ვან გაალის კომენტარი მატჩის წინ.
ლუი ვან გაალი თანხმდება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩი ინგლისის უდიდესი დაპირისპირებაა და მთავარ მწვრთნელს სურს, "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებმა "ენფილდი" ბედნიერებმა დატოვონ.
ვან გაალმა მერსეისაიდული გუნდის წინააღმდეგ ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, რაც 2014 წელს წინასასეზონო ტურნირზე ტრიუმფით დაიწყო. ამას ბრენდან როჯერსზე მოპოვებული "დუბლი" მოჰყვა გასულ სეზონში, წელს კი "ოლდ ტრაფორდის" ტრიუმფით დატოვება.
იურგენ კლოპი, ბუნდესლიგის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი, ახლა "ლივერპულს" წვრთნის და ვან გაალი კვირის ბოლოს სტადიონზე მაღალ ძაბვას ელის. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვან გაალმა მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ კონცენტრაციის დაკარგვას დრამა მოჰყვება.
როცა ჰკითხეს, არის თუ არა ეს მატჩი ინგლისში უდიდესი შეხვედრა, ვან გაალმა უპასუხა:
"გულშემატკივარი სწორედ ასე მიიჩნევს და ეს უკვე ოთხჯერ შევიგრძენი. ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ ვითამაშეთ, მათ შორის აშშ-შიც. მოთამაშეებს თუ დააკვირდებით, მათაც ეტყობათ. მაგალითად, გასულ წელს სტივენ ჯერარდი შემოვიდა, მხოლოდ 30 წამი ითამაშა და გააძევეს – ასე ხშირად როდი ხდება. აგრესიულები უნდა ვიყოთ, მაგრამ თავი უნდა ვაკონტროლოთ, რაც ყოველთვის რთულია, რადგან ასეთი დონის მატჩებში წადილი ძალიან მაღალია.
ვიცი, რომ ეს მატჩი მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის. როცა "ლივერპული" დავამარცხეთ, ქომაგების რეაქცია დავინახე, ასე რომ, ნამდვილად ვიცი. მზარეულმა მაიკმაც კი მითხრა თავისი სათქმელი. ვფიქრობ, ამ მატჩში მონაწილეობისთვის ყველა მზად არის, მაგრამ სწორ დროს და სწორი განრიგით უნდა ითამაშო – კვირას შვიდის ხუთ წუთზე ვთამაშობთ, ეს კი რაღაც ახალი. ყველაფერი 90 ან 95 წუთის განმავლობაში უნდა ვაჩვენოთ, "ლივერპულის" წინააღმდეგობის ფონზე".ვან გაალი და კლოპი ერთმანეთს გერმანიაში დაუპირისპირდნენ ოთხჯერ, როცა "ბაიერნისა" და "ბორუსიას" მწვრთნელები იყვნენ შესაბამისად, ორივე მათგანის ანგარიშზე 2–2 გამარჯვება ირიცხება. დაპირისპირება ამჯერად "ენფილდზე" გაგრძელდება და ვან გაალმა თავისი მეგობარი კონკურენტის მიერ გაწეულ სამუშაოზეც ისაუბრა.
"მისი ხელი ეტყობა და ეს მნიშვნელოვანია. ძალიან აგრესიულ და ზეწოლით სათამაშო სტილს ვხედავთ. რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგის რიტმს უნდა შეეჩვიოს და ჩემი აზრით, უკვე ამჩნევს განსხვავებას პრემიერ ლიგასა და გერმანიის ჩემპიონატს შორის.
პრემიერ ლიგის გუნდის გასაწვრთნელად შესაფერი ადამიანია, რადგან ყოველთვის ასეთი სახის ფეხბურთს აჩვენებდა და ვფიქრობ, გულშემატკივარს უნდა უყვარდეთ".წყარო:
manutd.com