თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3016,
კომენტარები: 16
ვან გაალის ინტერვიუ MUTV-სთან
ლუი ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალის ინტერვიუ  MUTV-სთან
ლუი ვან გაალმა ინგლისის თასზე "ევერტონის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასა და BBC-ს ინტერვიუ მისცა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

შთაბეჭდილებები მატჩიდან

ფანტასტიკურია ფეხბურთელების თვალებში ამ სიამოვნების დანახვა. გულშემატკივრებშიც, რადგან ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და უფრო მეტი მომენტი გვქონდა- მატჩის დასრულება გაცილებით ადრე შეგვეძლო. ნეიტრალური გულშემატკივრისათვის ამაღელვებელი მატჩი იყო და გაგვიმართლა, რომ ბოლო წუთზე გავიტანეთ, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ. სმოლინგს ვუთხარი, რომ იღბლიანი ბიჭია, რადგანაც ახლა გაღიმების უფლება გვაქვს! ძალიან კარგად ითამაშა. ორივე გუნდმა გამარჯვების დიდი სურვილი აჩვენა, ასე რომ, ბედნიერი ვარ იმით, რომ გამარჯვებული ჩვენ აღმოვჩნდით.

ნახევარფინალის ზეწოლა

ვფიქრობ, "ევერტონიც" განიცდიდა ზეწოლას. ჩემი აზრით, ხვალ სხვა ნახევარფინალს იხილავთ, ზეწოლა ყველა ფეხბურთელზე ხდება, რადგან ყველას სურს ფინალში გასვლა, ასე რომ, ჩემს თვალში ეს ყოველთვის ერთი და იგივეა. არაფრით განსვავებული.

გამარჯვების გოლის ავტორ ენტონი მარსიალზე

პირველ ტაიმშიც შეეძლო გატანა, როცა იმავე სიტუაციაში იმყოფებოდა და შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაბალ კუთხეში დაერტყა- და ასეც მოიქცა! ფანტასტიკური შესრულება იყო. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტს შეძლებს, რადგან ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვხედავ, რაც უნდა გააუმჯობესოს და შეუძლია, გააუმჯობესოს. მხოლოდ ვარჯიშითა და თამაშით გაუმჯობესდები. ასევე, როცა უმაღლეს დონეზე თამაშობ, გაუმჯობესდები. როცა ასაკში ხარ, იცი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მერე გამოცდილებას იღებ და სიტუაციებში უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებ.

იქნება კოულის ან ნისტელროის მსგავსი?

არ ვფიქრობ, რომ თავდამსხმელია, უფრო ვინგერია, მაგრამ მომავალში შეიძლება. თუმცა მაინც არა მგონია- ნისტელროისგან და "იუნაიტედის" სხვა ფორვარდებისგან განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია.

გოლის ავტორ მარუან ფელაინიზე


ფელაინი არის ფეხბურთელი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც დაავალებ და ეს მომწონს. სტანდარტულ მდგომარეობებზე თავითაც კარგად თამაშობს - ჩვენთვის და წინააღმდეგაც - რადგანაც მცირე შემადგენლობა გვყავს და გვეხმარება.

დავიდ დე ხეას შესახებ

გუშინ პენალტებზე ვივარჯიშეთ. 20 პენალტი დავარტყით- სერხიო რომერომ ერთი მოიგერია, დავიდ დე ხეამ ნული. მაგრამ დღეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო!

დარჩება უეინ რუნი ნახევარდაცვაში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ითამაშებენ ჩემი ფეხბურთელები. ეს გასულ კვირასაც ავხსენი. ამჟამად ვფიქრობ, რომ მარკუს რეშფორდი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თავდამსხმელის პოზიციაზე და ახლა უეინი გუნდს ნახევარდაცვიდან უფრო დაეხმარება. დღეს დიდებული უეინი ვიხილე ნახევარდაცვაში. პირველი შემთხვევა არ არის, იქ რომ თამაშობს. გასულ წელსაც ითამაშა, მერე კი თქვენი კოლეგები ამბობდნენ, რომ თავდამსხმელად უნდა მეთამაშებინა. ეს არ გახსოვთ?

ინგლისის თასის ფინალის მნიშვნელობა

ძალიან მომწონს, რადგან როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი და შტაბის წევრი, ყველაფერს აკეთებ ტიტულის მოსაგებად, რომელთანაც ახლა ასე ახსოვს ვართ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Esi
24 აპრილი 2016 13:04
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ამ ახალგაზრდებს ახლა ეს თასი ჰაერივით სჭირდებათ შემდგომი განვითარებისთვის love მიზანთან ძალიან ახლოსაც არიან და იმედია მოიგებენ კიდეც...

შენ კიდევ ლუი, მაინც *უი ხარ laughing
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 აპრილი 2016 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ასე თუ ისე როხოსა და ლინგარდის გარდა ყველამ კარგად ითამაშა. ძალიან კარგი იყო ფელაინი, გოლის გარდა უკანაც კარგად იწევდა და მეორე სართულზეც კარგად თამაშობდა. ნუ დე ხეაზე და მარსიალზე რა უნდა თქვა, საუკეთესოები არიან love


ისე 7 ნომერი მარსიალს, რომ ჩაეცვა კარგი იქნებოდა, თუმცა იმისიც მჯერა, რომ ამ ნომერს მემფისი არ შეარცხვენს... winked
0
№13
ავტორი: Lee Sharpe
24 აპრილი 2016 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
როხოს და ლინგარდის გარდა ყველა კარგი იყო, ლინგარდი არაფრად ვარგა საერთოდ
0
№14
ავტორი: GeorgeBest
24 აპრილი 2016 14:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Lee Sharpe
როხოს და ლინგარდის გარდა ყველა კარგი იყო, ლინგარდი არაფრად ვარგა საერთოდ

+1

აქამდე მაგრად მინდოდა ცენტრალური თავდამსხმელი დაგვეთრია მარა რეშფორდი და მარსიალი ისე ათამაშდნენ აღარავინ მინდა. ცხრიანი მამანეტ არცერთი არაა, მაგრამ ამ გუნდში 4-3-3 ველი და ვხედავთ როცა მსგავსი ტიპის შემადგენლობაა როგორ თამაშობენ derphappycry
0
№15
ავტორი: Iunaitedi
24 აპრილი 2016 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
რუნი უნდა დარჩეს ნახევარმცველად. რუნი დაბრუნდა და ნახევარში მოგვარდა უმეტესწილად პრობლემა. რატომგაც soccerstandze 4-4-2 შემადგენლობა იყო და გამიხარდა და მართლაც რო დაიწყო თამაში 4-4-2ს გავდა. არვიცი ამ თასის მოგება და ოთხეულში შესვლა ლუის შეეხება კარგად თუ ცუდად winked
0
№16
ავტორი: stepno
24 აპრილი 2016 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Esi
ამ ახალგაზრდებს ახლა ეს თასი ჰაერივით სჭირდებათ შემდგომი განვითარებისთვის love მიზანთან ძალიან ახლოსაც არიან და იმედია მოიგებენ კიდეც...

შენ კიდევ ლუი, მაინც *უი ხარ laughing

foreveralonehappy
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top