თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2016, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3108,
კომენტარები: 13
ჰარგრივსმა ვან გაალი დაიცვა
ოეუნ ჰარგრივსი ლუი ვან გაალს თავისი არგუმენტით იცავს.
ჰარგრივსმა ვან გაალი დაიცვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივსი მიიჩნევს, რომ კლუბის ცუდი სეზონი ვან გაალის ბრალი არ არის.

"იუნაიტედის" ცუდი სეზონი საშინელში გადაიზარდა ხუთშაბათს, როცა გუნდი "მიდტიულანდთან" ევროპის ლიგის მატჩში 2-1 დამარცხდა.

ვან გაალის გუნდმა ყველა ტურნირზე ჯამში მე-11 მარცხი განიცადა, რაც ჰოლანდიელზე ზეწოლას ზრდის. თუმცა ჰარგრივსი აღნიშნავს, რომ კითხვები უნდა გაჩნდეს ფეხბურთელებთან მიმართებაში და არა ვან გაალთან.

"არა მგონია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამე შეცვალოს, მაგრამ თავიდან ეს დევიდ მოიესის ბრალი იყო, ახლა ლუი ვან გაალის ბრალი.

და როდის აიღებს კლუბი პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ფეხბურთელები მათი შეძენილია.

"მანჩესტერ იუნაიტედში" ამჟამად არ თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთელები. ინდივიდუალურად საუკეთესო მოთამაშეები "მანჩესტერ სიტიში", "ჩელსისა" და "არსენალში" გადადიან.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: "საით მივიწევთ? როგორი თამაში გვინდა? რა არის ჩვენი ფილოსოფია?

შემდეგ კი უნდა შეიძინონ ფეხბურთელები, რომლებიც ამ მოთხოვნას დააკამაყოფილებენ. ვფიქრობ, ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზე იმიტომ არის, რომ ისე თამაშობს, როგორც მეხუთე ადგილზე მყოფი გუნდი.

არ ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, ისიც კი არა მგონია, რომ გულშემატკივარს სჯეროდეს "იუნაიტედის" გამარჯვების ჩემპიონატში ან ჩემპიონთა ლიგაზე და იმის, რომ გუნდი სწორად ვითარდება, მაგრამ სადაც ახლა ისინი არიან, კონკრეტული მიზეზის გამო არიან".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
20 თებერვალი 2016 13:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა უაზრო არგუმენტია რომ ფეხბურთელები კლუბის შეძენილია areyoukiddingme ვან გაალის სასრუველი ხალხია კლუბში, 20 კაცზე მეტი გუნდიდან გაყარა და სასურველი შემადგენლობა დაიტოვა, თავიდან რომ მოვიდა 1 წელი აცადა ყველამ, რადგან გუნდს აბრალებდა მაინც ზოგი, მაგრამ ეხლა ეგ გასამართლებელი მიზეზი არ არის
0
№12
ავტორი: Malboro463
20 თებერვალი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ვანგალს არ უნდოდა მარცხენა ფეხით მოთამშე მცველი მე ვიყიდე როხო ან ბლინდი? ვინც ფერგის დროს თამაშობდა ისინი თაავის დროზე მის საქმეს აკეთებდნენ
დანარჩენი სიმარტლე ილაპარაკა
0
№13
ავტორი: JuanMata
20 თებერვალი 2016 18:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
შეიძლება ამ შემადგენლობით მსოფლიოში საუკეთესო კლუბი ვერ გახდე, მაგრამ თუ გუნდის თამაშს შევხედავთ, ესაა არასტაბილური, არეული და შეუთამაშებელი გუნდი, გაურკვეველი ტაქტიკით და თამაშის სტილით. ეს არ არის ცალკეული ფეხბურთელის ბრალი.

ის რომ უმოტივაციო და დაძინებულები არიან არც ეს არ არის მათი ბრალი. მწვრთნელი რას აკეთებს იმისთვის რომ სიტუაცია გამოასწოროს ეს მაინტერესებს ძაან? თუ მართლა ფიქრობს რომ უბრალოდ მერფის კანონია რომ თუ ცუდად მიგდის საქმე, კიდევ უფრო ცუდად წაგივა?

არ ვიცი კიდევ რატომ უნდა იცავდე ვან გაალს?

ფაქტია რომ კაცს მისცეს სრული თავისუფლება, გაყარა უამრავი ფეხბურთელი და მოიყვანა ახლები, ორჯერ დაშალა და ააშენა გუნდი.

არც ფულზე ჰქონია კლუბს პრობლემა, ინდივიდუალური მოთამაშეებიც გვყავდა, და მე არ დამიტოვებია კლუბი ცენტრალური მცველის და მარჯვენა ვინგერის გარეშე, ერთადერთი ფორმაში არმყოფი ცენტრფორვარდის ამარა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top