თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2016, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 11410,
კომენტარები: 14
რეშფორდის სტატისტიკა ვარსკვლავებთან შედარებით
მარკუს რეშფორდს კარიერის დასაწყისი წარმატებას უქადის.
რეშფორდის სტატისტიკა ვარსკვლავებთან შედარებით
მარკუს რეშფორდს "მანჩესტერ იუნაიტედში" გასაოცარი დასაწყისი აქვს.

უორენ ჯოისის გუნდში "მანჩესტერ სიტის" 21-წლამდელთა კლუბის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ რეშფორდმა "ეტიჰად სტედიუმზე" პირველი გუნდის რიგებში გაიტანა გოლი.

დერბიში გატანილი ბურთი მეხუთე გამოდგა მისთვის, ლუი ვან გაალის გუნდში კი რეშფორდმა მხოლოდ რვა შეხვედრა ჩაატარა.

მას შემდეგ, რაც ენტონი მარსიალმა "მიდტიულანდთან" მატჩში ტრავმა მიიღო და მისი ადგილი ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაიკავა, რეშფორდმა დანიელთა და "არსენალის" კარი ზედიზედ ორ მატჩში ორ-ორჯერ აიღო.

მისი სტატისტიკა მხოლოდ მცირედით სჯობს მარსიალისას, რომელსაც ასევე ხუთი გოლის გასატანად ცხრა მატჩი დასჭირდა.

თუმცა, რეშფორდის სტატისტიკა სჯობს სხვა გაცილებით უფრო სახელოვანი ფეხბურთელების სტატისტიკას: ლიონელ მესის "ბარსელონას" რიგებში 2004 წელს ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ 25 მატჩი დასჭირდა 5 გოლის გასატანად. კრიშტიანუ რონალდუს 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 5 გოლის გასატანად 39 მატჩი დასჭირდა, ხოლო უეინ რუნიმ თავისი ხუთი გოლი "ევერტონის" რიგებში ჩატარებულ 20 მატჩში გაიტანა.

რეშფორდის სტატისტიკა ვარსკვლავებთან შედარებით


წყარო: M.E.N.
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
23 მარტი 2016 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
RojoDiablo
ნისტეროის და ინძაგისგან განსხვავებით სისწრაფეც მეტი აქვს, მაგრამ მაგ სტილის ფეხბურთელზე 18წლის ასაკში ვერაფერს იტყვი, რადგან ამ ეტაპზე თუ არაქცევენ ყურადღებას 2-3წელი ესე თუ გააგრძელა მერე ყველა მის გაშიფვრაზე იმუშავებს როგორც თავისდროზე ჩიჩა გაიშიფრა და გაუჭირდება, აქ კი ძირითადად ინდივიდუალისტებს შეადარეს ვისი პროგნოზირებაც უფრო ადვილია!!
0
№12
ავტორი: zatara
23 მარტი 2016 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ციტატა: deqstera
მარსიალზე კიდე ვეთანხმებოდი რომ არდაიკარგება და თუ არაჯობა იმ ხალხს ვისაც ადარებენ არდაიკარგება მაინც, რეშფორდს კი არაქვს ის ტექნიკა და არარის ერთიერთზე ისეთი ძლიერი როგორც მარსიალია!!

რეშფორდი ამ ეტაპზე მხოლოდ სისწრაფის ხარჯზე გადის ფონს და პოზიციას არჩევს კარგად, მაგრამ განვითარება ჭირდება, ამ ეტაპზე თუ არაქცევენ სერიოზულ ყურადღებას დროთა განმავლობაში უფრო უკეთ გაშიფრავენ მის თამაშს და თუ არგანვითარდა ამ დონეზე დარჩენაც კი გაუჭირდება!!


ზუსტად ეგ ღუპავს მარსიალსაც... გოლს კარგად იტანდა თავიდან რომ დაიწყო მაგრამ ეხლა? გადაიყვანეს ფლანგებზე და შორიდან უწევს კარამდე მისვლა... იგივე არის რუნის სიტუაციაც... თავდამსხმელი იმიტომ არის რომ გოლები უნდა იტანოს და არა იფინთიკრუშკავოს...

ციტატა: deqstera
RojoDiablo
ნისტეროის და ინძაგისგან განსხვავებით სისწრაფეც მეტი აქვს, მაგრამ მაგ სტილის ფეხბურთელზე 18წლის ასაკში ვერაფერს იტყვი, რადგან ამ ეტაპზე თუ არაქცევენ ყურადღებას 2-3წელი ესე თუ გააგრძელა მერე ყველა მის გაშიფვრაზე იმუშავებს როგორც თავისდროზე ჩიჩა გაიშიფრა და გაუჭირდება, აქ კი ძირითადად ინდივიდუალისტებს შეადარეს ვისი პროგნოზირებაც უფრო ადვილია!!


ჩიჩა არ გაშიფრულა... ჩავარდნა ქონდა... რა ეტყობა ეხლა გერმანიაში გაშიფრულის?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№13
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2016 11:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: deqstera
RojoDiablo
ნისტეროის და ინძაგისგან განსხვავებით სისწრაფეც მეტი აქვს, მაგრამ მაგ სტილის ფეხბურთელზე 18წლის ასაკში ვერაფერს იტყვი, რადგან ამ ეტაპზე თუ არაქცევენ ყურადღებას 2-3წელი ესე თუ გააგრძელა მერე ყველა მის გაშიფვრაზე იმუშავებს როგორც თავისდროზე ჩიჩა გაიშიფრა და გაუჭირდება, აქ კი ძირითადად ინდივიდუალისტებს შეადარეს ვისი პროგნოზირებაც უფრო ადვილია!!


ერთი ჩელსიმ გაშიფრა ჩიჩა და მერე პრემიერ ლიგის სხვა გუნდებმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: redarmy10
23 მარტი 2016 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ეს უბრალოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top