თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 13
რუნი - ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ბრიტანეთში
უეინ რუნი უმდიდრესი სპორტსმენია.
რუნი - ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ბრიტანეთში
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი Sunday Times-ის 2016 წლის მდიდარ ახალგაზრდა სპორტსმენთა სიას ლიდერობს.

რუნის ქონება 82 მლნ. ფუნტით ფასდება, რაც მას ბრიტანეთში მოასპარეზე არაუმეტეს 30 წლის სპორტსმენთა შორის ყველაზე მდიდარს ხდის.

რუნის ქონება გასული წლის შემდეგ 10 მლნ. ფუნტით გაიზარდა, "იუნაიტედში" კი უეინი კვირაში 300 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით, რაც მას პრემიერ ლიგის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელს ხდის. გარდა ამისა, რუნი "ნაიკსა" და "სამსუნგთანაც" თანამშრომლობს.

ჩოგბურთელი ძმები ენდი და ჯეიმი მარეი მეორე ადგილზე იმყოფებიან 58 მლნ. ფუნტის ღირებულების ქონებით.

რორი მაკილროი, ცნობილი გოლფისტი და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი სიაში მესამე ადგილოსანია 56 მლნ. ფუნტის ღირებულების ქონებით.

მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი გარეთ ბეილი სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. უელსელი წელიწადში 15.6 მლნ. ფუნტს გამოიმუშავებს, რასაც ემატება კონტრაქტები "ადიდასთან", "სონისა" და "ელექტრონიქს არტთან". მისი ქონება 34 მლნ. ფუნტის ღირებულებისაა- გასულ წელთან შედარებით 13 მლნ. ფუნტით გაზრდილი.

პრემიერ ლიგის სხვა ვარსკვლავები ათეულს შემდეგი თანმიმდევრობით ავსებენ: სერხიო აგუერო (33 მლნ.), დავიდ სილვა (31 მლნ.), რადამელ ფალკაო (29 მლნ.), სამირ ნასრი (22 მლნ.) და ედენ აზარი (18 მლნ.).

"ჩელსის" ფეხბურთელს უტოლდება ამირ ხანი, თუმცა ამ უკანასკნელს ქონების გაზრდის საშუალება ექნება, როცა მომდევნო თვეში "კანელო ალვარესისთვის" იბრძოლებს.

რუნი - ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ბრიტანეთში


წყარო: skysports
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Memphis_Depay
24 აპრილი 2016 09:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
გუშინ რუნისაც არ უთამაშია ცუდად სხვათაშორის ... მე მომეწონა ასე თუ ისე ... შნეიდერლინს თუ შეუწყვილებენ ცენტრში კარგი იქნება
0
№2
ავტორი: CHESTER GGMU
24 აპრილი 2016 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ADMIN GTXOV DAMEXHMARE RA GAMARKVIE.. KOMEBSHI DAMIWERE.. ARSENALMA DA SITIM CHVENZE 1 TAMASHIT METI ITAMASHA HO? DA SXVAOBA TU MOVIGET 2 QULA UNDA IYOS DA SITIM DA ARSENALMA TU NICHIA ITAMASHES ERTERTS MAINC VUSWREBT XO? AQ GULS MIXETQAVEN VEGAR GAVALTO LIGAZE
0
№3
ავტორი: RojoDiablo
24 აპრილი 2016 09:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: CHESTER GGMU
ADMIN GTXOV DAMEXHMARE RA GAMARKVIE.. KOMEBSHI DAMIWERE.. ARSENALMA DA SITIM CHVENZE 1 TAMASHIT METI ITAMASHA HO? DA SXVAOBA TU MOVIGET 2 QULA UNDA IYOS DA SITIM DA ARSENALMA TU NICHIA ITAMASHES ERTERTS MAINC VUSWREBT XO? AQ GULS MIXETQAVEN VEGAR GAVALTO LIGAZE

ამ წუთისთვის სიტი გვისწრებს 5 ქულით და აქვს ერთი თამაშით მეტი ჩატარებული. არსენალი კი გვისწრებს 4 ქულით და დღეს თუ მოიგებს, 7 ქულით გაგვასწრებს. ქულების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე არსენალი და სიტი გავლენ, რადგან ბურთების უკეთესი შეფარდება აქვთ. ჩვენ აუცილებლად სიტის წაგება გვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: CHESTER GGMU
24 აპრილი 2016 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
GAIXHARE KAI KACI XHAR DA SITIM NICHIA RO ITAMASHOS IS 2 TAMASHI MOKLED RAMDENI TAMASHI DARCHA SUL ERTI 4 MAINC TU? AQ DAMIWERE TELETI VAR
0
№5
ავტორი: gela-manchesteri
24 აპრილი 2016 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
კაია კაი იგრა იყო
0
№6
ავტორი: RojoDiablo
24 აპრილი 2016 11:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: CHESTER GGMU
GAIXHARE KAI KACI XHAR DA SITIM NICHIA RO ITAMASHOS IS 2 TAMASHI MOKLED RAMDENI TAMASHI DARCHA SUL ERTI 4 MAINC TU? AQ DAMIWERE TELETI VAR

სიტის 3 მატჩი და ჩვენ 4
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 აპრილი 2016 12:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ოთხეულში შესვლა ძაან გაუჭირდებათ სამწუხაროდ derpneutral
0
№8
ავტორი: Esi
24 აპრილი 2016 13:07
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რუნი ნახე რა wink
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 აპრილი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა გასაკვირია რო??? ისე რუნი შენი ერთი კვირის ხელფასით მე ცხოვრებას ავიწყობდი იმის დედა ვატირე, თან აქეთ ჩვენთან მაგარი ძვირია ფუნტი recourse wink
0
№10
ავტორი: Lee Sharpe
24 აპრილი 2016 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ჰემილტონი სადააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top