თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2015, 04:30
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3639,
კომენტარები: 15
დე ხეას ტრანსფერი არ შედგა
რა ხდება დე ხეას გარშემო
დე ხეას ტრანსფერი არ შედგა
დავიდ დე ხეას ტრანსფერი ''რეალ მადრიდში'' არ შედგა, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ლა ლიგამ დაადასტურა, რომ არავითარი დოკუმენტი არ მიუღია.

''რეალმა'' და ''მანჩესტერმა'' შეთანხმებას მიაღწიეს, რაც გულისხმობდა, რომ დავიდ დე ხეა ინგლისს 29 მილიონ ფუნტად დატოვებდა, ხოლო მის ნაცვლად მანჩესტერში კეილორ ნავასი გადმობარგდებოდა.

''მანჩესტერ იუნაიტედმა'' განაცხადა, რომ გუნდმა ყველა დოკუმენტს მოაწერა ხელი და საბუთები დროულად გადაგზავნეს. ასევე, მანჩესტერი იუწყება, რომ ამის დამტკიცებაც შეუძლიათ.

''რეალიც'' და ''მანჩესტერიც'' შესაძლოა, ტექნიკური პრობლემების მსხვერპლნი გახდნენ, რაშიც კომპიუტერის გაუმართავობა იგულისხმება.

ესპანელი ექსპერტი გილიემ ბალაგე აცხადებს: "ლა ლიგამ დაადასტურა, რომ საბუთები დროზე გვიან მიიღენ, რის შედეგადაც ტრანსფერი არ განხორციელდა. ყველაფერი დასრულებული იყო და ყველა ელოდებოდა. დავიდ დე ხეა თავის მეგობარ გოგონასთან იმყოფებოდა სახლში. ფლორენტინო პერესი სანტიაგო ბერნაბეუზე იმყოფებოდა. ნავასიც იქვე იყო და ელოდებოდა დასასრულს. თუმცა, საბოლოოდ, საბუთებმა დაიგვიანა და ყველაფერი ჩაიშალა.

'სამი წლის წინ ანალოგიური სიტუაცია მოხდა ფაბიო კოენტრაოსთან დაკავშირებით, როდესაც მისი შეძენა სწორედ, რომ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' სურდა. ''რეალმა'' ლა ლიგას ხუთი წუთის დამატება სთხოვა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დე ხეას ტრანსფერი არ შედგება!"

წყარო: Sky Sports
ჭორები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
1 სექტემბერი 2015 11:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
წასულიყო, ჯობდა. ვან გაალი ამას მაინც არ ათამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: RedGirl
1 სექტემბერი 2015 13:39
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რაღა აზრი აქვს ამის დარჩენას ვაფშე ვერ ვხვდები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: Malboro463
1 სექტემბერი 2015 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5890
30 მლნ + ნავას იძლეოდენ არ ჯობდა წასულიყო? ეხა გაუშვებენ უფასოდ
0
№14
ავტორი: GeorgeBest
1 სექტემბერი 2015 14:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისედაც წავა მეორე წელს, ესეტის ყოფნას რა აზრი აქვს გუნდში აზზე არ ვარ
0
№15
ავტორი: Lee Sharpe
1 სექტემბერი 2015 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ეხ დევიდ დევიდ ზემოდანაც რომ იმას მიგითითებენ დარჩიო ვერ ხვდები რა ahahaha
არაუშავს ნეტა დარჩეს და ავიტანთ, რუნი რამდენ ფანჯარაზე გვაწვალებდა არ გახსოვთ? სულ ხელფასით მანიპულირბდა და დღეს გვკიდია ეგ. ეს დარჩეს და ნახეთ ერთ წელში შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს შეიძლება გაახანგრძლიოვოს, ან რაიცით რეალი გვხვდება და ვათრევთ 3d_2 და მერე გაუქრეს გადასვლის სურვილი biggrin2

პროსტა უეფა და პერესი ერთი მაფიაა და რამე არ იჩალიჩონ. არადა აღარ შეილება გადასვლა უკვე, კოენტრაო ხო არ გაგვატანეს ადრე ვის რად უნდოდა მარა არ მოგვცეს უფლება და რეალი ვინ ჩემი შიბლაა ეგ პრივილეგიები გაუჩნდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top