თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2016, 21:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3039,
კომენტარები: 13
ვან გაალი მოურინიოზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
ლუი ვან გაალმა ჟოზე მოურინიოს ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებზე ისაუბრა.
ვან გაალი მოურინიოზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ჟოზე მოურინიოს შესახებ გავრცელებულ ჭორებს "სრული სკანდალი" უწოდა.

"ჩელსის" ყოფილ მწვრთნელს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას, თუმცა "იუნაიტედის" წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.

"მან უამრავი რამ მითხრა, ბევრჯერ მესაუბრა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს ამის შესახებ - ამ ყველაფერს სასაცილოდ მივიჩნევ", - განაცხადა ვან გაალმა მოურინიოს შესახებ.

"არა, არ მინდა, რომ "იუნაიტედი" სხვაგვარად მოიქცეს. ისიც კი არ მსურს, რომ რეაგირება მაოხდინონ იმაზე, რასაც პრესაში ვკითხულობ და რაც გამონაგონია.

ჩვენ, კლუბი და მე, არ ვაპირებთ მედიის დახმარებას ყველაფრის უარყოფით. ვფიქრობ, რაც ხდება, სრული სკანდალია".


ვან გაალი ფიქრობს, რომ არსებული მდგომარეობით ფეხბურთელებს ძალიან ეხმარება, რადგან კრიტიკა მხოლოდ მას ხვდება და არა ფეხბურთელებს.

"ყოველდღე ვიცავ ფეხბურთელებს კრიტიკისგან, რადგან ისარი ყოველდღე ჩემკენ არის მომართული და არა - ფეხბურთელებისკენ.

ყველა მე მიმიზნებს. თუმცა ამ სიტუაციას უპირატესობა აქვს. ფეხბურთელებს არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ მე".


წყარო: mirror
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Ashley Young
28 თებერვალი 2016 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ალეგრი მინდა მწვრთნელად... რანიერიც რა კარგად ათამაშებს ლესტერს და პოჩეტინოს სერიოზული სპეციალისტი ჩანს!
0
№12
ავტორი: kerik
28 თებერვალი 2016 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ციტატა: Gio7
ციტატა: kerik
10wlis var vinme xom AR metyvis premier ligis otxeulshi ROM xvdebian mere kencinyraa tu pirveli adgili imarjvebs tu ra

Otxeulidan vinc pirvelze gava igebs premier ligas. 3 gadis chempionta ligaze da 1 tamashobs chempionta ligis sakvalipikacios.

Madloba
0
№13
ავტორი: Clown
28 თებერვალი 2016 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
არცერთი არ მინდა :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top