ლუი ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ლუი ვან გაალმა ინგლისის თასზე "ევერტონის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასა და BBC-ს ინტერვიუ მისცა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
შთაბეჭდილებები მატჩიდანფანტასტიკურია ფეხბურთელების თვალებში ამ სიამოვნების დანახვა. გულშემატკივრებშიც, რადგან ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და უფრო მეტი მომენტი გვქონდა- მატჩის დასრულება გაცილებით ადრე შეგვეძლო. ნეიტრალური გულშემატკივრისათვის ამაღელვებელი მატჩი იყო და გაგვიმართლა, რომ ბოლო წუთზე გავიტანეთ, თუმცა გამარჯვება დავიმსახურეთ. სმოლინგს ვუთხარი, რომ იღბლიანი ბიჭია, რადგანაც ახლა გაღიმების უფლება გვაქვს! ძალიან კარგად ითამაშა. ორივე გუნდმა გამარჯვების დიდი სურვილი აჩვენა, ასე რომ, ბედნიერი ვარ იმით, რომ გამარჯვებული ჩვენ აღმოვჩნდით.
ნახევარფინალის ზეწოლავფიქრობ, "ევერტონიც" განიცდიდა ზეწოლას. ჩემი აზრით, ხვალ სხვა ნახევარფინალს იხილავთ, ზეწოლა ყველა ფეხბურთელზე ხდება, რადგან ყველას სურს ფინალში გასვლა, ასე რომ, ჩემს თვალში ეს ყოველთვის ერთი და იგივეა. არაფრით განსვავებული.
გამარჯვების გოლის ავტორ ენტონი მარსიალზეპირველ ტაიმშიც შეეძლო გატანა, როცა იმავე სიტუაციაში იმყოფებოდა და შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაბალ კუთხეში დაერტყა- და ასეც მოიქცა! ფანტასტიკური შესრულება იყო. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტს შეძლებს, რადგან ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვხედავ, რაც უნდა გააუმჯობესოს და შეუძლია, გააუმჯობესოს. მხოლოდ ვარჯიშითა და თამაშით გაუმჯობესდები. ასევე, როცა უმაღლეს დონეზე თამაშობ, გაუმჯობესდები. როცა ასაკში ხარ, იცი, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მერე გამოცდილებას იღებ და სიტუაციებში უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებ.
იქნება კოულის ან ნისტელროის მსგავსი?არ ვფიქრობ, რომ თავდამსხმელია, უფრო ვინგერია, მაგრამ მომავალში შეიძლება. თუმცა მაინც არა მგონია- ნისტელროისგან და "იუნაიტედის" სხვა ფორვარდებისგან განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია.
გოლის ავტორ მარუან ფელაინიზეფელაინი არის ფეხბურთელი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც დაავალებ და ეს მომწონს. სტანდარტულ მდგომარეობებზე თავითაც კარგად თამაშობს - ჩვენთვის და წინააღმდეგაც - რადგანაც მცირე შემადგენლობა გვყავს და გვეხმარება.
დავიდ დე ხეას შესახებგუშინ პენალტებზე ვივარჯიშეთ. 20 პენალტი დავარტყით- სერხიო რომერომ ერთი მოიგერია, დავიდ დე ხეამ ნული. მაგრამ დღეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო!
დარჩება უეინ რუნი ნახევარდაცვაში?ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ითამაშებენ ჩემი ფეხბურთელები. ეს გასულ კვირასაც ავხსენი. ამჟამად ვფიქრობ, რომ მარკუს რეშფორდი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თავდამსხმელის პოზიციაზე და ახლა უეინი გუნდს ნახევარდაცვიდან უფრო დაეხმარება. დღეს დიდებული უეინი ვიხილე ნახევარდაცვაში. პირველი შემთხვევა არ არის, იქ რომ თამაშობს. გასულ წელსაც ითამაშა, მერე კი თქვენი კოლეგები ამბობდნენ, რომ თავდამსხმელად უნდა მეთამაშებინა. ეს არ გახსოვთ?
ინგლისის თასის ფინალის მნიშვნელობაძალიან მომწონს, რადგან როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი და შტაბის წევრი, ყველაფერს აკეთებ ტიტულის მოსაგებად, რომელთანაც ახლა ასე ახსოვს ვართ.
წყარო:
manutd.com