თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2015, 21:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3943,
კომენტარები: 13
"ვინმეს ბოდიშის მოხდა გსურთ?"
ვან გაალი მატჩის წინ.
ლუი, გმადლობთ დროის დათმობისთვის. არსენ ვენგერმა დღეს განაცხადა, რომ ეს უპატივცემულობაა. ეთანხმებით?

ამ ოთახში მყოფთაგან ვინმეს გსურთ ბოდიშის მოხდა? არავის? ასეც ვფიქრობდი. მეგონა, უკვე გამაძევეს, ამის შესახებ წავიკითხე. ჩემი შემცვლელი უკვე აქ არის.

თქვენი აზრით, როგორ გრძნობენ თავს ჩემი ცოლი ან შვილები, ან შვილიშვილები? ან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები? ან ჩემი მეგობრები? რას ფიქრობთ? მათ დამირეკეს. ბევრჯერ. არსენ ვენგერმაც კი თქვა რაღაც ამის შესახებ. ფიქრობთ, ახლა პრესასთან საუბარი მინდა? აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ პრემიერ ლიგის წესები მავალდებულებს. თუ რამეს ვამბობ, სიტყვებს თქვენებურად იყენებთ.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებში თავდაჯერებულობის ამაღლებას ვცდილობდი. მთელი კვირაა ამას ვაკეთებ. მოთამაშეებთან, ჩემი შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საშობაო სადილი გვქონდა, რომელზეც სიტყვით გამოვედი. კარინგტონზე, ჩვენს სავარჯიშო კომპლექსზე ყველას მხარდაჭერას ვგრძნობ. მაგრამ იგივეს ვერ ვგრძნობ მედიისგან. წარმომიდგენია, რას დაწერთ. ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ ოთხი კვირის წინ პირველ ადგილზე ვიყავით და ოთხი კვირის შემდეგ ისევ შეგვიძლია იქ მოხვედრა.

ეს დიდი კლუბია. "მანჩესტერ იუნაიტედი". როცა შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და არც მხარდაჭერაა ძველებური, ნუთუ არ ელოდებით ამ სიტუაციის განსჯას?

არა, ასე არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ, რომ ამას გააკეთებთ. თქვენ ფაქტებზე ხართ დამოკიდებული. ალექს ფერგიუსონმა, დევიდ გილმა და ედ ვუდვორდმა დამირეკეს, რადგან თქვენ რაღაც ძალიან ცუდს ქმნით. რაღაცას, რაც ფაქტი არ არის. ახლა კითხვებზე პასუხის გაცემა მომიწევს. არა მგონია, ამის გაკეთება მინდოდეს.

მაგრამ ფაქტებზე საუბრისას...

ახლა მინდა ვთქვა, რომ "სტოკ სიტიზე" ვარ კონცენტრირებული და ჩემი ფეხბურთელების დახმარებაზე. ბედნიერ შობას გისურვებთ და ალბათ, ახალ წელსაც, თუ ისევ შევხვდებით. ღვინოთი, ხორცითა და ნამცხვრით ისიამოვნეთ. ნახვამდის.

პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2015 21:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არ შემიძლია, მედიასთან ურთიერთობის გამო ტაში არ დავუკრა ამ კაცს. მოსვა ყველა თავის ადგილზე და ამდენი სულელური ინფორმაციის გამო შესაბამისი პასუხები გასცა.

ამ ინტერვიუზე კი ეტყობა, რომ საშინლად ნაწყენია, თუმცა ამაყიც იმით, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი შეუძლია თავი არ დაკარგოს. პიროვნული ღირსებები ნამდვილად ბევრი აქვს ლუის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ViDa
23 დეკემბერი 2015 21:21
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
:))))))

იმედია ამ ამბების შემდეგ შეცვლის რაღაცას გუნდში, რაც გზაზე დააყენებს გუნდს. მისი გაბრაზება არავის არ ანაღვლებს ამ ეტაპზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: GeorgeBest
23 დეკემბერი 2015 21:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა ცუდი ენა აქვს wink ნეტა ესე უსრულებდე ფეხბურთელებსაც და სხვა გუნდებსაც მოედანზე winked

სტოკთან წაგება არაფერს გადაწყვეტს, არამგონია დათხოვნის მიზეზი ეგ გახდეს, მსგავსი მიზეზები საკამრისად ჰქონდათ. ყველაზე დიიდ მიზეზები მოურინიო და გუარდიოლა უნდა იყვნენ, მაგრამ რაღAც არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას
0
№4
ავტორი: chudikone
23 დეკემბერი 2015 21:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაგრად მიასვი მედიას მაგრამ მაინც არ ხარ გუნდში გასაჩერებელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 დეკემბერი 2015 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ტიპი რა გაბრაზებულია wink თუმცა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს ვან გაალმა. როცა მანჩესტერის მწვთნელი ხარ ესეთ თამაშს და შედეგს არავინ გაპატიებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არ იცოდა ვან გაალმა, მაგრამ მისი ეს თავდაჯერებულობა საბოლოო ჯამში დამღუპველი აღმოჩნდა. ვნახოთ როგორ აისახება მისი ეს გაბრაზება სტოკთან მატჩში, მაგრამ არა მგონია რამე შეიცვალოს.
0
№6
ავტორი: Best 7
23 დეკემბერი 2015 22:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რეალი ბენიტეზს აგდებს რონალდოს სიტყვა რო გაუბრუნა მაგიტომ და ჩვენ რომელ ტრაკში ვართ არ ვიცით და ფილოსოფოს მწვრთნელს ვტოვებთ გუნდში
0
№7
ავტორი: dachi_mu
23 დეკემბერი 2015 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ოოოოო ლუი ჩამოკარი შე ცენზურაო :D აგერ ირაკლა გადადგა ღარიბაშვილი და შენ რით ვერ შეელიე მაგ სკამს...დარწმუნებული ვარ იმაზე მოეშალა ნერვები რო ვადა მისცეს. და საქმე სერიოზულადაა..თორემ მედია აქამდეც აკრიტიკებდა ამას :)
0
№8
ავტორი: RojoDiablo
23 დეკემბერი 2015 22:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Best 7,
იმ გუნდს რა ვუთხარი, ფეხბურთელის ჭკუაზე რომ გაივლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 დეკემბერი 2015 23:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გაბრაზებულა ლუი ბატონი
0
№10
ავტორი: Count Alucard
23 დეკემბერი 2015 23:54
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იქნებ ახლა მაინც მიხვდეს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top