თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2016, 21:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3549,
კომენტარები: 14
"მეხუთე გამარჯვების მოპოვება მინდა"
ვან გაალის კომენტარი მატჩის წინ.
ლუი ვან გაალი თანხმდება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩი ინგლისის უდიდესი დაპირისპირებაა და მთავარ მწვრთნელს სურს, "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებმა "ენფილდი" ბედნიერებმა დატოვონ.

ვან გაალმა მერსეისაიდული გუნდის წინააღმდეგ ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, რაც 2014 წელს წინასასეზონო ტურნირზე ტრიუმფით დაიწყო. ამას ბრენდან როჯერსზე მოპოვებული "დუბლი" მოჰყვა გასულ სეზონში, წელს კი "ოლდ ტრაფორდის" ტრიუმფით დატოვება.

იურგენ კლოპი, ბუნდესლიგის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი, ახლა "ლივერპულს" წვრთნის და ვან გაალი კვირის ბოლოს სტადიონზე მაღალ ძაბვას ელის. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვან გაალმა მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ კონცენტრაციის დაკარგვას დრამა მოჰყვება.

როცა ჰკითხეს, არის თუ არა ეს მატჩი ინგლისში უდიდესი შეხვედრა, ვან გაალმა უპასუხა: "გულშემატკივარი სწორედ ასე მიიჩნევს და ეს უკვე ოთხჯერ შევიგრძენი. ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ ვითამაშეთ, მათ შორის აშშ-შიც. მოთამაშეებს თუ დააკვირდებით, მათაც ეტყობათ. მაგალითად, გასულ წელს სტივენ ჯერარდი შემოვიდა, მხოლოდ 30 წამი ითამაშა და გააძევეს – ასე ხშირად როდი ხდება. აგრესიულები უნდა ვიყოთ, მაგრამ თავი უნდა ვაკონტროლოთ, რაც ყოველთვის რთულია, რადგან ასეთი დონის მატჩებში წადილი ძალიან მაღალია.

ვიცი, რომ ეს მატჩი მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის. როცა "ლივერპული" დავამარცხეთ, ქომაგების რეაქცია დავინახე, ასე რომ, ნამდვილად ვიცი. მზარეულმა მაიკმაც კი მითხრა თავისი სათქმელი. ვფიქრობ, ამ მატჩში მონაწილეობისთვის ყველა მზად არის, მაგრამ სწორ დროს და სწორი განრიგით უნდა ითამაშო – კვირას შვიდის ხუთ წუთზე ვთამაშობთ, ეს კი რაღაც ახალი. ყველაფერი 90 ან 95 წუთის განმავლობაში უნდა ვაჩვენოთ, "ლივერპულის" წინააღმდეგობის ფონზე".


ვან გაალი და კლოპი ერთმანეთს გერმანიაში დაუპირისპირდნენ ოთხჯერ, როცა "ბაიერნისა" და "ბორუსიას" მწვრთნელები იყვნენ შესაბამისად, ორივე მათგანის ანგარიშზე 2–2 გამარჯვება ირიცხება. დაპირისპირება ამჯერად "ენფილდზე" გაგრძელდება და ვან გაალმა თავისი მეგობარი კონკურენტის მიერ გაწეულ სამუშაოზეც ისაუბრა.

"მისი ხელი ეტყობა და ეს მნიშვნელოვანია. ძალიან აგრესიულ და ზეწოლით სათამაშო სტილს ვხედავთ. რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგის რიტმს უნდა შეეჩვიოს და ჩემი აზრით, უკვე ამჩნევს განსხვავებას პრემიერ ლიგასა და გერმანიის ჩემპიონატს შორის.

პრემიერ ლიგის გუნდის გასაწვრთნელად შესაფერი ადამიანია, რადგან ყოველთვის ასეთი სახის ფეხბურთს აჩვენებდა და ვფიქრობ, გულშემატკივარს უნდა უყვარდეთ".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2016 10:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Fenix,
გელოდებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 იანვარი 2016 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი შედეგები აქვს ვან გაალს ლივერპულთან და იმედია ეს შედეგი ხვალეც გაგრძელდება. ლივერპულის დაცვა და მეკარე, რომ შეუთამაშებლები არიან ეს არსენალთანაც დადასტურდა. ნუ შედარებით კარგ ფორმაშია ლივერპულის შემტევი ხაზი, თუმცა ბენტეკემ თუ არ დაიწყო ძირითადიდან მაშინ პრაქტიკულად გამორიცხულია საჯარიმოში რამე ხიფათის შექმნა, თუ სმოლინგმა არ ჩააგდო თამაში რა თქმა უნდა.

"მზარეულმა მაიკმაც კი მითხრა თავისი სათქმელი"- აქაც შეეშალა სახელი ვითომ??? wink
0
№13
ავტორი: red devil
16 იანვარი 2016 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რეალურად ვისაუბროთ ეს თამაში არ იქნება ისეთი როგორსაც. ველოდებით კიდე ერთი სვარკა იქნება ვანგაალის შესრულებით. ლივერპული კონტრზე ვერ ითამაშებს და ვანგაალი ბურთს დაუჭერს. ეს იქნება მთელი იგრა ნერვებზე თამაში
0
№14
ავტორი: RedGirl
16 იანვარი 2016 15:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
90 wutit smyaro gacherdeba :D nu chemtvis yovel shentxvevashi :D

Ar vici ra. Es bayern dortmund araa sxva stilia sxva fexburtia sxva gundebia da sxva midgimebia sachiro. Advili gaseirneba ar gvelis rogorc yoveltvis, magram mainc mjera gamarjvebis.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top