თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 16:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2677,
კომენტარები: 17
ფინალისტების სათამაშო ფორმა
ისტორია მეორდება.
ფინალისტების სათამაშო ფორმა
"მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში საგარეო მაისურს მოირგებს.

"იუნაიტედის" 28 ათასი გულშემატკივარი აღმოსავლეთ ტრიბუნიდან ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად უგულშემატკივრებს საყვარელ გუნდს ტურნირის ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართება.

"წითელი ეშმაკები" "კრისტალ პალასს" 26 წლის წინაც შეხვდნენ ინგლისის თასის ფინალში და "იუნაიტედს" მაშინაც თეთრი ფორმა ეცვა. 1990 წელს გამართული შეხვედრა დამატებითი დროის ჩათვლით 3-3 დასრულდა. 113-ე წუთზე მარკ ჰიუზის მიერ გატანილი გოლით "იუნაიტედმა" გადათამაშების უფლება მოიპოვა.

"წითლები" "უემბლიზე" 5 დღის შემდეგ დაბრუნდნენ და გადათამაშებაში 1-0 გაიმარჯვეს. ლი მარტინის გოლმა სერ ალექს ფერგიუსონს "იუნაიტედში" პირველი ტიტული მოუპოვა.

ფინალისტების სათამაშო ფორმა


"იუნაიტედს" სულ შვიდ ფინალში მოურგია თეთრი მაისური. პირველად ეს 1909 წელს მოხდა ინგლისის თასის მატჩში, რომელიც "წითლების" გამარჯვებით დასრულდა, 1957 წელს კი სერ მეტ ბასბის გუნდი იმავე მაისურით "ასტონ ვილასთან" დამარცხდა. 1983 წელს "იუნაიტედი" "მილქ ქაპის" ფინალში "ლივერპულს" შეხვდა და ასევე წააგო.

1991 წელს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი თასების მფლობელთა თასის ფინალში "ბარსელონას" როტერდამში დაუპირისპირდა თეთრი მაისურით და 2-1 იმარჯვა, მაგრამ 2009 და 2011 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში სწორედ კატალონიელთა წინააღმდეგ დამარცხდა 2-0 და 3-1 შესაბამისად.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
28 აპრილი 2016 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ჰუმელსი ბაიერნში გადავიდა?
0
№12
ავტორი: GeorgeBest
28 აპრილი 2016 22:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ არ მევასება თეთრი ფორმით თამაში
თარსია იმენა areyoukiddingme

ციტატა: Malboro463
ჰუმელსი ბაიერნში გადავიდა?

კი
0
№13
ავტორი: RojoDiablo
28 აპრილი 2016 23:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: hemi
moica tasis pinalshi gadatamashebac mosula? penalebi da tema ara?

ადრე იყო ეგ წესი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Devil
29 აპრილი 2016 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ეს თასი მაინც უნდა მოვიგოთ, რაგაცა მაინც მოვიგოთ lol ისე მანჩესტერს ფინალში არ უმართლებს ხოლმე . მანჩესტერი ვაკო ქაზაიშვილით ინტერესდებაო გაიგეთ ?
0
№15
ავტორი: hemi
29 აპრილი 2016 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: hemi
moica tasis pinalshi gadatamashebac mosula? penalebi da tema ara?

ადრე იყო ეგ წესი

აჰა გასაგებია მადლობა
0
№16
ავტორი: Barcelona_Fun
29 აპრილი 2016 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
2009 და 2011 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში სწორედ კატალონიელთა წინააღმდეგ დამარცხდა 2-0 და 3-1 შესაბამისად.

love
0
№17
ავტორი: Memphis_Depay
30 აპრილი 2016 10:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
დამთხვევაა თუ არა ვან გაალი უნდა წავიდეს !!! angry
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top