თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2015, 12:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5276,
კომენტარები: 17
ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?
უნდა ჩაანაცვლოს თუ არა ფრანგმა "იუნაიტედის" კაპიტანი.
ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი
ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ რატომ დგას ფლანგზე? საკითხავია, წერს ადამ ბეიტი...

"ვფიქრობ, გასაოცარი იყო. თქვენც ხედავთ, რამდენად კარგი მოთამაშეა და დღეიდან სეზონის ბოლომდე ჩვენი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება", - უეინ რუნი

უეინ რუნის ბოლო დროინდელი შექება სწორედ ის არის, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნისგან უნდა ველოდეთ. მაგრამ ეს იგნორირებს აზრს, რომლის თანახმად კაპიტანი გუნდის მთავარი ცენტრ-ფორვარდი უნდა იყოს, რაც თინეიჯერს "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მეტი შთაბეჭდილების მოხდენაში უშლის ხელს. ცვლილების საჭიროება იზრდება.

"მარსიალი საუკეთესო 19 წლის ბიჭია, მათ შორის, რომელიც ლიონელ მესის შემდეგ მინახავს", - ჯეიმი რედნაპი.

შთამბეჭდავია, როგორ აიღო მარსიალმა ბოლო თამაშებში ფლანგზე პასუხისმგებლობა, რაც ხუან მატასგან განსხვავებით მოწინააღმდეგეთა აწიოკებას ნიშნავს. "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "მშრალი" მატჩები ჩაატარა ფლანგზე მარსიალის დგომის ფონზე და ვან გაალმა მისი მოსმენის უნარი შეაქო. შრომისმოყვარეობა წამაქეზებელია.

მაგრამ ფრანგი არ იტყუებოდა, როცა აღიარებდა, რომ ცენტრ-ფორვარდად თამაშს ამჯობინებს და ადვილია დანახვა, თუ რატომ. მან უკვე გაიტანა გოლები "იუნაიტედისთვის" და რუნის ჩავარდნა შედარებას მოითხოვს. უკვე 30 წლის ფორვარდს პრემიერ ლიგაში ნათამაშებ 810 წუთში მხოლოდ ორი გოლი აქვს - მათგან ერთ-ერთი კი სწორედ მარსიალის შრომის შედეგად გავიდა.

ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

"მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ რუნი რთულად იღებდა ბურთს მოწინააღმდეგის საჯარიმოში


მარსიალს უფროსები უნდა დაეხმარნონ. ნაცვლად ამისა, "იუნაიტედი" ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. "ერთადერთი შემტევი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია უკან მოიხედოს და თავისი თამაშით დატკბეს - მარსიალია", - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ სიტისთან" ფრის შემდეგ. "ყოველთვის, როცა ბურთს იღებდა, რაღაც ხდებოდა, რადგან გამწვავების უნარი აქვს".

მარსიალის ეფექტი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" არც ერთ ფეხბურთელს დაუსრულებია შვიდი დრიბლინგი პრემიერ ლიგის გასულ სეზონში. ენტონი მარსიალმა ეს ჩატარებულ ბოლო ორივე მატჩში გააკეთა.

ვან გაალი ღიად აცხადებდა, რომ გუნდს სისწრაფე სჭირდებოდა და მარსიალი არის ადამიანი, რომელიც ამას მისცემს. საშუალოდ მარსიალი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყოველ 90 წუთში 8 დრიბლინგს ახორციელებს - მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი - და მათგან შვიდი დაასრულა ბოლოს ჩატარებულ მატჩებში "ევერტონისა" და "სიტის" წინააღმდეგ. გასაოცარია, "იუნაიტედის" ფეხბურთელს ერთხელაც კი არ მოუხერხებია ეს გასულ სეზონში.

პრემიერ ლიგა 2015/2016 - საუკეთესო დრიბლიორები:

ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

მიუხედავად იმისა, რომ მარსიალის მაჩვენებელი ამ მხრივ საუკეთესოა, "იუნაიტედმა" ლიგაში ყველაზე ნაკლები რაოდენობის დრიბლინგი დაასრულა. მარსიალი შფოთვას მატებს. ვან გაალის პრობლემა ის არის, რომ ეს როლი მემფის დეპაის უნდა შეესრულებინა. მწვრთნელის მიერ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეძენილი ფეხბურთელი ყველას ადგილს ვერ დაიკავებს.

ეს არის მთავარი, ვან გაალმა საკუთარ თავს თვითონ უნდა ჰკითხოს და დაადგინოს, საიდან მიიღებს მარსიალისგან საუკეთესოს და რა არის პრიორიტეტი. "სიტის" წინააღმდეგ, სამხწუხარო იყო ფლანგზე მისი დანახვა, სადაც ბაქარი სანიას ძალიან მარტივად მოტყუების შემდეგ იქვე ჩნდებოდა დამხმარე ფეხბურთელი. ამან მისი შესაძლებლობები შემოსაზღვრა და რუნიმ ცენტრიდან დარტყმაც კი ვერ განახორციელა.

ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

მარსიალმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მარცხენა ფლანგი დაიპყრო


მარსიალს უკეთესი შედეგიც კი აქვს ცენტრალურ პოზიციაზე - 8 დარტყმიდან სამი გოლი გაიტანა. სადარდებელი ის არის, რომ იმ მატჩებში უფრო მეტი შანსი არ ჰქონია, მაგრამ ამას ახსნა აქვს: რუნი ნომერ ათის პოზიციაზე მოქმედებდა. მარსიალის ლიმიტირებული რაოდენობის დარტყმები მცირედი საზრიანი მოძრაობების ბრალი იყო თუ კაპიტანი ვერ ახერხებდა წინ პასის მიცემას?

რუნის დრიბლინგი

მიმდინარე სეზონში ბასტიან შვაინშტაიგერმა უფრო მეტი დრიბლინგი განახორციელა, ვიდრე უეინ რუნიმ

გარი ნევილმა მიმდინარე სეზონისას აღნიშნა, რომ რუნი "უსაფრთხო ფეხბურთელი" არ არის, მაგრამ ფასდაუდებელია ის, რადაც იქცა. "კარგი არ არის, როცა ფრთხილია. რუნი ნახევრად მობრუნებული უნდა იყოს. ყოველთვის, როცა ბურთს მიიღებს, უკან უნდა დაიხიოს", - განაცხადა რუნიმ სექტემბერში. წასულია რუნი სათარეშოდ. ბასტიანმაც კი უფრო მეტი დრიბლინგი დაასრულა, ვიდრე მან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერთა შორისაა და პრემიერ ლიგის პირველ ადგილს ორი ქულით ჩამორჩება. და სანამ თავდამსხმელის ყოფნა "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონშიც იდგება დღის წესრიგში, მოულოდნელი სიჩქარე, რომლითაც მარსიალმა გარდატეხა მოახერხა, გულშემატკივარს აფიქრებინებს, უკვე ხომ არ არის ახალი გმირი აქ.

ჩანაცვლება?

ასეთი რუნის შემცვლელი უნდა იყოს მოთამაშე, რომელიც ბევრს - მისი ჩათვლით - თვეების წინ არ სმენიათ. მაგრამ სანამ ანდერ ერერა ნახევარდაცვის სამეულში უფრო მეტ ენერგიას გვთავაზობს და მემფისის ჩავარდნაც დიდი ხნით გრძელდება, გადაწყვეტილება მწვრთნელზეა. პრობლემის გადაჭრის საჭიროება კი გარდაუვალი ჩანს.

წყარო: skysports
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
29 ოქტომბერი 2015 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მარსალი უდავოდ 9 იანზე სხვა შემთხვევაში გოლი ვერ გაგვაქ.

მატა ჩემი აზრით ეხლა სადაც არის უფრო კარგია ვიდრე ტიპიურ 10 ზე
ვინგერის საქმეს არ აკათებს მატა ცენტრში მიდის მიყავს კაცი და ვალენსიას ან დარმიანს უტოვებს სივრცეს თვითონ კი ცრუ 10 ნმერს თამაშობს პლიუს გოლებსაც იტანს და საგოლეებსც აგოვებს, ერთადერთი რასაც კარგად მიაგნო ლუიმ მატას პოზიციაა, ლინიგარდიც კარგად ასვენებს ბლო თმაშები.

აი მარცხნივ კი არის პრობლემები არც დეპაი არც იანგი არ ვარგა, პერეირა ჩემი აზრით ჯერ არაა მზად იტვირთოს უცვლელი ძირითადის როლი, ალბათ მაინც დეპაი და ვლოდოთ როდის გაიხსნება
0
№12
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2015 16:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
bziki,
პერეირაც არაა გარემარბი, უბრალოდ მატასავით შეუზლია ფლანგზე დგომა, ოღონდ ამას ორივეგან. ცენტრში ბევრად მაგარია და გუშინაც გამოჩნდა
0
№13
ავტორი: Martial
29 ოქტომბერი 2015 18:29
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ძაან მაგარი გვყავს და ფლანგზე არ უნდა გაფუჭდეს :)) ეს წინ უნდა იდგეს და უკან მატა უნდა ყავდეს :))
0
№14
ავტორი: ლადო
29 ოქტომბერი 2015 19:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ერთი მარსიალიც გვინდა რააა wink დეპაის რომ ჩავარდნა არ ჰქონოდა ალბათ მარსიალიც ცხრიანზე ითამაშებდა და აარა ფლანგზე
0
№15
ავტორი: Malboro463
29 ოქტომბერი 2015 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
რეალი მალე დაიწყებს ბენზემას შემცვლელის ძებნას. აგუეროს თუ აარა ამას მაინც მოადგება
0
№16
ავტორი: A.HERRERA
29 ოქტომბერი 2015 23:12
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
მე მაინც მგონია, რომ რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს რუნი, ვან გაალი ამის სკამზე დამსმელი არ არის და ჯობია ახლავე შევეგუოთ. ცალკე დეპაის ამბავი მწყინს, ვერა და ვერ გაიხსნა ტიპი, დი მარია 2 არ გახდეს მეშინია.
0
№17
ავტორი: red devil
30 ოქტომბერი 2015 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რუნი სკამზე თუ არ დაჯდა დაღუპავს გუნდს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top