თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 11
"როცა ბავშვს გუნდი უყვარს, სწორედ ამას იღებ"
დევიდ ბექჰემის კომენტარი მარკუს რეშფორდის გამარჯვების გოლზე.
მარკუს რეშფორდი "იუნაიტედის" ყოველი გულშემატკივრის სამიზნე გახდა "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი გოლის შემდეგ. 18 წლის ბიჭისთვის სიტყვები არც დევიდ ბექჰემს დაუშურებია.

ბექჰემი, ისევე როგორც მარკუს რეშფორდი, კლუბის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და ცნობილი "კლას 92-ის" წევრი. მისი თაობის ფეხბურთელებმა, რაიან გიგზმა, პოლ სქოულზმა, ნიკი ბატმა, გარი ნევილმა და ფილ ნევილმა არაერთი ტიტული მოიპოვეს "იუნაიტედის" რიგებში.

ბექჰემისთვის ყველაზე კარგად არის ცნობილი, თუ რას ნიშნავს "იუნაიტედის" სიყვარული და დერბიში გოლის გატანა. კვირას მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედის" ყოფილი 7 ნომერი ორშაბათს საღამოს თავის ინსტაგრამ გვერდზე რეშფორდის გოლს გამოეხმაურა:

"როცა ბავშვს უყვარს კლუბი, რომელშიც არის და უყვარს თამაში, რომელსაც თამაშობს, სწორედ ამას იღებ.

მღელვარება, რომელიც მარკუსის სახეზე ჩვენი მტრების კარში გატანილი გოლის შემდეგ გამოისახა, სწორედ ის არის, რაც ბავშვს უნდა ჰქონდეს. ამის დანახვა გაახალგაზრდავებს. ვულოცავ მარკუსს "მანჩესტერ იუნაიტედში" მორიგ დიდებულ დღეს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
25 მარტი 2016 21:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დეპაისაც ეგრე უხარია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top