თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2015, 09:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2743,
კომენტარები: 11
ვან გაალის კომენტარი თასიდან გამოვარდნაზე
ლუი ვან გაალი მატჩის შემდგომ.
ვან გაალის კომენტარი თასიდან გამოვარდნაზე
არაპროგრესულობით განაწყენება

იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენი შანსებიდან ბევრი ადვილად უნდა დაგვესრულებინა და ვერ მოვახერხეთ, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ.

ცუდი შესრულება

ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ უფრო მეტი მომენტი გვქონდა, ვიდრე "სიტის" და ერთ-ერთი მათგანი უნდა გამოგვეყენებინა. "სიტის" წინააღმდეგ იმდენი მომენტი არ შეგვიქმნია, რამდენიც დღეს, მაგრამ უნდა დაგვესრულებინა. ბევრი ფეხბურთელი იყო დასრულებით ფაზაში და ვერ გააკეთეს. არა ერთი ფეხბურთელი, არამედ რამდენიმე, ამიტომ ცოტა სამწუხაროა. მაგრამ ასე მოხდა და ახლა უნდა განვაგრძოთ.

უიღბლობა, უთასობა

გასულ წელს ამ თასიდან პირველივე მატჩში გავვარდით. ახლა 16 გუნდს შორის ვიყავით და უნდა მოგვეგო. მაგრამ, კარგი, არ გაგვიმართლა. უნდა ვთქვა, რომ იღბალი უნდა გააძლიერო. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ასევე არ გაგვიმართლა, მაგრამ ყოველ კვირას ვერ გავიმეორებ, რომ უიღბლოები ვართ. იღბალი უნდა გააძლიერო.

პოზიტიური ნაწილი

რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს. უნდა აღვნიშნო, რომ ამით ძალიან ვამაყობ, რადგან "მიდლსბროსთან" თამაში ადვილი არ არის. ჩემი რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რამდენიმე მათგანით იმედგაცრუებული. ასეთია მწვრთნელის ცხოვრება.

"სელჰარსტ პარკის" მოლოდინი

"კრისტალ პალასიც" დამარცხდა და დღეს რთული ღამე ჰქონდა. სპორტში, ვიცით, შეიძლება წააგო, მაგრამ უნდა გააგრძელო, ჩვენ გავაგრძელებთ და მოვიგებთ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ოქტომბერი 2015 09:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რომელ რეალიზაციაზე ლაპარაკობს ერთი ვიცოდე. სულ ფელაინის რომ უწოდებდით? მიწაზე მომენტი არ შეგვიქმნია თან ვერ იტყვი, რომ მთელი გუნდით იცავდნენ თავს. მესმის, შემადგენლობა არ იყო ძირითადი, მაგრამ ასეთ ფეხბურთელებსაც კი სხვა რამეს უნდა ავალებდე და ასრულებდნენ. მე ერთადერთი ტაქტიკა დავინახე - ჩაუწოდეთ ფელაინის და რამე იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
29 ოქტომბერი 2015 10:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
areyoukiddingme მეტს ვერაფერს ვიტყვი
0
№3
ავტორი: Martial
29 ოქტომბერი 2015 10:09
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დეპაი სკამზე :)) არ იმსახურებს ძირითადს :))
0
№4
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2015 10:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინდელი მატჩის ნათელი მხარე პერეირა იყო. სამ პოზიციაზე ითამაშა კაცმა და სამივეგან ყველაზე მეტს ცდლობდა. სანამ ეგ უკან არ დაწია ფელაინის მაგივრად ბურთი ვერ ამოვიტანეთ. ძალიან მაგარია შუაში, კარგად ანაწილებს და უკანაც კარგად თამაშობს. დრო სჭირდება, გამოცდილებას მიიღებს და მჯერა რომ დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ოქტომბერი 2015 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი ბევრიც არაა სათქმელი ალბათ ამ მატჩზე. პირველი ტაიმი საშინელება იყო, მეორე ტაიმში თითქოს მოვუმამტეთ და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ რათ გინდა გოლი მაინც ვერ გაიტანეს. მარტო ჩაწოდებები მიდოდა ფელაინზე და მარსიალი თუ იზავდა რამეს.

ისე პენალტების შესრულებაზეც რო ემუშავათ კაი იქნებოდა და მსაჯს კიდე პენალტების დადებაზე areyoukiddingme
0
№6
ავტორი: chudikone
29 ოქტომბერი 2015 12:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე გითხარით კაი სვარკა იქნებათქო, კი კაი ჩამეძინა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Best 7
29 ოქტომბერი 2015 12:52
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
areyoukiddingme
0
№8
ავტორი: Count Alucard
29 ოქტომბერი 2015 13:24
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
პალასთანაც თუ ვერ მოვიგეთ კატასტროფული სიტუაციაა უკვე...
0
№9
ავტორი: bziki
29 ოქტომბერი 2015 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მიდლსბროს საღოლ მაგრა იბრძოლა, ლინგადრი იყო კარგი ფელაინი და პერეირასაც არა უშავდა. რუნი,დეპაი,იანგი ერთმანეთზე საშინელება

საყურებლად კარგი საყურებელი იყო მეორე ტაიმი სვარკა ნაღდად არ ყოფილა ბრძოლობდნენ დარბოდნენ და სისწრაფეებსაც რთავდნენ დრო და დრო სუნ ერთ ტემპში ვერ ითამაშებ მაგრამ უიღბლობა გვდევდა, თვითონაც ვერ ასრუსლებდნენ მსაჯიც სუსტისკენ იყო, მარცხენა ფლანგი ვერ ამწვავებდა და ვერც აწვდიდა, ვერც იანგი,ვერც,პერეირა,ვერც დეპაი

დაჯე ვერც მარსიალი სანამ კრაიზე იყო
0
№10
ავტორი: The Special One
29 ოქტომბერი 2015 18:13
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ლაპარაკი ეხერხება ამ ჩოილარს,ვცილობდი რომ აზრი შემეცვალა ვან გაალზე, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ სუფთა ჩობანია.

რა ტიტულზეა ლარაპარაკი,როცა მიდლსბროს ვერ უგებ,სირცხვილია და უბრალოდ არაფერი მეტი,შეიძლება ჩელსის მოვუგოთ მაგათი ფორმიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურიდან თუ გავაღწიეთ ლუბოი გუნდი დაგვახევს ბურთს თავზე.

თავიდან კარგი შთაბეჭდილება, იმიტომ შეგვექმნა რომ გუნდები ფორმაში არ იყვნენ თან სეზონის სტარტი იყო.დაცვას რომ სულ მუდამ პერსექტიულ ჯონსზე და ბლინდზე დატოვებ ეგაა საქმე?მოეყვანა რამოსი ან რომელიმე ექსტრა კლასის მცველი,ამის სახსრები ნამდვილად ქონდა გუნდს,ასეთი წარუმატებლობის მიზეზი არის,1)ფილოსოფოსა ვან გაალი,ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა.

აეხლა სულ რომ ტრიპლეტი დადოს ამ ჩობანზე აზრი აღარ შემეცვლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top