"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის დახმარებით "ნორვიჩი" მიწასთან გაასწორა.
უილ კინმა, რომელმაც "ევერტონთან" წაგებულ მატჩში პაუზა აიღო, "იადონებთან" სრული დაბრუნება მოახერხა და სხვადასხვა სახის 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ნამდვილი შედევრი.
ამგვარად, იჯარის წესით განათხოვრებიდან დაბრუნების შემდეგ კინის ანგარიშზე უკვე 10 გოლია ახალგაზრდულ გუნდში. ლუი ვან გაალმა, რომელიც მატჩს ესწრებოდა, "იუნაიტედის" ფორვარდის ნიჭი უნდა დააფასოს და პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსიც უნდა მისცეს. გუშინდელ მატჩში სათამაშო დრო მიიღეს პირველი გუნდის ფეხბურთელებმა: ანდრეას პერეირა, პედი მაკნეირი, გილერმო ვარელა და ადნან აინუზაი, მოედანზე გამოვიდა ტრავმამოშუშებული ფილ ჯონსიც.
სამწუხაროდ, იანუზაიმ და ვარელამ ტრავმა მიიღეს და ფეხბურთელები პირველ ტაიმში შეცვალეს.