თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 13
რუნი - ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ბრიტანეთში
უეინ რუნი უმდიდრესი სპორტსმენია.
რუნი - ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ბრიტანეთში
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი Sunday Times-ის 2016 წლის მდიდარ ახალგაზრდა სპორტსმენთა სიას ლიდერობს.

რუნის ქონება 82 მლნ. ფუნტით ფასდება, რაც მას ბრიტანეთში მოასპარეზე არაუმეტეს 30 წლის სპორტსმენთა შორის ყველაზე მდიდარს ხდის.

რუნის ქონება გასული წლის შემდეგ 10 მლნ. ფუნტით გაიზარდა, "იუნაიტედში" კი უეინი კვირაში 300 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით, რაც მას პრემიერ ლიგის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელს ხდის. გარდა ამისა, რუნი "ნაიკსა" და "სამსუნგთანაც" თანამშრომლობს.

ჩოგბურთელი ძმები ენდი და ჯეიმი მარეი მეორე ადგილზე იმყოფებიან 58 მლნ. ფუნტის ღირებულების ქონებით.

რორი მაკილროი, ცნობილი გოლფისტი და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი სიაში მესამე ადგილოსანია 56 მლნ. ფუნტის ღირებულების ქონებით.

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი გარეთ ბეილი სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. უელსელი წელიწადში 15.6 მლნ. ფუნტს გამოიმუშავებს, რასაც ემატება კონტრაქტები "ადიდასთან", "სონისა" და "ელექტრონიქს არტთან". მისი ქონება 34 მლნ. ფუნტის ღირებულებისაა- გასულ წელთან შედარებით 13 მლნ. ფუნტით გაზრდილი.

პრემიერ ლიგის სხვა ვარსკვლავები ათეულს შემდეგი თანმიმდევრობით ავსებენ: სერხიო აგუერო (33 მლნ.), დავიდ სილვა (31 მლნ.), რადამელ ფალკაო (29 მლნ.), სამირ ნასრი (22 მლნ.) და ედენ აზარი (18 მლნ.).

"ჩელსის" ფეხბურთელს უტოლდება ამირ ხანი, თუმცა ამ უკანასკნელს ქონების გაზრდის საშუალება ექნება, როცა მომდევნო თვეში "კანელო ალვარესისთვის" იბრძოლებს.

რუნი - ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ბრიტანეთში


წყარო: skysports
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
24 აპრილი 2016 14:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ თავით რო გამოიტანა ბურთი მანდ დაიმსახურა მთელი წლის ხელფასი wink
0
№12
ავტორი: stepno
24 აპრილი 2016 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უენ ყოველთვის საუკეთესო იქნები ჩემთვის love love love
0
№13
ავტორი: hemi
24 აპრილი 2016 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ვა ვა რა ამდენი ფული თუ ქონდა არ მეგონა, თანხის შესაბამისად მოედანზე ითამაშოს სჯობს და ბოლო წლებში არ გააფუჭოს ის საქმე რასაც ამდენი ძანი აკეთებდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top