თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2422,
კომენტარები: 16
ფელაინი: "მეორე ფინალის მოგების იმედი მაქვს"
მარუან ფელაინი ფინალში მეორედ ითამაშებს.
ფელაინი:
მარუან ფელაინი მოუთმენლად ელის ინგლისის თასის ფინალში თამაშს და 2009 წელს დამარცხების გამარჯვებაში გარდასახვას.

ბელგიელმა ნახევარმცველმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში ანგარიში გახსნა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი "წითლებმა" ენტონი მარსიალის გოლით გამარჯვება მოიპოვეს.

ფელაინიმ ტურნირის ფინალში 2009 წელსაც ითამაშა, მაგრამ "ევერტონის" რიგებში "ჩელსის" წინააღმდეგ დამარცხდა.

"ინგლისში გატარებულ პირველ სეზონში ფინალში "ჩელსის" წინააღმდეგ ვითამაშე და წავაგე. იმედი მაქვს, ამ სეზონში მოვიგებ. რა თქმა უნდა, ყველა მოუთმენლად ელის ამას, მაგრამ ახლა ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ. ოთხეულში დასრულება გვინდა და ფინალსაც მოუთმენლად ველით.

გაგვიჭირდა, მაგრამ გუნდის სულისკვეთება დიდებული იყო და ამ მატჩის მოგება დავიმსახურეთ. როცა დიდ მატჩში თამაშობ, დიდი მოტივაცია გაქვს და ფინალშიც მოტივირებულნი უნდა ვიყოთ. "ევერტონს" დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ასე რომ, 25 წუთის განმავლობაში ზეწოლას ახდენდნენ და გაგვიჭირდა. მაგრამ ბევრი შანსი შევქმენით მეორე ტაიმშიც, ამიტომაც დავიმსახურეთ გამარჯვება".


მარსიალმა არა მარტო გამარჯვების გოლი გაიტანა, არამედ საგოლე გადაცემაც გააკეთა პირველი გოლის წინ.

"დიდებული პასი იყო. კარგად ითამაშა. ბოლო წუთებში კი ბრწყინვალე შესრულება იყო, ასე რომ, ვულოცავ."

ფელაინის მეორე გოლის გატანაში მხოლოდ ფილ იაგიელკას ხელმა შეუშალა ხელი, მაგრამ ბელგიელი მსაჯს არ ადანაშაულებს.

"ასე თქვეს და გასახდელ ოთახშიც გავიგონე, რომ პენალტს ვიმსახურებდით. ალბათ, მსაჯს არ უნახავს, თანაც, ეს ხომ ფეხბურთია."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
25 აპრილი 2016 11:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
პენალტი იყო მარა იმას მსაჯი ვერ დაინახავდა, თავის ტავს დააბრალოს ნახევარი მეტრიდან ერთი საათი რო მოუნდა დატყმას
0
№12
ავტორი: temo-scholes
25 აპრილი 2016 12:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: MEMPHIS 7
tmebi sheicheri buchqivit tavi ro gaw iqneb meti swrafad irbino mereee

კარგი იყო...:) wink
0
№13
ავტორი: ikeoni
25 აპრილი 2016 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11520
მაგარ კაცაა love
0
№14
ავტორი: Memphis_Depay
25 აპრილი 2016 16:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
იმედია შევძლებთ ამ თასის მოგებას და ფელაინი ჩემი აზრით მაინც გასაშვებია !!!
0
№15
ავტორი: Barcelona_Fun
25 აპრილი 2016 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
რა მოგწონთ ამ ფელაინში ვერ გავიგე, ერთი სიმაღლე აქვს დანარჩენი? გუნდში შნეიდერლინი, მატა, ერერა, შვაინშტაიგერი გყავდეს და ფელაინი ათამაშო? უცნაურია.
0
№16
ავტორი: stepno
25 აპრილი 2016 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედიაა კარგად ითამაშებ ფინალშიც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top