თან ინტერვიუში.