თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 08:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2190,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდეგ
ლუი ვან გაალის კომენტარი "ლესტერთან" მატჩის შესახებ.
ვან გაალი მატჩის შემდეგ
"წითლებს" გამარჯვება შეეძლოთ

"ერთი ქულით მოხარული არ ვარ, რადგან უკეთესი გუნდი ვიყავით. 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ ფრე ვითამაშეთ. ვგრძნობ, რომ ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი: "თუ სეზონის ბოლოს ჩემპიონობა გსურთ, ასეთ მატჩებს უნდა იგებდეთ".

ვარდის გოლი

"წარმოიდგინეთ, რომ ამის შესაჩერებლად მზად ვიყავით, რადგან ეს "ლესტერის" დონეა. ვიცოდით, რომ კონტრშეტევებზე ფანტასტიკურები არიან. დაუჯერებელია, რომ ეს მოხდა, განსაკუთრებით კუთხურის შემდეგ. გოლი გავატანინეთ, მაგრამ ვარდის დამსახურებაც არის. კუთხურის დროს კარგი მომზადება გვქონდა, მაგრამ გოლი მაინც გავუშვით, რაც სამწუხაროა".

სტანდარტულების გაუმჯობესება

"ჩამწოდებლის, დეილი ბლინდის დამსახურებაა. როცა ასე კარგად აწვდი, ყოველთვის სახიფათო ხარ. ასევე იყო პსვ-ს წინააღმდეგაც. ჩამწოდებელი შევცვალეთ და ეს არის მიზეზი".

მეტი შანსების საჭიროება

"დიახ, ეს ვიცით. მესამე ან მეოთხე ფაზაში უფრო მეტი უნდა შეგვექმნა, მაგრამ რთული იყო, რადგან თქვენც ხედავდით, მოედანზე სად იდგა "ლესტერი" - 60 მეტრის მანძილზე. შენს წინ უამრავი ადამიანია, მაგრამ შანსები უნდა შეგვექმნა, რათა დაგვემარცხებინა. მეორე ტაიმში გატანა შეგვეძლო, როცა შვაინშტაიგერმა მეორედ დაარტყა თავით ან მემფისს თავისი მომენტის დროს ბურთი უკეთ რომ გაეკონტროლებინა, გოლი იქნებოდა. უნდა დაველოდოთ მომენტს, როცა ამას გავაკეთებთ".

რუნის შეცვლა

"უეინი ოდნავ დაშავდა, მის იარას ნახავდით. თავდამსხმელის შეცვლა მსურდა, რადგან უკან ვერ დარბოდნენ. შემეძლო მარსიალი გამეყვანა, რადგან ვერც ის აკეთებდა ამას, მაგრამ რუნი შეცვალე, რადგან ტრავმა ჰქონდა".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2015 09:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აუ, მაგარი კაცია wink კონტრშეტევებზე როგორ თამაშობენ ვიცოდიო და კუთხური ბლინდს ჩააწოდებინა, რომელზეც უკეთ თამაშს ალბათ ვერავინ კითხულობს, თავდასხმაში კი სმოლინგი ჩაჰყავს, რომელზე უკეთესი დაცვაში არავინაა derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
29 ნოემბერი 2015 10:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
Exla amushavebs taqtikas, turme de gea magrad igebs meore sartulze burtebs da karoche kutxurs rom movawvdit davida mowinaamgdegis sajarimoshi gagvechiteba xolme.
0
№3
ავტორი: AkkRed
29 ნოემბერი 2015 10:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამის ფსიქიკა ნამეტანად გააქარწლულია, სანამ დროა უნდა მოაშორონ. თვითონ ვეღარ აზროვნებს ნორმალურად უკვე.
0
№4
ავტორი: Berba 9
29 ნოემბერი 2015 11:30
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გადამრევ შენ, სად დომინირებდი მე ვერ დავინახე დომინირება, ბურთი გეჭირა და საჯარიმოსთან ახლოს არ ყოფილხარ, 2 მომენტს თუ შექმნი და იმას ეძახი დომინირებას მაშინ არ ვიცი რაა.

ამას გონია, რომ თუ ბურთის ფლობა 65ზე მეტი აქვს და ტაიმში 2-ჯერ დაარტყავს გუნდი, ესეიგი ეგაა დომინირებს გუნდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Mufc7
29 ნოემბერი 2015 11:47
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როგორ მიცრუვდება ის იმედები, რაც მქონდა! როგორ არ ველოდი მე ასეთ შედეგებს! როგორ მეგონა, რომ უკეთესობისკენ შეცვლიდა სიტუაციას გუნდში ეს კაცი! და როგორ ყველა იმედი მიცრუვდება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ნოემბერი 2015 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სასაცილო ხდება უკვე ეს ყველაფერი რაა. შე კაი კაცო თუ იცოდი რო კარგ კონტრშეტევბს აკეთებდნენ ბლინდს რაღატო აწოდებინებდი კუთხურს და ის დანარჩენი 2 მცველიც რაღას ჩაგყავდა საჯარიმოში??? ეს ეხლა აქედანაც იმასშვრება და იქიდანაც იმასშვრება areyoukiddingme
0
№7
ავტორი: temo-scholes
29 ნოემბერი 2015 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ვახო ( G G M U),
wink საგოლ ვახო ჩაგეთვალა... wink

გაალი გასაშვებია და თან რაც შეილება მალე...! კარლიტოს ან პეპის ვარიანტიდან ერთ-ართი უნდა შეირჩეს..... მო ორთავე მომწონს, მაგრამ ანჩელოტს უფრო ვემხრობი....

მერე კი უეცჰველად გიგზი უნდა მოვიდეს!
smile
0
№8
ავტორი: UTD-Rule
29 ნოემბერი 2015 14:44
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
RojoDiablo,
მეტს ვერაფერს დაამატებ wink ამ ბოლო დროს რას ბაზრობს ვერ მიხვდება კაცი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2015 15:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი დაშავდა და იმიტომ შეცვალე თორე მოედანზე რო იყო დაიმხო ყველაფერი. ბასტიანი უფრო წინ იჩითებოდა ვიდრე რუნი, უკვე კაი ხანია შრეკი დაიკარგა და მაგის მობრუნების იმედი არ მაქვს
0
№10
ავტორი: redarmy10
29 ნოემბერი 2015 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რას დომინირებდი მთელი მატჩის განმავლობაში 1 ან 2 ნორმალური მომენტი თუ გვქონდა და ესაა დომინირებაა? ვან გაალ ში* ხომ არ გაქ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top