თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 08:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2187,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ლესტერთან" მატჩის შესახებ.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
"წითლებს" გამარჯვება შეეძლოთ

"ერთი ქულით მოხარული არ ვარ, რადგან უკეთესი გუნდი ვიყავით. 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ ფრე ვითამაშეთ. ვგრძნობ, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი: "თუ სეზონის ბოლოს ჩემპიონობა გსურთ, ასეთ მატჩებს უნდა იგებდეთ".

ვარდის გოლი

"წარმოიდგინეთ, რომ ამის შესაჩერებლად მზად ვიყავით, რადგან ეს "ლესტერის" დონეა. ვიცოდით, რომ კონტრშეტევებზე ფანტასტიკურები არიან. დაუჯერებელია, რომ ეს მოხდა, განსაკუთრებით კუთხურის შემდეგ. გოლი გავატანინეთ, მაგრამ ვარდის დამსახურებაც არის. კუთხურის დროს კარგი მომზადება გვქონდა, მაგრამ გოლი მაინც გავუშვით, რაც სამწუხაროა".

სტანდარტულების გაუმჯობესება

"ჩამწოდებლის, დეილი ბლინდის დამსახურებაა. როცა ასე კარგად აწვდი, ყოველთვის სახიფათო ხარ. ასევე იყო პსვ-ს წინააღმდეგაც. ჩამწოდებელი შევცვალეთ და ეს არის მიზეზი".

მეტი შანსების საჭიროება

"დიახ, ეს ვიცით. მესამე ან მეოთხე ფაზაში უფრო მეტი უნდა შეგვექმნა, მაგრამ რთული იყო, რადგან თქვენც ხედავდით, მოედანზე სად იდგა "ლესტერი" - 60 მეტრის მანძილზე. შენს წინ უამრავი ადამიანია, მაგრამ შანსები უნდა შეგვექმნა, რათა დაგვემარცხებინა. მეორე ტაიმში გატანა შეგვეძლო, როცა შვაინშტაიგერმა მეორედ დაარტყა თავით ან მემფისს თავისი მომენტის დროს ბურთი უკეთ რომ გაეკონტროლებინა, გოლი იქნებოდა. უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა ამას გავაკეთებთ".

რუნის შეცვლა

"უეინი ოდნავ დაშავდა, მის იარას ნახავდით. თავდამსხმელის შეცვლა მსურდა, რადგან უკან ვერ დარბოდნენ. შემეძლო მარსიალი გამეყვანა, რადგან ვერც ის აკეთებდა ამას, მაგრამ რუნი შეცვალე, რადგან ტრავმა ჰქონდა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Beckham.7
29 ნოემბერი 2015 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
''უკეთესი გუნდი ვიყავით''.ყოველი წაგებული ან ფრედ დამთავრებული მატჩის შემდეგ ეს აკერია პირზე. -_-
0
№12
ავტორი: red devil
30 ნოემბერი 2015 07:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამან უკვე ძაან გაუბერა და არ შეიძლება ეგრე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top