დავიდ დე ხეას ტრანსფერი ''რეალ მადრიდში'' არ შედგა, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ლა ლიგამ დაადასტურა, რომ არავითარი დოკუმენტი არ მიუღია.
''რეალმა'' და ''მანჩესტერმა'' შეთანხმებას მიაღწიეს, რაც გულისხმობდა, რომ დავიდ დე ხეა ინგლისს 29 მილიონ ფუნტად დატოვებდა, ხოლო მის ნაცვლად მანჩესტერში კეილორ ნავასი გადმობარგდებოდა.
''მანჩესტერ იუნაიტედმა'' განაცხადა, რომ გუნდმა ყველა დოკუმენტს მოაწერა ხელი და საბუთები დროულად გადაგზავნეს. ასევე, მანჩესტერი იუწყება, რომ ამის დამტკიცებაც შეუძლიათ.
''რეალიც'' და ''მანჩესტერიც'' შესაძლოა, ტექნიკური პრობლემების მსხვერპლნი გახდნენ, რაშიც კომპიუტერის გაუმართავობა იგულისხმება.
ესპანელი ექსპერტი გილიემ ბალაგე აცხადებს: "ლა ლიგამ დაადასტურა, რომ საბუთები დროზე გვიან მიიღენ, რის შედეგადაც ტრანსფერი არ განხორციელდა. ყველაფერი დასრულებული იყო და ყველა ელოდებოდა. დავიდ დე ხეა თავის მეგობარ გოგონასთან იმყოფებოდა სახლში. ფლორენტინო პერესი სანტიაგო ბერნაბეუზე იმყოფებოდა. ნავასიც იქვე იყო და ელოდებოდა დასასრულს. თუმცა, საბოლოოდ, საბუთებმა დაიგვიანა და ყველაფერი ჩაიშალა.
'სამი წლის წინ ანალოგიური სიტუაცია მოხდა ფაბიო კოენტრაოსთან დაკავშირებით, როდესაც მისი შეძენა სწორედ, რომ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' სურდა. ''რეალმა'' ლა ლიგას ხუთი წუთის დამატება სთხოვა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დე ხეას ტრანსფერი არ შედგება!"