თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2016, 21:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6419,
კომენტარები: 13
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "უაით ჰარტ ლეინი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 33-ე ტური
თარიღი: კვირა, 10 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"

ტრავმირებულები: ბენტალები, ნ'ჯიე
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Lloris, McGee, Vorm, Alderweireld, Davies, Dier, Rose, Trippier, Vertonghen, Walker, Wimmer, Alli, Carroll, Chadli, Dembele, Eriksen, Lamela, Mason, Onomah, Son, Winks, Kane, N'Jie.

"დეზების" შემადგენლობას უბრუნდება მცველი იან ვერტონგენი, რომელმაც ბოლო სამი თვე ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე მოსალოდნელია ერიკ ლამელას დაბრუნება, რომელმაც "ლივერპულთან" შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, რუნი, შვაინშტაიგერი, უ.კინი, იანუზაი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შოუ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსი და ეშლი იანგი სათამაშოდ მზად არიან. კაპიტანი უეინ რუნი ვარჯიშებს დაუბრუნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებამდე ჯერ რეზერვებში ითამაშებს. ტრავმირებული ადნან იანუზაი "დეზებთან" ვერ ითამაშებს.


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


მე-2 ადგილი, 62 ქულა
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-ფ-მ-მ-ფ
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ტიტულისთვის მებრძოლმა "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგის ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო- 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

პრემიერ ლიგაში "უაით ჰარტ ლეინზე" გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში გუნდი არ მარცხდება- 4 მოგება, 1 ფრე.

"დეზები" პრემიერ ლიგაში მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ მოპოვებული ქულების რაოდენობით ლიდერობენ- 19 ქულა.

პოჩეტინოს გუნდმა ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა- 25 ბურთი.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 53 ქულა
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-მ-წ-მ-მ
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მოიგო და მეოთხე ადგილამდე ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.

პრემიერ ლიგაში გუნდმა ბოლო სამი გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით 1-0 მოიპოვა.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში გასვლაზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს- 2 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

"წითლებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა- 15. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ჩემპიონატში მეორე ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული- 27 გოლი.

ლუი ვან გაალის გუნდმა სატურნირო ცხრილის პირველ ექვსეულში მყოფ გუნდებთან ჩატარებულ შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი წააგო- 3 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

"წითლებმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში მხოლოდ 39 გოლი გაიტანეს. ამავე ეტაპზე "იუნაიტედს" უფრო დაბალი შედეგი მხოლოდ 1989/90 წლების სეზონში ჰქონდა- 37 გოლი.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


წამყვანი ბომბარდირი: კეინი - 25 გოლი (22 ლიგაში).

ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში 22 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია "ტოტენჰემის" ფეხბურთელთა შორის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით. 11 გოლი კეინმა მიმდინარე წელს გაიტანა.

2013 წლის სექტემბერში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ კრისტიან ერიქსენმა 250 საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს. ამავე პერიოდში უკეთესი მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "არსენალის" ფეხბურთელ მესუთ ოზილს აქვს (266 საგოლე მომენტი).

ნახევარმცველი დელე ალი 2016 წელს პრემიერ ლიგაში გაკეთებული საგოლე გადაცემებით ლიდერობს- 6.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში), მარსიალი - 13 გოლი (8 ლიგაში).

ფრანგმა ფორვარდმა ენტონი მარსიალმა "იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ამჟამად პრემიერ ლიგაში თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 183-ჯერ შეხვდნენ. "ტოტენჰემმა" 48 მატჩში იზეიმა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 86-ში, ხოლო 49 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ტოტენჰემმა" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 29 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო (+2=8-19) და "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ "უაით ჰარტ ლეინზე" გამართულ უკანასკნელ 14 შეხვედრაში არცერთხელ არ გაუმარჯვია (+0=6-8). "დეზებმა" "იუნაიტედი" უკანასკნელად საკუთარ მოედანზე 2001 წელს დაამარცხეს (3-1), როცა გუნდს გლენ ჰოდლი ხელმძღვანელობდა.

"წითელმა ეშმაკებმა" "ტოტენჰემს" ბოლო ორი მატჩი მოუგეს მას შემდეგ, რაც "დეზებს" ზედიზედ 5 შეხვედრაში ვერ ამარცხებდნენ- 3 ფრე, 2 წაგება. "იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" ზედიზედ სამჯერ ბოლოს 2010 წელს დაამარცხა.

პოჩეტინოს ხელმძღვანელობით "დეზებს" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუტანიათ.

პოჩეტინომ მწვრთნელის რანგში "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, მაგრამ არასდროს მოუგია- 3 ფრე, 3 წაგება.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
\

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ტოტენჰემი" - 37 მოგება, "იუნაიტედი" - 78 მოგება, ფრე - 42.

პრემიერ-ლიგა "ტოტენჰემი"- 5 მოგება, "იუნაიტედი" - 31 მოგება, ფრე - 11.


"ტოტენჰემის" სტადიონი"


ლიგა: "ტოტენჰემი" - 25 მოგება. "იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 28.

პრემიერ-ლიგა: "ტოტენჰემი" - 3 მოგება. "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 8

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"ტოტენჰემი" 0-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კვირა, 28 დეკემბერი, 2014 წელი
მსაჯი: ჯონათან მოსი

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი განსაჯა, 103 ყვითელი და 9 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, ედვარდ სმარტი.
სათადარიგო მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის წინ
13 კომენტარი
№11
ავტორი: whitepele
10 აპრილი 2016 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
საყურებელი ლინკი სად დადიება ? :)
0
№12
ავტორი: Gega Beckham
10 აპრილი 2016 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
ვინმემ იცით, ფენტეზი შემდეგ სეზონში გაგრძელდება?

დღეს იმდია მოვიგებთ am
0
№13
ავტორი: GeorgeBest
10 აპრილი 2016 17:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Gega Beckham
ვინმემ იცით, ფენტეზი შემდეგ სეზონში გაგრძელდება?


ჯერ არ ვიცით, დავწერთ მაგის შესახებ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top