თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2015, 12:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5276,
კომენტარები: 17
ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?
უნდა ჩაანაცვლოს თუ არა ფრანგმა "იუნაიტედის" კაპიტანი.
ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი
ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ რატომ დგას ფლანგზე? საკითხავია, წერს ადამ ბეიტი...

"ვფიქრობ, გასაოცარი იყო. თქვენც ხედავთ, რამდენად კარგი მოთამაშეა და დღეიდან სეზონის ბოლომდე ჩვენი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება", - უეინ რუნი

უეინ რუნის ბოლო დროინდელი შექება სწორედ ის არის, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნისგან უნდა ველოდეთ. მაგრამ ეს იგნორირებს აზრს, რომლის თანახმად კაპიტანი გუნდის მთავარი ცენტრ-ფორვარდი უნდა იყოს, რაც თინეიჯერს "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მეტი შთაბეჭდილების მოხდენაში უშლის ხელს. ცვლილების საჭიროება იზრდება.

"მარსიალი საუკეთესო 19 წლის ბიჭია, მათ შორის, რომელიც ლიონელ მესის შემდეგ მინახავს", - ჯეიმი რედნაპი.

შთამბეჭდავია, როგორ აიღო მარსიალმა ბოლო თამაშებში ფლანგზე პასუხისმგებლობა, რაც ხუან მატასგან განსხვავებით მოწინააღმდეგეთა აწიოკებას ნიშნავს. "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "მშრალი" მატჩები ჩაატარა ფლანგზე მარსიალის დგომის ფონზე და ვან გაალმა მისი მოსმენის უნარი შეაქო. შრომისმოყვარეობა წამაქეზებელია.

მაგრამ ფრანგი არ იტყუებოდა, როცა აღიარებდა, რომ ცენტრ-ფორვარდად თამაშს ამჯობინებს და ადვილია დანახვა, თუ რატომ. მან უკვე გაიტანა გოლები "იუნაიტედისთვის" და რუნის ჩავარდნა შედარებას მოითხოვს. უკვე 30 წლის ფორვარდს პრემიერ ლიგაში ნათამაშებ 810 წუთში მხოლოდ ორი გოლი აქვს - მათგან ერთ-ერთი კი სწორედ მარსიალის შრომის შედეგად გავიდა.

ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

"მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ რუნი რთულად იღებდა ბურთს მოწინააღმდეგის საჯარიმოში


მარსიალს უფროსები უნდა დაეხმარნონ. ნაცვლად ამისა, "იუნაიტედი" ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. "ერთადერთი შემტევი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია უკან მოიხედოს და თავისი თამაშით დატკბეს - მარსიალია", - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ სიტისთან" ფრის შემდეგ. "ყოველთვის, როცა ბურთს იღებდა, რაღაც ხდებოდა, რადგან გამწვავების უნარი აქვს".

მარსიალის ეფექტი:

"მანჩესტერ იუნაიტედის" არც ერთ ფეხბურთელს დაუსრულებია შვიდი დრიბლინგი პრემიერ ლიგის გასულ სეზონში. ენტონი მარსიალმა ეს ჩატარებულ ბოლო ორივე მატჩში გააკეთა.

ვან გაალი ღიად აცხადებდა, რომ გუნდს სისწრაფე სჭირდებოდა და მარსიალი არის ადამიანი, რომელიც ამას მისცემს. საშუალოდ მარსიალი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყოველ 90 წუთში 8 დრიბლინგს ახორციელებს - მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი - და მათგან შვიდი დაასრულა ბოლოს ჩატარებულ მატჩებში "ევერტონისა" და "სიტის" წინააღმდეგ. გასაოცარია, "იუნაიტედის" ფეხბურთელს ერთხელაც კი არ მოუხერხებია ეს გასულ სეზონში.

პრემიერ ლიგა 2015/2016 - საუკეთესო დრიბლიორები:

ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

მიუხედავად იმისა, რომ მარსიალის მაჩვენებელი ამ მხრივ საუკეთესოა, "იუნაიტედმა" ლიგაში ყველაზე ნაკლები რაოდენობის დრიბლინგი დაასრულა. მარსიალი შფოთვას მატებს. ვან გაალის პრობლემა ის არის, რომ ეს როლი მემფის დეპაის უნდა შეესრულებინა. მწვრთნელის მიერ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს შეძენილი ფეხბურთელი ყველას ადგილს ვერ დაიკავებს.

ეს არის მთავარი, ვან გაალმა საკუთარ თავს თვითონ უნდა ჰკითხოს და დაადგინოს, საიდან მიიღებს მარსიალისგან საუკეთესოს და რა არის პრიორიტეტი. "სიტის" წინააღმდეგ, სამხწუხარო იყო ფლანგზე მისი დანახვა, სადაც ბაქარი სანიას ძალიან მარტივად მოტყუების შემდეგ იქვე ჩნდებოდა დამხმარე ფეხბურთელი. ამან მისი შესაძლებლობები შემოსაზღვრა და რუნიმ ცენტრიდან დარტყმაც კი ვერ განახორციელა.

ენტონი მარსიალი: საუკეთესო ცენტრ-ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

მარსიალმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მარცხენა ფლანგი დაიპყრო


მარსიალს უკეთესი შედეგიც კი აქვს ცენტრალურ პოზიციაზე - 8 დარტყმიდან სამი გოლი გაიტანა. სადარდებელი ის არის, რომ იმ მატჩებში უფრო მეტი შანსი არ ჰქონია, მაგრამ ამას ახსნა აქვს: რუნი ნომერ ათის პოზიციაზე მოქმედებდა. მარსიალის ლიმიტირებული რაოდენობის დარტყმები მცირედი საზრიანი მოძრაობების ბრალი იყო თუ კაპიტანი ვერ ახერხებდა წინ პასის მიცემას?

რუნის დრიბლინგი

მიმდინარე სეზონში ბასტიან შვაინშტაიგერმა უფრო მეტი დრიბლინგი განახორციელა, ვიდრე უეინ რუნიმ

გარი ნევილმა მიმდინარე სეზონისას აღნიშნა, რომ რუნი "უსაფრთხო ფეხბურთელი" არ არის, მაგრამ ფასდაუდებელია ის, რადაც იქცა. "კარგი არ არის, როცა ფრთხილია. რუნი ნახევრად მობრუნებული უნდა იყოს. ყოველთვის, როცა ბურთს მიიღებს, უკან უნდა დაიხიოს", - განაცხადა რუნიმ სექტემბერში. წასულია რუნი სათარეშოდ. ბასტიანმაც კი უფრო მეტი დრიბლინგი დაასრულა, ვიდრე მან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერთა შორისაა და პრემიერ ლიგის პირველ ადგილს ორი ქულით ჩამორჩება. და სანამ თავდამსხმელის ყოფნა "ოლდ ტრაფორდზე" მომდევნო სეზონშიც იდგება დღის წესრიგში, მოულოდნელი სიჩქარე, რომლითაც მარსიალმა გარდატეხა მოახერხა, გულშემატკივარს აფიქრებინებს, უკვე ხომ არ არის ახალი გმირი აქ.

ჩანაცვლება?

ასეთი რუნის შემცვლელი უნდა იყოს მოთამაშე, რომელიც ბევრს - მისი ჩათვლით - თვეების წინ არ სმენიათ. მაგრამ სანამ ანდერ ერერა ნახევარდაცვის სამეულში უფრო მეტ ენერგიას გვთავაზობს და მემფისის ჩავარდნაც დიდი ხნით გრძელდება, გადაწყვეტილება მწვრთნელზეა. პრობლემის გადაჭრის საჭიროება კი გარდაუვალი ჩანს.

წყარო: skysports
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
29 ოქტომბერი 2015 13:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიმდინარე სეზონში ბასტიან შვაინშტაიგერმა უფრო მეტი დრიბლინგი განახორციელა, ვიდრე უეინ რუნიმ


მარტო ესაა საკმარისი რუნის თამაშის შესაფასებლად. ყველა აკრიტიკებს და იგივეს გამეორებას არ დავიწყებ. წელს დიდი იმედით ვიყავი რომ ფორვარდად როცა იდგებოდა რამეს იზამდა მარა უფრო და უფრო უკან მიდის ამის საქმე

მარსიალი ფლანგზეც საჭიროა და წინაც, ორივეგან დიდ საქმეს აკეთებს და ორივეგან გვჭირდება. ორი მაინც იყოს areyoukiddingme
0
№2
ავტორი: deqstera
29 ოქტომბერი 2015 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მარსიალი აუცილებლად ცენტრფორვარდად უნდა იყოს!! მასავით გათავისუფლება მეტოქისგან სახიფათო ეპიზოდის შქმნა და გოლის გატანა არვის არშეუძლია!!

აი ტრავმა როგორ უნდა უსურვო ფეხბურთელს, მითუმეტეს შენი საყვარელი გუნდის კაპიტანს მაგრამ არსვავს სკამზე და მისი გულისთვის კიდე ან ერერა ზის სკამზე ან უარესი მარსიალს უცვლიან პოზიციას, რაც მისი პროგრესისთვისაც არარის კარგი....
0
№3
ავტორი: AkkRed
29 ოქტომბერი 2015 13:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გუშინდელმა მატჩმა გვანახა, რომ გყვავს ვინგერები, მაგრამ ახალგაზრდები ვისაც დრო სჭირდება და ძალიან მაგრად განვითარდებიან. რა თქმა უნდა არ ესწავლება ღაბაბას ნიჭიერების აღმოჩენაში, მაგრამ კაცი რომ ბერდება ვერას გაუგებო ლუიზეა მგონი. ათამაშოს რომელიმე ახალგაზრდა ვინგერი სტაბილურად იმის ნაცვლად, რომ რუნის ტავპირ მტვრევას გვაყურებინებს თან მარსიალსაც დიდი ადგილი ექნება წინ და არა ფლანგზე. ამით უფრო გახსნილ და შემტევ ფეხბურთს ვიხილავთ.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ოქტომბერი 2015 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დავიწყოთ იქიდან, რომ რუნიზე ლაპარაკი არც ღირს. საშინელ ფორმაშია და ამას ყველა ამჩნევს. რაც შეეხება მარსიალის ფლანგზე თამაშს, ეს რამოდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. პირველი ეს არის-ერერა, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაატარა ევერტონთან თამაში და სწორედ მაშინ გამოჩნდა მარსიალი ფლანგზე, მეორე ეს არის მემფისი რომელსაც არაფერი გამოსდის ფლანგზე და მესამე ეს არის რა თქმა უნდა რუნი. როცა ათამაშებ ერერას შესაბამისად ის დგას 2 ცენტრ. ნახვარმცველის წინ, ანუ ფაქტიურად ამ ნაწილში რუნის ადგილი აღარაა გარდა თავდამსხმელისა, პლიუს ამას როგორც ვთქვი მემფისი არაა ფორმაში და შესაბამისად დადგა მის ადგილას მარსიალი და ამ ყველაფრიდან გამომდინარე რუნიმ ცენტრ. თავდამსხმელის პოზიციაზე გადაიწია, თუმცა ვინ უფრო კაია ამ ადგილას ყველამ კარგად ვიცით. ფაქტია ერთმანეთს ჯაჭვურად მიება ყველაფერი, ხოლო პრობლემა იმაშია, რომ თუ მარსიალს დავაბრუნებთ თავდასხმაში და ერერას ათიანზე ვათამაშებთ მაშინ გამოვა ისე, რომ რუნი სკამზე უნდა დაჯდეს და ფლანგზე უნდა იდგეს მემფისი რომელიც ასევე არაა ფორმაში. ანუ მარსიალის პოზიციის შეცვლა ნებისმიერ ვარიანტში პრობლემატურია.
0
№5
ავტორი: Count Alucard
29 ოქტომბერი 2015 13:34
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რეალურად ერთადერთი წესიერი ფორვარდი კლუბში მარსიალია, ყველაფერი აქვს რაც ფორვარდს სჭირდება და მგონი 9იანის პოზიციაზე უფრო პროდუქტიული იქნება, ფლანგზე გარღვევებს კი აკეთებს მაგრამ დამხმარე არავინ ჰყავს და, რომ გავიდეს ბოლომდე შეტევის დამაგვირგვინებელ არავინაა, მარსიალის პასი, რომ მიიღოს და გოლი გაიტანოს... ბოლო სამი მატჩია საშინლად გამოიყურება გუნდი, შეიძLება გადაღლილობას დავაბრალოთ, მაგრამ მიდლსბროსთან მარტო სმოლინგი შეიძლებოდა ყოფილიყო დაღლილი და ის გახდა საუკეთესო... ლინგარდს პერეირას და მარსილას პოტენციალი ნამდვილად აქვთ და შეუძლიათ ბევრის მიღწევა, მაგრამ ხელშეწყობა უნდათ. ამ ეტაპზე რუნი ხელს უშლის მარსიალის განვითარებას და ჩემი აზრით პალასთან მატჩი საერთოდ უნდა გამოტოვოს და აზრზე მოვიდეს.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 ოქტომბერი 2015 14:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასეა თუ ისე, მარსიალს ადრე თუ გვიან ტიტულები დასჭირდება და თუ იუნაიტედი ამას ვერ მისცემს, სხვა ამბიციები გაუჩნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: deqstera
29 ოქტომბერი 2015 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ჯობია მარსიალი წინ წავიდეს და რუნი დადგეს ისევ ფლანგზე, თორე დამაგვირგვინებელ ფაზაში თუ ისეთ ფეხბურთელს დააყენებ ვისაც არაფერი გამოსდის იქამდე ბურთის მიტანასაც აზრი დაეკარგება!! ასე რომ მატა თუ არის ფლანგზე ჯანდაბას იყოს რუნიც(თუ ლუის მაინცდამაინც უნდა რო ათამაშოს) თუ დეპაის სკამზე ვსვავთ და მარსიალი ცენტრში როცა გაამწვავებს დარყმის შესაძლებლობაც ექნება და 9კაცი არეყოლება მოსატყუებელი საჯარიმოში შესასვლელად!!
0
№8
ავტორი: Memphis_Depay
29 ოქტომბერი 2015 15:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
მარტიალი უნდა დაუბრუნდეს ცხრიანის პოზიციას.დეპაი მარცხენა ფლანგს. და ცოტა ხანში ისე შეთამაშდებიან და ისე განვითარდებიან,რომ მანჩესტერს ახალი რუნი და რონალდო ეყოლება. love რაც შეეხება გამთამაშებლის პოზიციას მანდ მატა უნდა იდგეს ჩემი აზრით.მარჯვენა ფლანგზე კიდე მოიყვანონ ვინმე რა გახდა ეს მარჯვენა ვინგერი angry მანეს თამაში თუ ნახეთ აგორავებს მცველებს ისეთი სწრაფი და ტექნიკურია.
0
№9
ავტორი: Malboro463
29 ოქტომბერი 2015 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
პალასთან ეს წინ და უკან მატა უნდა დაუყენოს. ზამთარში არენდით მარჯვენა ფლანგელი არ აწყენდა გუნდს
0
№10
ავტორი: Silver
29 ოქტომბერი 2015 16:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
იანგი ყველას ავიწყდება? :/
რუნის სკამზე დასმას ვეთანხმები და მინდა მემფისი ან იანგი მარცხნივ, მარსიალი კიდე 9ზე წაიწევს, 10ზე ერერა დადგება. როცა უეინი აზრზე მოვა მერე ვინ ამოვარდება სასტავიდან არ ვიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top