თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2015, 11:08
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2678,
კომენტარები: 11
შვაინშტაიგერი ჩემპიონთა ლიგისთვის მზადაა
გერმანელი ნახევარმცველი მოსალოდელი მატჩის წინ თავდაჯერებულობას ინარჩუნებს.
შვაინშტაიგერი ჩემპიონთა ლიგისთვის მზადაა
"მანჩესტერ იუნიატედის" ახალწვეულმა ბაშტიან შვაინშტაიგერმა კარგად იცის, თუ რა გრძნობაა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასს აღმართავ. მაგრამ ნაცვლად მსგავსი დიდებისა, ის სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, სადაც "იუნიატედი" ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლებს.

"მე მოუთმენლად ველი ამ მატჩს." აცხადებს ბასტიანი. "მომწონს ღამის თამაშები და ვიცი, რომ ''ოლდ ტრაფორდზე'' დიდებული ატმოსფერო იქნება. ამ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბურთის კონტროლი და კარგი დაცვა, სწორედ ისეთი, როგორც "ასტონ ვილასთან" და "ტიტენჰემთან" მატჩში ვაჩვენეთ. ასე რომ, გუნდი კარგი შემართებით გამოვა მოედანზე."

"მსოფლიო ჩემპიონისა და ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა დიდებული რამაა, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში. მე "ბაიერნშიც" მომიწია ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის თამაში. ეს ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ჯგუფური ეტაპის მატჩისგან და ჩვენი მიზანია, კარგი შედეგი ვაჩვენოთ პირველივე რაუნდში. მინდა, უფრო და უფრო მეტი მატჩი ჩავატარო, რადგან გავაუმჯობესო ჩემი ფიზიკური მონაცემები."

შვაინშტაიგერის შესაძლებლობები მისმა ყოფილმა მწვრთვნელმა, პეპ გუარდიოლამ დააყენა ეჭვქვეშ და სწორედ ამან განაპირობა გერმანელის ტრანსფერი ინგლისში, თუმცა გასული მატჩიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ბასტიანი ფორმას უბრუნდება და ჯერ ძალიან ადრეა მის ასაკზე ყურადღების გამახვილება.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის 30 წუთის ჩატარება და ნაბიჯ-ნაბიჯ მინდა ფორმის პიკს მივაღწიო." აგრძელებს შვაინშტაიგერი. "გუნდს გვიან შეუვერთდი, ა.შ.შ-ში მცირე ტრავმაც მივიღე, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. წარსულში ამდენი ტრავმა არ მქონია. პატარა პრობლემა მქონდა მუხლზე და მხოლოდ ერთი ოპერაცია გავიკეთე კოჭზე სამი წლის წინ."

გერმანელმა ნახევარმცველმა ტრანსფერის დეტალები გაიხსნება და ახალი თანაგუნდელები შეაქო გულთბილი დახვედრისთვის.

"კლუბში ყველა შესანიშნავად ექცევა ახალ მოსულებს, განსაკუთრებით თანაგუნდელები. შესანიშნავი გასახდელი გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ეს არის , რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი რამ გასაუმჯობესებელი, მაგრამ სხვა დონეს აუცილებლად მივაღწევთ. ქალაქ მანჩესტერსაც ჰყვარებია სიურპრიზები. აქ უამრავი კარგი რესტორანია და ამინდიც შესანიშნავია ჯერ-ჯერობით. ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო." სიცილით განაცხადა ბასტიანმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: tugushi
18 აგვისტო 2015 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
სქოულზივით იქნება ბოლო სამი წელი :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top