თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 11
"როცა ბავშვს გუნდი უყვარს, სწორედ ამას იღებ"
დევიდ ბექჰემის კომენტარი მარკუს რეშფორდის გამარჯვების გოლზე.
მარკუს რეშფორდი "იუნაიტედის" ყოველი გულშემატკივრის სამიზნე გახდა "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი გოლის შემდეგ. 18 წლის ბიჭისთვის სიტყვები არც დევიდ ბექჰემს დაუშურებია.

ბექჰემი, ისევე როგორც მარკუს რეშფორდი, კლუბის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და ცნობილი "კლას 92-ის" წევრი. მისი თაობის ფეხბურთელებმა, რაიან გიგზმა, პოლ სქოულზმა, ნიკი ბატმა, გარი ნევილმა და ფილ ნევილმა არაერთი ტიტული მოიპოვეს "იუნაიტედის" რიგებში.

ბექჰემისთვის ყველაზე კარგად არის ცნობილი, თუ რას ნიშნავს "იუნაიტედის" სიყვარული და დერბიში გოლის გატანა. კვირას მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედის" ყოფილი 7 ნომერი ორშაბათს საღამოს თავის ინსტაგრამ გვერდზე რეშფორდის გოლს გამოეხმაურა:

"როცა ბავშვს უყვარს კლუბი, რომელშიც არის და უყვარს თამაში, რომელსაც თამაშობს, სწორედ ამას იღებ.

მღელვარება, რომელიც მარკუსის სახეზე ჩვენი მტრების კარში გატანილი გოლის შემდეგ გამოისახა, სწორედ ის არის, რაც ბავშვს უნდა ჰქონდეს. ამის დანახვა გაახალგაზრდავებს. ვულოცავ მარკუსს "მანჩესტერ იუნაიტედში" მორიგ დიდებულ დღეს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
24 მარტი 2016 15:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
იმედია არ მოუკლებს და კიდევ ბევრ ლამაზ გოლს გაიტანს
0
№2
ავტორი: BAD_MONKEY
24 მარტი 2016 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ციტატა: NINI_ivanishvili
იმედია არ მოუკლებს და კიდევ ბევრ ლამაზ გოლს გაიტანს

იმედია wink2
0
№3
ავტორი: Memphis_Depay
24 მარტი 2016 16:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
იმის მრცხვენია რომ რაშფორდის იმედად ვართ ... სხვა გოლის გამტანი მარსიალის და რაშფორდის გარდა არავინ გვყავს ...
0
№4
ავტორი: red devil
24 მარტი 2016 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რაშფორდი ეძახე შენ და კი გააქ გოლები
0
№5
ავტორი: Mufc7
24 მარტი 2016 19:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ბევრი დიდებული დღე ჰქონოდეს feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2016 20:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უფრო დიდი ყურადღებაა საჭირო ახალაგზრდებზე, ცდილობენ ნიჭიერი ხალხის დამატებას მარა არაა საკმარისი
0
№7
ავტორი: temo-scholes
24 მარტი 2016 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: NINI_ivanishvili
იმედია არ მოუკლებს და კიდევ ბევრ ლამაზ გოლს გაიტანს

derpthumb

ციტატა: Mufc7
ბევრი დიდებული დღე ჰქონოდეს feel

good2
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მარტი 2016 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ შემთხვევაში ბექზს უნდა დავეთანხმოთ. აკადემიიდან გადმოსულ ფეხბურთელებს მართლა ეტყობათ, რომ სხვანაირი მონდომებით თამაშობენ. winked
0
№9
ავტორი: AkkRed
25 მარტი 2016 11:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მანჩესტერის სიყვარულით გაზრდილი თაობა სულ სხვაა
0
№10
ავტორი: Lexter
25 მარტი 2016 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
მეტი ინგლისელი გუნდში!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top