თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2012, 23:36
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3331,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" 70 წლის გულშემატკივრის მადრიდული თავგადასავალი
ბრაიან ჰიუგოს სათუთად მოვლილი მოგონებები...
"მანჩესტერ იუნაიტედის" 70 წლის გულშემატკივარი ბრაიან ჰიუგო იხსენებს 1962 წელს მომხდარ ამბავს, როდესაც ის მადრიდში საყვარელი კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა და ერთ-ერთი მათგანის ოთახშიც კი დაიძინა.


თავგადასავლების ძიების სურვილი ყოველთვის მქონდა. ერთ დღესაც, 1962 წელს (21 წლის ასაკში), მადრიდში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე და გზაზე მიმავალ მანქანას უფასოდ გავყევი. მაშინ, "იუნაიტედი" ხოსე ზარაგას გამოსამშვიდებებელ მატჩში "მადრიდის რეალს" ეთამაშებოდა.

4 დღეს გაგრძელდა მგზავრობა, ამას მიმატებული ზღვის გადალახვა ესპანეთში მოსახვედრად. მაგრამ ნამდვილი თავგადასავალი დაიწყო მაშინ, როდესაც მადრიდის ქუჩებში სეირნობისას "იუნაიტედის" მეკარეს წავაწყდი! მე მასთან მივედი და გახარებულმა ვუთხარი: "მე ვიცი თქვენ ვინ ხართ!" მან ვინაობა გამომკითხა, მე კი ვუთხარი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი გულშემატკივარი ვიყავი და ბერნაბეუს სალაროში ბილეთის საყიდლად მივდიოდი. "ბილეთები მთლიანად გაყიდულია, მაგრამ შეგიძლია სასტუმროში წამოხვიდე. იქ ჩვენ ბილეთს გიშოვით." - მიპასუხა მან. არ მჯეროდა, რომ ასე გამიმართლა...

4 დღის უძილო და მშიერი სასტუმროში მივედი, სადაც გუნდის ფეხბურთელები ვნახე. სასადილოში სერ მატ ბასბი კლუბის დირექტორ ჰაროლდ ჰარდმენთან და სამ ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც ჭამა დაამთავრეს, ისინი გამოვიდნენ იმ ფანის სანახავად, რომელიც ინგლისიდან ესპანეთში საყვარელი გუნდის თამაშის საყურებლად ჩავიდა. ისინი გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ მადრიდში მხოლოდ შოკოლადით, ვაშლით, ცოტა პურით და პატარა ჩანთით ვიყავი ჩასული. ჩანთიდან ღრუბელის პატარა ნაწილი ამოიღეს და მკითხეს თუ რისთვის მინდოდა. "ეს ჩემი ბალიშია". - ვუპასუხე მე. "შეშლილი ხარ" - სიცილით მითხრეს მათ.

მაშინნდელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ნოელ ქენთველმა ხელი გადამხვია, საჭმელი მომაწოდა და ჩემი მგზავრობის შესახებ კითხვები მომაყარა: "როგორ ჩამოხვედი აქამდე? რამდენი დაგიჯდა?". სხვებთან ერთად ჟურნალისტებიც მისმენდნენ და ჩემს ნათქვამს იწერდნენ. როდესაც დავასრულე, ნოელმა მითხრა: "ძალიან დაღლილხარ, ღამის გასათევი გჭირდება. წამოდით ბიჭებო, ზევით ავიყვანოთ და ოთახი ვუშოვნოთ." შემდეგ მან მითხრა, რომ მის ოთახში უნდა დამეძინა, თვითონ კი თავის რომელიმე მეგობართან შევიდოდა. შემპირდა, რომ სტადიონზე წასვლის დრო როცა მოვიდოდა, გამაღვიძებდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ნოელი დაბრუნდა და მითხრა: "ოთახში ჩემი წვერის საპარსი დევს, მოწესრიგდი - მისტერ ბასბის შენთან ლაპარაკი უნდა."

მისი თხოვნა შევასრულე და დაბლა ჩავედი. იქ სერ მატ ბასბი დამხვდა თავის გუნდთან ერთად. "ჩვენი გულშემატკივრები საუკეთესონი არიან მთელს მსოფლიოში! მე ვამაყობ თქვენნაირებით!" - თქვა ბასბიმ ჩემს დანახვაზე. "არის კიდევ რამ, რითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, შვილო?". მე ჩემი შანსი გამოვიყენე და მატ ბასბის თამამად ვუთხარი: "მისტერ ბასბი, იცით რომ "მადრიდის რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯერ არცერთ არაესპანურ კლუბს არ დაუმარცხებია?"
"ბიჭებო! გაიგონეთ რა თქვა? ამაღამ ეს სიტყვები კიდევ უფრო გაგამხნევებთ." - თქვა ბასბიმ.
საბედნიეროდ, "მანჩესტერელებმა" ეს მატჩი 2-0 მოიგეს დენის ლოუს ბრწყინვალე ფორმის წყალობით. სწორედ მან მომცა თამაშის ბილეთი.

ამის შემდეგ, ნოელმა მე და ჩემი ჩემი ისტორია ერთ-ერთ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში ახსენა. გაზეთის გვერდის ეს ნაწილი ამოჭრილი მაქვს და საფულეთი მუდამ თან ვატარებ. ეს ისტორია 100-ჯერ მაინც მაქვს მოყოლილი, მაგრამ ამ ამბის გახსენებით მე არასდროს დავიღლები...

წყარო: manutd.com
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: w.rooney
14 ოქტომბერი 2012 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
magari kaci
0
№12
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 22:03
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მაგარი კაციიიიიიიიიიი :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top