თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2016, 14:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 15180,
კომენტარები: 15
"მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "ნორვიჩ სიტი" U21 7-0
"იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა მეტოქე გაანადგურა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის დახმარებით "ნორვიჩი" მიწასთან გაასწორა.

უილ კინმა, რომელმაც "ევერტონთან" წაგებულ მატჩში პაუზა აიღო, "იადონებთან" სრული დაბრუნება მოახერხა და სხვადასხვა სახის 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ნამდვილი შედევრი.



ამგვარად, იჯარის წესით განათხოვრებიდან დაბრუნების შემდეგ კინის ანგარიშზე უკვე 10 გოლია ახალგაზრდულ გუნდში. ლუი ვან გაალმა, რომელიც მატჩს ესწრებოდა, "იუნაიტედის" ფორვარდის ნიჭი უნდა დააფასოს და პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსიც უნდა მისცეს. გუშინდელ მატჩში სათამაშო დრო მიიღეს პირველი გუნდის ფეხბურთელებმა: ანდრეას პერეირა, პედი მაკნეირი, გილერმო ვარელა და ადნან აინუზაი, მოედანზე გამოვიდა ტრავმამოშუშებული ფილ ჯონსიც.

სამწუხაროდ, იანუზაიმ და ვარელამ ტრავმა მიიღეს და ფეხბურთელები პირველ ტაიმში შეცვალეს.

მატჩის მიმოხილვა



საბოლოო ანგარიში: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "ნორვიჩ სიტი" U21 7:0 (2:0)

გოლები: კინი 13', 37', 47', პერეირა 51' (პერეირა); კინი 62', ფოსუ-მენსა 70', კინი 76'

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა: რომერო, ლავი, მაკნეირი, ჯონსი (ულიმიასი 58'), ვარელა (ფოსუ-მენსა 35'), ვეირი, ჰაროპი, იანუზაი, ა.პერეირა, მემფისი, კინი
გამოუყენებელი ცვლილებები: ჯ.პერეირა, პოტუელი

სატურნირო ცხრილი:

centercenter

უახლოესი შეხვედრები:

11 თებერვალი: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "მანჩესტერ სიტი" U21
15 თებერვალი: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "რედინგი" U21
20 თებერვალი: "მანჩესტერ სიტი" U21 - "მანჩესტერ იუნაიტედი"
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: martial999
9 თებერვალი 2016 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
დეპაიმ კარგად ითამაშა ძაან ისეთი გუნდი გყვავს ახალგაზდებში რომ შეიძლება ამ გუნდს მოუგოს wink wink wink
0
№12
ავტორი: AkkRed
10 თებერვალი 2016 09:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კინი ზუსტად ისეთი 9 როგორიც ჩვენ გვჭირდება ოღონდ უფრო გამოცდილი. მარტო მე მგონია რომ დეპაის გახდომაა საჭირო?
0
№13
ავტორი: deqstera
10 თებერვალი 2016 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ერთი კითხვა მაქვს კინმა ითამაშოსო და სკამზე ვის სვავთ?? ვიდეოს რო ვუყურე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო დეპაი ცოტა შებოჭილი თამაშობს ვან გაალის გამო და პლიუს ფერეირას დროზე თუ არმივცემთ დროს პოგბასავით დაგვტოვებს!!

ფორვარდებს რაც შეეხება, 23წლის ფეხბურთელი(კინი) რომელსაც ყველაზე მაღალ დონეზე რაც უთამაშია ეს დუბლებია არმჯერა, ეს რო მანჩესტერის დონე იყოს პრესტონი-შეფილდი-ქპრ-უიგანში იყო იჯარით და ოთხივეგან უნდა დაენგრია ყველაფერი ისე რო ხალხი გაეგიჟებინა!!
იგივეს თქმა შემიძლია უილსონზეც!!

ველბეკი რომელიც ასევე არიყო გასაგიჟებელი ფორვარდი და იუნაიტედში ძირითადად ზამენიდან შემოდიოდა ხოლმე, პრემიერლიგაში მყოფ სანდერლენდში რო გადავიდა საუკეთესო და შეუცვლელი იყო, მაშინ როცა ვილსონი-კინი ჩემპიონშიფის გუნდების სასტავში ძლივსხვდებიან!!
0
№14
ავტორი: t123123
10 თებერვალი 2016 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
ვან გალმა უნდა მიცეს ერტი შანსი
0
№15
ავტორი: redarmy10
10 თებერვალი 2016 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ნეტა პირველი გუნდი იგებდეს ეგეთი ანგარიშებით love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top