"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივსი მიიჩნევს, რომ კლუბის ცუდი სეზონი ვან გაალის ბრალი არ არის.
"იუნაიტედის" ცუდი სეზონი საშინელში გადაიზარდა ხუთშაბათს, როცა გუნდი "მიდტიულანდთან" ევროპის ლიგის მატჩში 2-1 დამარცხდა.
ვან გაალის გუნდმა ყველა ტურნირზე ჯამში მე-11 მარცხი განიცადა, რაც ჰოლანდიელზე ზეწოლას ზრდის. თუმცა ჰარგრივსი აღნიშნავს, რომ კითხვები უნდა გაჩნდეს ფეხბურთელებთან მიმართებაში და არა ვან გაალთან.
"არა მგონია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამე შეცვალოს, მაგრამ თავიდან ეს დევიდ მოიესის ბრალი იყო, ახლა ლუი ვან გაალის ბრალი.
და როდის აიღებს კლუბი პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ფეხბურთელები მათი შეძენილია.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ამჟამად არ თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთელები. ინდივიდუალურად საუკეთესო მოთამაშეები "მანჩესტერ სიტიში", "ჩელსისა" და "არსენალში" გადადიან.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: "საით მივიწევთ? როგორი თამაში გვინდა? რა არის ჩვენი ფილოსოფია?
შემდეგ კი უნდა შეიძინონ ფეხბურთელები, რომლებიც ამ მოთხოვნას დააკამაყოფილებენ. ვფიქრობ, ახლა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზე იმიტომ არის, რომ ისე თამაშობს, როგორც მეხუთე ადგილზე მყოფი გუნდი.
არ ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია, ისიც კი არა მგონია, რომ გულშემატკივარს სჯეროდეს "იუნაიტედის" გამარჯვების ჩემპიონატში ან ჩემპიონთა ლიგაზე და იმის, რომ გუნდი სწორად ვითარდება, მაგრამ სადაც ახლა ისინი არიან, კონკრეტული მიზეზის გამო არიან".