თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2012, 23:36
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3331,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" 70 წლის გულშემატკივრის მადრიდული თავგადასავალი
ბრაიან ჰიუგოს სათუთად მოვლილი მოგონებები...
"მანჩესტერ იუნაიტედის" 70 წლის გულშემატკივარი ბრაიან ჰიუგო იხსენებს 1962 წელს მომხდარ ამბავს, როდესაც ის მადრიდში საყვარელი კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა და ერთ-ერთი მათგანის ოთახშიც კი დაიძინა.


თავგადასავლების ძიების სურვილი ყოველთვის მქონდა. ერთ დღესაც, 1962 წელს (21 წლის ასაკში), მადრიდში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე და გზაზე მიმავალ მანქანას უფასოდ გავყევი. მაშინ, "იუნაიტედი" ხოსე ზარაგას გამოსამშვიდებებელ მატჩში "მადრიდის რეალს" ეთამაშებოდა.

4 დღეს გაგრძელდა მგზავრობა, ამას მიმატებული ზღვის გადალახვა ესპანეთში მოსახვედრად. მაგრამ ნამდვილი თავგადასავალი დაიწყო მაშინ, როდესაც მადრიდის ქუჩებში სეირნობისას "იუნაიტედის" მეკარეს წავაწყდი! მე მასთან მივედი და გახარებულმა ვუთხარი: "მე ვიცი თქვენ ვინ ხართ!" მან ვინაობა გამომკითხა, მე კი ვუთხარი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი გულშემატკივარი ვიყავი და ბერნაბეუს სალაროში ბილეთის საყიდლად მივდიოდი. "ბილეთები მთლიანად გაყიდულია, მაგრამ შეგიძლია სასტუმროში წამოხვიდე. იქ ჩვენ ბილეთს გიშოვით." - მიპასუხა მან. არ მჯეროდა, რომ ასე გამიმართლა...

4 დღის უძილო და მშიერი სასტუმროში მივედი, სადაც გუნდის ფეხბურთელები ვნახე. სასადილოში სერ მატ ბასბი კლუბის დირექტორ ჰაროლდ ჰარდმენთან და სამ ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც ჭამა დაამთავრეს, ისინი გამოვიდნენ იმ ფანის სანახავად, რომელიც ინგლისიდან ესპანეთში საყვარელი გუნდის თამაშის საყურებლად ჩავიდა. ისინი გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ მადრიდში მხოლოდ შოკოლადით, ვაშლით, ცოტა პურით და პატარა ჩანთით ვიყავი ჩასული. ჩანთიდან ღრუბელის პატარა ნაწილი ამოიღეს და მკითხეს თუ რისთვის მინდოდა. "ეს ჩემი ბალიშია". - ვუპასუხე მე. "შეშლილი ხარ" - სიცილით მითხრეს მათ.

მაშინნდელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ნოელ ქენთველმა ხელი გადამხვია, საჭმელი მომაწოდა და ჩემი მგზავრობის შესახებ კითხვები მომაყარა: "როგორ ჩამოხვედი აქამდე? რამდენი დაგიჯდა?". სხვებთან ერთად ჟურნალისტებიც მისმენდნენ და ჩემს ნათქვამს იწერდნენ. როდესაც დავასრულე, ნოელმა მითხრა: "ძალიან დაღლილხარ, ღამის გასათევი გჭირდება. წამოდით ბიჭებო, ზევით ავიყვანოთ და ოთახი ვუშოვნოთ." შემდეგ მან მითხრა, რომ მის ოთახში უნდა დამეძინა, თვითონ კი თავის რომელიმე მეგობართან შევიდოდა. შემპირდა, რომ სტადიონზე წასვლის დრო როცა მოვიდოდა, გამაღვიძებდა. რამდენიმე საათის შემდეგ, ნოელი დაბრუნდა და მითხრა: "ოთახში ჩემი წვერის საპარსი დევს, მოწესრიგდი - მისტერ ბასბის შენთან ლაპარაკი უნდა."

მისი თხოვნა შევასრულე და დაბლა ჩავედი. იქ სერ მატ ბასბი დამხვდა თავის გუნდთან ერთად. "ჩვენი გულშემატკივრები საუკეთესონი არიან მთელს მსოფლიოში! მე ვამაყობ თქვენნაირებით!" - თქვა ბასბიმ ჩემს დანახვაზე. "არის კიდევ რამ, რითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, შვილო?". მე ჩემი შანსი გამოვიყენე და მატ ბასბის თამამად ვუთხარი: "მისტერ ბასბი, იცით რომ "მადრიდის რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯერ არცერთ არაესპანურ კლუბს არ დაუმარცხებია?"
"ბიჭებო! გაიგონეთ რა თქვა? ამაღამ ეს სიტყვები კიდევ უფრო გაგამხნევებთ." - თქვა ბასბიმ.
საბედნიეროდ, "მანჩესტერელებმა" ეს მატჩი 2-0 მოიგეს დენის ლოუს ბრწყინვალე ფორმის წყალობით. სწორედ მან მომცა თამაშის ბილეთი.

ამის შემდეგ, ნოელმა მე და ჩემი ჩემი ისტორია ერთ-ერთ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში ახსენა. გაზეთის გვერდის ეს ნაწილი ამოჭრილი მაქვს და საფულეთი მუდამ თან ვატარებ. ეს ისტორია 100-ჯერ მაინც მაქვს მოყოლილი, მაგრამ ამ ამბის გახსენებით მე არასდროს დავიღლები...

წყარო: manutd.com
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
13 ოქტომბერი 2012 23:37
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ეს სიახლე იმ საიტზეც მედო. კარგი ისტორიაა ხშირად არ ხდებოდა ძველ დროში ასეთები manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: rooney-nika
13 ოქტომბერი 2012 23:38
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ვიცი ეს ისტორია სააღოლ:* მანჩესტერთან ერთად ყოფნა კარგია... მეკარე love

ვინ იყო მაშინ მეკარე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№3
ავტორი: Jubo
13 ოქტომბერი 2012 23:41
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
rooney-nika,
David Gaskell
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: rooney-nika
13 ოქტომბერი 2012 23:44
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
...RooNeY...FaN...,
აჰა გასაგებია.. რანაირი ფოტოა:D ფეხები:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№5
ავტორი: VaRdo
13 ოქტომბერი 2012 23:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ფავორიტებში ჩავაგდებ და მერე წავიკითხავ. ესეთი სტატიები მაგრად მევასება <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2012 00:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ვიცი, კიდევ გეტყვი საროლ cerealguy
0
№7
ავტორი: Amanda Seyfried
14 ოქტომბერი 2012 00:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
იქ წავიკითხე და ეხლა მეზარება,თან ერთი და იგივეა fuckthatbitch
0
№8
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2012 10:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ეს ვიცი მაგარი ისტორიაა ძან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: BERDI
14 ოქტომბერი 2012 11:58
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ეს სტატია მახსოვს ძველ საიტზე. მაგარი კაცია რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: The Lucky One
14 ოქტომბერი 2012 12:35
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 132
ძველ საიტზე მქონდა ეს წაკიტხული მაგარია likeaboss
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top