მარკუს რეშფორდს "მანჩესტერ იუნაიტედში" გასაოცარი დასაწყისი აქვს.
უორენ ჯოისის გუნდში "მანჩესტერ სიტის" 21-წლამდელთა კლუბის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ რეშფორდმა "ეტიჰად სტედიუმზე" პირველი გუნდის რიგებში გაიტანა გოლი.
დერბიში გატანილი ბურთი მეხუთე გამოდგა მისთვის, ლუი ვან გაალის გუნდში კი რეშფორდმა მხოლოდ რვა შეხვედრა ჩაატარა.
მას შემდეგ, რაც ენტონი მარსიალმა "მიდტიულანდთან" მატჩში ტრავმა მიიღო და მისი ადგილი ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაიკავა, რეშფორდმა დანიელთა და "არსენალის" კარი ზედიზედ ორ მატჩში ორ-ორჯერ აიღო.
მისი სტატისტიკა მხოლოდ მცირედით სჯობს მარსიალისას, რომელსაც ასევე ხუთი გოლის გასატანად ცხრა მატჩი დასჭირდა.
თუმცა, რეშფორდის სტატისტიკა სჯობს სხვა გაცილებით უფრო სახელოვანი ფეხბურთელების სტატისტიკას: ლიონელ მესის "ბარსელონას" რიგებში 2004 წელს ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ 25 მატჩი დასჭირდა 5 გოლის გასატანად. კრიშტიანუ რონალდუს 2003 წელს ლისაბონის "სპორტინგიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 5 გოლის გასატანად 39 მატჩი დასჭირდა, ხოლო უეინ რუნიმ თავისი ხუთი გოლი "ევერტონის" რიგებში ჩატარებულ 20 მატჩში გაიტანა.