თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2015, 21:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3936,
კომენტარები: 13
"ვინმეს ბოდიშის მოხდა გსურთ?"
ვან გაალი მატჩის წინ.
ლუი, გმადლობთ დროის დათმობისთვის. არსენ ვენგერმა დღეს განაცხადა, რომ ეს უპატივცემულობაა. ეთანხმებით?

ამ ოთახში მყოფთაგან ვინმეს გსურთ ბოდიშის მოხდა? არავის? ასეც ვფიქრობდი. მეგონა, უკვე გამაძევეს, ამის შესახებ წავიკითხე. ჩემი შემცვლელი უკვე აქ არის.

თქვენი აზრით, როგორ გრძნობენ თავს ჩემი ცოლი ან შვილები, ან შვილიშვილები? ან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები? ან ჩემი მეგობრები? რას ფიქრობთ? მათ დამირეკეს. ბევრჯერ. არსენ ვენგერმაც კი თქვა რაღაც ამის შესახებ. ფიქრობთ, ახლა პრესასთან საუბარი მინდა? აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ პრემიერ ლიგის წესები მავალდებულებს. თუ რამეს ვამბობ, სიტყვებს თქვენებურად იყენებთ.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებში თავდაჯერებულობის ამაღლებას ვცდილობდი. მთელი კვირაა ამას ვაკეთებ. მოთამაშეებთან, ჩემი შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საშობაო სადილი გვქონდა, რომელზეც სიტყვით გამოვედი. კარინგტონზე, ჩვენს სავარჯიშო კომპლექსზე ყველას მხარდაჭერას ვგრძნობ. მაგრამ იგივეს ვერ ვგრძნობ მედიისგან. წარმომიდგენია, რას დაწერთ. ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ ოთხი კვირის წინ პირველ ადგილზე ვიყავით და ოთხი კვირის შემდეგ ისევ შეგვიძლია იქ მოხვედრა.

ეს დიდი კლუბია. "მანჩესტერ იუნაიტედი". როცა შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და არც მხარდაჭერაა ძველებური, ნუთუ არ ელოდებით ამ სიტუაციის განსჯას?

არა, ასე არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ, რომ ამას გააკეთებთ. თქვენ ფაქტებზე ხართ დამოკიდებული. ალექს ფერგიუსონმა, დევიდ გილმა და ედ ვუდვორდმა დამირეკეს, რადგან თქვენ რაღაც ძალიან ცუდს ქმნით. რაღაცას, რაც ფაქტი არ არის. ახლა კითხვებზე პასუხის გაცემა მომიწევს. არა მგონია, ამის გაკეთება მინდოდეს.

მაგრამ ფაქტებზე საუბრისას...

ახლა მინდა ვთქვა, რომ "სტოკ სიტიზე" ვარ კონცენტრირებული და ჩემი ფეხბურთელების დახმარებაზე. ბედნიერ შობას გისურვებთ და ალბათ, ახალ წელსაც, თუ ისევ შევხვდებით. ღვინოთი, ხორცითა და ნამცხვრით ისიამოვნეთ. ნახვამდის.

პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
24 დეკემბერი 2015 00:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რა უნდა ახლა ამას, მედია და გულშემატკივარი ყოველთვის მასე რეაგირებს.
და ძალიანაც კარგია, იქნებ გამოფხიზლდეს.
0
№12
ავტორი: Lev
24 დეკემბერი 2015 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ეხლა სტოკთანაც წააგებ და მამლაყინწობას ხალისი აღარ გექნება და მერე ფანებისგან დასაცავად მცველს კი არ დაგიქირავებენ როგორც მოითხოვე შეიძლება სპეცნაზმა მიგაცილოს აეროპორტამდე რომ ტრაკში ვინმემ წვეტიანი ბრიტანული ტუფლი არ შეგირჭოს შე უტიფარო ყ----------ო!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№13
ავტორი: AkkRed
24 დეკემბერი 2015 11:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მედიასთან და სიტყვით გამოსვლაში მართლა ძლიერია. თვითდაჯერებული საუბრობს თამაშებს, რომ არ უყურო იფიქრებ ამის გუნდი დაფრინავს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა მწვანე მოედანზე. იმედია შეძლებს რამის შეცვლას და გვანახებს, რომ მარტო სიტყვები არაა ამ კაცის დასაფასებელი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top