"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ჟოზე მოურინიოს შესახებ გავრცელებულ ჭორებს "სრული სკანდალი" უწოდა.
"ჩელსის" ყოფილ მწვრთნელს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას, თუმცა "იუნაიტედის" წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.
"მან უამრავი რამ მითხრა, ბევრჯერ მესაუბრა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს ამის შესახებ - ამ ყველაფერს სასაცილოდ მივიჩნევ", - განაცხადა ვან გაალმა მოურინიოს შესახებ.
"არა, არ მინდა, რომ "იუნაიტედი" სხვაგვარად მოიქცეს. ისიც კი არ მსურს, რომ რეაგირება მაოხდინონ იმაზე, რასაც პრესაში ვკითხულობ და რაც გამონაგონია.
ჩვენ, კლუბი და მე, არ ვაპირებთ მედიის დახმარებას ყველაფრის უარყოფით. ვფიქრობ, რაც ხდება, სრული სკანდალია".
ვან გაალი ფიქრობს, რომ არსებული მდგომარეობით ფეხბურთელებს ძალიან ეხმარება, რადგან კრიტიკა მხოლოდ მას ხვდება და არა ფეხბურთელებს.
"ყოველდღე ვიცავ ფეხბურთელებს კრიტიკისგან, რადგან ისარი ყოველდღე ჩემკენ არის მომართული და არა - ფეხბურთელებისკენ.
ყველა მე მიმიზნებს. თუმცა ამ სიტუაციას უპირატესობა აქვს. ფეხბურთელებს არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ მე".