თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2015, 09:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2743,
კომენტარები: 11
ვან გაალის კომენტარი თასიდან გამოვარდნაზე
ლუი ვან გაალი მატჩის შემდგომ.
ვან გაალის კომენტარი თასიდან გამოვარდნაზე
არაპროგრესულობით განაწყენება

იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენი შანსებიდან ბევრი ადვილად უნდა დაგვესრულებინა და ვერ მოვახერხეთ, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ.

ცუდი შესრულება

ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ უფრო მეტი მომენტი გვქონდა, ვიდრე "სიტის" და ერთ-ერთი მათგანი უნდა გამოგვეყენებინა. "სიტის" წინააღმდეგ იმდენი მომენტი არ შეგვიქმნია, რამდენიც დღეს, მაგრამ უნდა დაგვესრულებინა. ბევრი ფეხბურთელი იყო დასრულებით ფაზაში და ვერ გააკეთეს. არა ერთი ფეხბურთელი, არამედ რამდენიმე, ამიტომ ცოტა სამწუხაროა. მაგრამ ასე მოხდა და ახლა უნდა განვაგრძოთ.

უიღბლობა, უთასობა

გასულ წელს ამ თასიდან პირველივე მატჩში გავვარდით. ახლა 16 გუნდს შორის ვიყავით და უნდა მოგვეგო. მაგრამ, კარგი, არ გაგვიმართლა. უნდა ვთქვა, რომ იღბალი უნდა გააძლიერო. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ასევე არ გაგვიმართლა, მაგრამ ყოველ კვირას ვერ გავიმეორებ, რომ უიღბლოები ვართ. იღბალი უნდა გააძლიერო.

პოზიტიური ნაწილი

რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. უნდა აღვნიშნო, რომ ამით ძალიან ვამაყობ, რადგან "მიდლსბროსთან" თამაში ადვილი არ არის. ჩემი რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რამდენიმე მათგანით იმედგაცრუებული. ასეთია მწვრთნელის ცხოვრება.

"სელჰარსტ პარკის" მოლოდინი

"კრისტალ პალასიც" დამარცხდა და დღეს რთული ღამე ჰქონდა. სპორტში, ვიცით, შეიძლება წააგო, მაგრამ უნდა გააგრძელო, ჩვენ გავაგრძელებთ და მოვიგებთ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
30 ოქტომბერი 2015 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გაუშვან ვითომ ფილოსოფოსი და მოიყვანონ კარლიტო სანამ მაგასაც ვინმე დაითრევდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top