"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდრეას პერეირა სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის, რადგან მისი აზრით, ოლიმპიურ თამაშებზე წასვლის შანსი უმცირდება.
2014 წელს პსვ–დან "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.
პერეირა კი ფიქრობს, რომ ასეთი მცირე პრაქტიკით ბრაზილიის ნაკრებს რიოში ვერ წარმოადგენს.
"მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ, მედიაში გავიგე, რომ ჩემით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
არ ვიცი, ისურვებს თუ არა "იუნაიტედი" იჯარით ჩემს გაშვებას, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობის მისაღებად ვმუშაობ. "მანჩესტერი" გადაწყვეტს", – განაცხადა პერეირამ.
ანდრეასი, რომელიც თავისი ქვეყნის 20–წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა, აღნიშნავს, რომ საშინაო ოლიმპიადაზე "სელესაოს" მაისურის მორგება გასაოცარი გრძნობა იქნება.
"ვშრომობ ბევრს "იუნაიტედში"... კარგი, ნათელია, რომ ბრაზილიელი სკაუტებისთვის მეტი სათამაშო დრო მჭირდება, ასე რომ, მეტი შანსიც მჭირდება. ოლიმპიადაზე თამაში უდიდესი ოცნებაა..
ვან გაალი ჩემგან შრომას მოითხოვს, ამის ხარჯზე კი როგორღაც შესაძლებლობაც გამოჩნდება. ამაზე ვარ კონცენტრირებული და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.
რა თქმა უნდა, ხანდახან ვღიზიანდები, რომ არ ვთამაშობ, მაგრამ მწვრთნელი ყოველთვის მელაპარაკება. მეტი სათამაშო დრო მჭირდება და კლუბი ჩემი წასვლის საკითხს ჩემს აგენტთან ერთად გადაწყვეტს".