თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2016, 21:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6431,
კომენტარები: 13
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "უაით ჰარტ ლეინი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 33-ე ტური
თარიღი: კვირა, 10 აპრილი, 2016 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"

ტრავმირებულები: ბენტალები, ნ'ჯიე
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Lloris, McGee, Vorm, Alderweireld, Davies, Dier, Rose, Trippier, Vertonghen, Walker, Wimmer, Alli, Carroll, Chadli, Dembele, Eriksen, Lamela, Mason, Onomah, Son, Winks, Kane, N'Jie.

"დეზების" შემადგენლობას უბრუნდება მცველი იან ვერტონგენი, რომელმაც ბოლო სამი თვე ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე მოსალოდნელია ერიკ ლამელას დაბრუნება, რომელმაც "ლივერპულთან" შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შოუ, რუნი, შვაინშტაიგერი, უ.კინი, იანუზაი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: შოუ
განაცხადი: De Gea, Romero, Borthwick-Jackson, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Valencia, Varela, Blind, Fosu-Mensah, Carrick, Fellaini, Herrera, Januzaj, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Young, Depay, Martial, Rashford.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსი და ეშლი იანგი სათამაშოდ მზად არიან. კაპიტანი უეინ რუნი ვარჯიშებს დაუბრუნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებამდე ჯერ რეზერვებში ითამაშებს. ტრავმირებული ადნან იანუზაი "დეზებთან" ვერ ითამაშებს.


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


მე-2 ადგილი, 62 ქულა
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-ფ-მ-მ-ფ
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ტიტულისთვის მებრძოლმა "ტოტენჰემმა" პრემიერ ლიგის ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო- 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

პრემიერ ლიგაში "უაით ჰარტ ლეინზე" გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში გუნდი არ მარცხდება- 4 მოგება, 1 ფრე.

"დეზები" პრემიერ ლიგაში მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ მოპოვებული ქულების რაოდენობით ლიდერობენ- 19 ქულა.

პოჩეტინოს გუნდმა ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა- 25 ბურთი.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-5 ადგილი, 53 ქულა
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-მ-წ-მ-მ
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 მოიგო და მეოთხე ადგილამდე ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.

პრემიერ ლიგაში გუნდმა ბოლო სამი გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით 1-0 მოიპოვა.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში გასვლაზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს- 2 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

"წითლებმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ მოახერხეს კარის "მშრალად" შენახვა- 15. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ჩემპიონატში მეორე ყველაზე ცოტა გოლი აქვთ გაშვებული- 27 გოლი.

ლუი ვან გაალის გუნდმა სატურნირო ცხრილის პირველ ექვსეულში მყოფ გუნდებთან ჩატარებულ შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი წააგო- 3 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

"წითლებმა" მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში მხოლოდ 39 გოლი გაიტანეს. ამავე ეტაპზე "იუნაიტედს" უფრო დაბალი შედეგი მხოლოდ 1989/90 წლების სეზონში ჰქონდა- 37 გოლი.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ტოტენჰემი"


წამყვანი ბომბარდირი: კეინი - 25 გოლი (22 ლიგაში).

ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში 22 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია "ტოტენჰემის" ფეხბურთელთა შორის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით. 11 გოლი კეინმა მიმდინარე წელს გაიტანა.

2013 წლის სექტემბერში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ კრისტიან ერიქსენმა 250 საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს. ამავე პერიოდში უკეთესი მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "არსენალის" ფეხბურთელ მესუთ ოზილს აქვს (266 საგოლე მომენტი).

ნახევარმცველი დელე ალი 2016 წელს პრემიერ ლიგაში გაკეთებული საგოლე გადაცემებით ლიდერობს- 6.

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (7 ლიგაში), მარსიალი - 13 გოლი (8 ლიგაში).

ფრანგმა ფორვარდმა ენტონი მარსიალმა "იუნაიტედის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ამჟამად პრემიერ ლიგაში თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

თუ მოედანზე მაიკლ კერიკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 183-ჯერ შეხვდნენ. "ტოტენჰემმა" 48 მატჩში იზეიმა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 86-ში, ხოლო 49 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ტოტენჰემმა" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 29 შეხვედრაში მხოლოდ 2 მოიგო (+2=8-19) და "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ "უაით ჰარტ ლეინზე" გამართულ უკანასკნელ 14 შეხვედრაში არცერთხელ არ გაუმარჯვია (+0=6-8). "დეზებმა" "იუნაიტედი" უკანასკნელად საკუთარ მოედანზე 2001 წელს დაამარცხეს (3-1), როცა გუნდს გლენ ჰოდლი ხელმძღვანელობდა.

"წითელმა ეშმაკებმა" "ტოტენჰემს" ბოლო ორი მატჩი მოუგეს მას შემდეგ, რაც "დეზებს" ზედიზედ 5 შეხვედრაში ვერ ამარცხებდნენ- 3 ფრე, 2 წაგება. "იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" ზედიზედ სამჯერ ბოლოს 2010 წელს დაამარცხა.

პოჩეტინოს ხელმძღვანელობით "დეზებს" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუტანიათ.

პოჩეტინომ მწვრთნელის რანგში "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, მაგრამ არასდროს მოუგია- 3 ფრე, 3 წაგება.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
\

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ტოტენჰემი" - 37 მოგება, "იუნაიტედი" - 78 მოგება, ფრე - 42.

პრემიერ-ლიგა "ტოტენჰემი"- 5 მოგება, "იუნაიტედი" - 31 მოგება, ფრე - 11.


"ტოტენჰემის" სტადიონი"


ლიგა: "ტოტენჰემი" - 25 მოგება. "იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 28.

პრემიერ-ლიგა: "ტოტენჰემი" - 3 მოგება. "იუნაიტედი" - 12 მოგება, ფრე - 8

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"ტოტენჰემი" 0-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


კვირა, 28 დეკემბერი, 2014 წელი
მსაჯი: ჯონათან მოსი

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 მატჩი განსაჯა, 103 ყვითელი და 9 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, ედვარდ სმარტი.
სათადარიგო მსაჯი: ჯონათან მოსი
მატჩის წინ
13 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
8 აპრილი 2016 21:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
თავი შეაკლან და მოიგონ ეს თამაში
0
№2
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2016 22:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტოტენჰემთან სათამაშოდ საუკეთესო დრო სანაკრებო პაუზების შემდეგი დღეები იყო, რადგან გუნდი ისეთი გადაღლილი მეჩვენა, რომ განძრევის თავი არ ჰქონდათ. ძალიან ახალგაზრდა გუნდია და მათი წარმატების დღიდან ჯერ კიდევ ველოდები, როდის ექნებათ ჩავარდნა, მაგრამ არა და არ მოხდა. შეიძლება ითქვას, ვეღარ არიან ისეთ ფორმაში, როგორშიც იყვნენ, მაგრამ გუნდს ისეთი მიზნები აქვს დასახული, რომ მოტივაცია არ აკლიათ და მართლა შეგვაკლავენ თავს. თუმცა, ყველაფრის წყალში ჩაყრა სეზონის ბოლოს მაგათი სპეციალობაა და თავისუფლად შეგვიძლია, ამაში ხელი შევუწყოთ.

ჩემთვის მთავარი დაბრკოლება მაინც დაცვა და მეკარეა. მაგათი დამარცხება უფრო გაჭირდება, ვიდრე შეტევის ან ნახევარდაცვის. თუმცა, მაინც მგონია, რომ ლუი ჩვეულ მეორე ნორმად ითამაშებს. გასვლაზე ისედაც არ გამოგვდის თამაში და ასეთ დინამიურ გუნდთან ხომ მით უმეტეს. საკმაოდ სწრაფები არიან იმისთვის, რომ ფლანგებიდან შეგვიქმნან პრობლემა. ბევრი საზრუნავი ექნება როხოსა და დარმიანს და წარმომიდგენია, რა დღეში იქნება არგენტინელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2016 22:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონია რომ მოვიგებთ. გადაღლილია გუნდი, ბევრად სწრაფი შემტევები რომ ჰყავდეთ უფრო საშიში იქნებოდა ალბათ, თუმცა ესეთი სტილის გუნდთან მგონი უკეთესად გამოგვივა დაცვა. არც ფიზიკურად დაიჩაგრებიან მცველები
0
№4
ავტორი: Iunaitedi
9 აპრილი 2016 02:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ყველამ ვიცით როგორი სწრაფები არიან შეტევაში და არვიცი მე ჩემ აზრზე ვრჩები რო ვალენსია უნდა დააყენოს მისი სისწრაფის ხათრიტ მიანც. spiteful2e es ra kaifi smailia spiteful2 foreveralonehappy
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აპრილი 2016 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საინტერესო თამაში იქნება და რატომღაც მგონია, რომ ამ შეხევდრაში ბევრი გოლი გავა. 2001 წლის მერე თურმე არ გვქონია ტოტენჰემთან გასვლაზე წაგება და იმედია ეს არც ხვალე მოხდება. ასეა თუ ისეა დაძაბული თამაში გვექნება რა თქმა უნდა და ჩვენი შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თორემ დარწმუნებული ვარ დავისჯებით.
0
№6
ავტორი: ნიკუშა
9 აპრილი 2016 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ხვალ უნდა მოვიგოთ კარგი იქნება ძაან თუ მოვიგეთ
0
№7
ავტორი: Mufc7
9 აპრილი 2016 16:33
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ქულების დაკარგვის დრო არაა და არ უნდა წააგონ ეს თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Memphis_Depay
9 აპრილი 2016 17:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
რაც უნდათ ის ქნან მეოთხეზე უნდა გავიდეთ,რომ ტრანსფერები უფრო თამამად გავაკეთოთ ... ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ნებისმიერ შემთხვევაში მაცდურად ჟღერს თუნდაც ლუკაკუსთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის,რომელთა მოყვანა აუცილებელია sad
0
№9
ავტორი: ilker
9 აპრილი 2016 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
"არსენალმა" საჩუქარი გაგვიკეთა, უეჭველი მოგება გვინდა და სამეულისთვის ვიბრძოლებთ
0
№10
ავტორი: Count Alucard
10 აპრილი 2016 13:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შეძლებისდაგვარად კარგად დალაგდა გუშინ მოვლენები ჩვენთვის და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ ოთხეულის შანსი დავიტოვოთ, სიტი სულ რაღაც 1 ქულაშია და ახლა ქულების დაკარგვა არ შეიძლება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top