თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2016, 14:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3459,
კომენტარები: 13
პერეირა იჯარით წასვლაზე საუბრობს
ანდრეას პერეირა ნაკლები სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოხატა.
პერეირა იჯარით წასვლაზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდრეას პერეირა სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის, რადგან მისი აზრით, ოლიმპიურ თამაშებზე წასვლის შანსი უმცირდება.

2014 წელს პსვ–დან "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.

პერეირა კი ფიქრობს, რომ ასეთი მცირე პრაქტიკით ბრაზილიის ნაკრებს რიოში ვერ წარმოადგენს.

"მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ, მედიაში გავიგე, რომ ჩემით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

არ ვიცი, ისურვებს თუ არა "იუნაიტედი" იჯარით ჩემს გაშვებას, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობის მისაღებად ვმუშაობ. "მანჩესტერი" გადაწყვეტს",
– განაცხადა პერეირამ.

ანდრეასი, რომელიც თავისი ქვეყნის 20–წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა, აღნიშნავს, რომ საშინაო ოლიმპიადაზე "სელესაოს" მაისურის მორგება გასაოცარი გრძნობა იქნება.

"ვშრომობ ბევრს "იუნაიტედში"... კარგი, ნათელია, რომ ბრაზილიელი სკაუტებისთვის მეტი სათამაშო დრო მჭირდება, ასე რომ, მეტი შანსიც მჭირდება. ოლიმპიადაზე თამაში უდიდესი ოცნებაა..

ვან გაალი ჩემგან შრომას მოითხოვს, ამის ხარჯზე კი როგორღაც შესაძლებლობაც გამოჩნდება. ამაზე ვარ კონცენტრირებული და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.

რა თქმა უნდა, ხანდახან ვღიზიანდები, რომ არ ვთამაშობ, მაგრამ მწვრთნელი ყოველთვის მელაპარაკება. მეტი სათამაშო დრო მჭირდება და კლუბი ჩემი წასვლის საკითხს ჩემს აგენტთან ერთად გადაწყვეტს".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
22 იანვარი 2016 21:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ფელაინი და იანგზე უკეტესად თამაშობს ტიპი და არ ჯერა ამ ვან გაას არაფრის არ აძლევს შანსებს წავა არენდით რა იქნება აბა დრო უნდ ამიეცეს დროო
0
№12
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2016 21:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შანსის მიცემა არ მიცემაზე კამათის რა მოგახსენოთ, მაგრამ აი ასე ჯდომას, მართლაც სჯობს სადმე წავიდეს და ითამაშოს. ოღონდ ჰოლანდია ვერაფერი ჩემპიონატია იქ რომ დაბრუნდეს, არც ეგ ვარგა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: deqstera
23 იანვარი 2016 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
General
ერთს გეტყვი, პერსპექტივა პოგბას უკეთესი ქონდა ვიდრე ფერეირას(იანუზაის ორივე მირჩევნია), მაგრამ აქ საქმე იმაშია როგორ განვითარდება!! პოგბა რო დარჩენილიყო ფერგის შეიძლება 2წელი კიდე არგადმოეყვანა, რაც შეეხება ჯობდა თუ არა ჩემს მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს ნახე მისი ვიდეოები, ან თუნდაც ბაზელთან მისი შემოსვლა გაიხსენე, ნახევარდაცვაში კი არა მთლიანად გუნდში გამორჩეული იყო!!

ფერგის მინუსი კი ის იყო რო ბოლო პერიოდშI ახალგაზრდებს არენდობოდა, იგივე ქლევერლი-ველბეკი გაცილებით ადრე უნდა დაეწირაუნებინა მათი დაწინაურების დაგვიანებით კი მათ პროგრესს შეეშალა ხელი!! აღარ რისკავდა ხოლმე და ზედმეტად შედეგზე ორიენტირებული გახდა რასაც მგონი ყველა ამჩნევდა!!
რომ არა ფერგის წასვლა იანუზაის ძირითადში არავინ გადმოიყვანდა, იგივე დღეს რა აზრი აქ ფერეირას პირველ გუნდში ყოფნას თუ არათამაშე?? მაშინ როცა პრაქტიკა თუ მიეცა გუნდში შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო იყოს მარსიალთან ერთად!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top